• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კომისიამ „ბილაინს” სანქცია დააკისრა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2019 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „2018 წელი სატელეკომუნიკაციო დარგისთვის საინტერესო გამოწვევებით და წარმატებებით იყო დატვირთული“.

„გასულ წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,237 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი – ეს თანხა 1,220 მლნ ლარი იყო. ყოველწლიურად იმატებს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, პენეტრაცია თითქმის 8 %-ით გაიზარდა და 73.6%-ს მიაღწია. 2018 წელს დაინერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, ამასთან, კომისიამ ახალ გამოწვევაზე, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე დაიწყო აქტიური მუშაობა. გასული წელი წარმატებული იყო ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხითაც, რაც ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღებისა და მომხმარებლების ინტერესების დასაცავად აუცილებელი პირობაა. 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე კი, ზედა ზღვრული ტარიფები დაწესდა, რომელიც მობილურ ქსელში – 3.5 თეთრიდან 0.75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში – 2 თეთრიდან – 0.28 თეთრამდე შემცირდა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, 2019 წელს კომისიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებაა, რაც დარგის განვითარებისთვის აუცილებელია“.

„2019 წელს კომისიას კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება აქვს დაგეგმილი. 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე მთელი მსოფლიო აქტიურად მუშაობს და კომისია, სწორედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ერთად გეგმავს 5G ტექნოლოგიის დანერგვას. გასულ წელს საინტერესო ტენდენცია დაფიქსირდა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებშიც. 2018 წელს მაუწყებლებმა 83,845,826.48 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2017 წელს – 84,087,810.68 ლარი იყო. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მუდმივად მზარდი არ არის და ერთ ნიშნულზე ფიქსირდება, თუმცა, აღსანიშნავია ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე არსებული სტაბილური მდგომარეობა. საყურადღებოა, რომ ბოლო კვლევებით ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება ევროპის 20 ქვეყანაში, გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველდღიურად ვითარდება ციფრული მედია და სარეკლამო თანხები ტრადიციული მედიიდან სწორედ ახალ მედიაში მიდის“,- ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, „2018 წელს, კომისიამ დანერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, 2019 წლის 20 მარტიდან კი მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, გაზომონ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმონ რამდენად იცავს მისი პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არის თუ არა მათი უფლებები დაცული“.

„აღნიშნული სისტემა ყველა აბონენტს აძლევს საშუალებას მისთვის სასურველ დროს შეამოწმოს იღებს თუ არა გადახდილი თანხის ადეკვატურ მომსახურებას, ხოლო ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია მომხმარებლების უფლებების დასაცავად, კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

რაც შეეხება მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, დამტკიცდა მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შეიქმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც მედია პროდუქტების მომხმარებლების მედიაწიგნიერების განვითარებაზე იზრუნებს. ამავე მიზნის მისაღწევად, დაფუძნდა „მედიააკადემია“, რომლის ძირითადი ამოცანაც მედიის, ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებაა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, კომისიის ანგარიშის მიხედვით, „გასულ წელს დაიგეგმა 2019 წელს განსახორციელებელი 5 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს“.

„პირველი პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო, არის „გამარჯობა რუბი“ – 25 ენაზე ნათარგმნი წიგნი, რომელიც კომისიამ ქართულ ენაზე გამოსცა. კომისიამ ფინური წიგნების სერიის ავტორი, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც 60-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი გადაამზადა, იმისთვის, რომ მესამე-მეოთხე კლასების მოსწავლეებმა პროგრამირების სამყაროში იმოგზაურონ და კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები, თამაშისა და მსოფლიოში უკვე აღიარებული მეთოდით შეისწავლონ. განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, აღნიშნული წიგნით სექტემბრიდან საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისწავლიან. „მედია სკოლა“, „მედიაკრიტიკა“ და „მედია ლაბი“ – „მედიააკადემია“ მედიაწიგნიერების განვითარებაზე სწორედ ამ სამი მიმართულებით იმუშავებს. „მედია სკოლა“ მედიის სფეროს წარმომადგენლებს გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო კურსებს სთავაზობს, იმისთვის, რომ მათ თანამედროვე ეპოქაში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს. ამ მიმართულებით, მედიააკადემია უკვე აქტიურად მუშაობს. „მედია კრიტიკა“ – ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს პროფესიულ განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, მომხმარებელს დაეხმარება გაარჩიოს ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო მედია პროდუქტი. მედიააკადემიისთვის 2019 წლის გამოწვევა სწორედ კვალიფიციური და ჯანსაღი მედია კრიტიკის პლატფორმის შექმნა და ამუშავებაა. მომავალი წლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა „მედია ლაბის“ ამოქმედება – ლაბორატორიის, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. ეს იქნება ადგილი, სადაც სტარტაპერებს, რომლებსაც ციფრული მედიის მიმართულებით საინტერესო და ინოვაციური იდეები ექნებათ, მიეცემათ დაფინანსება და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა“,-აღნიშნულია ანგარიშში.

კომისიაში აცხადებენ, რომ „ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ“.

„კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს მოუტანს სიკეთეს, რომელიც გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარისხიან ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასად მიიღებს. 2018 წელს კომისიამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები განახევრდა, ხოლო 2019 წლიდან გლობალური ინტერნეტის საბითუმო ტარიფი – 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მობილური და ფიქსირებული სატელეფონო საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებითაც. LRIC-ის მოდელის მიხედვით, მოხდა მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი დანახარჯების გაანგარიშება, რის საფუძველზეც, მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფები 4-ჯერ შემცირდა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, 2019 წელს კომისია მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებას გეგმავს“.

„ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე ნაკლები კონკურენცია სწორედ მობილურ ხმოვან მომსახურეობაზეა და კომისია ამ საკითხს სწრაფად, ეფექტიანად და მომხმარებლების ინტერესების სასარგებლოდ გადაჭრის. 2019 წლის განმავლობაში კომისია ევროპულ ქვეყნებთან ერთად აქტიურად იმუშავებს მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაზე. მაისში კომისიამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის 19 ქვეყნის მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, კონფერენციის ძირითადი თემა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სწორედ 5G ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის ერთობლივად შემუშავება იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციები უკავია“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„რუსეთს ზოგადად ნატო-ს დასახელებაზე აქვს პრობლემა”

11 years ago
“ედუარდ შევარდნაძემ განუმეორებელი წვლილი შეიტანა ცივი ომის დაძლევისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში”

“ედუარდ შევარდნაძემ განუმეორებელი წვლილი შეიტანა ცივი ომის დაძლევისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში”

12 years ago

მამა ვიტალის საინტერესო ცხოვრება და მისი სასწაულები

8 years ago
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by