ოპერის ქართველი მომღერალი, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ტურისტებს დასასვენებლად საქართველოში იწვევს. მოწოდება მომღერალმა ფეისბუქით მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის პრეიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.
“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი!”, — წერს ანიტა რაჭველიშვილი.