• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გარდა მასწავლებლებისა, სკოლებში გამოჩნდებიან „მასწავლებლობის მაძიებლები“ – რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ საჯარო სკოლებში

6 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
„გარდა მასწავლებლებისა, სკოლებში გამოჩნდებიან „მასწავლებლობის მაძიებლები“ – რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ საჯარო სკოლებში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლები სხვადასხვა სიახლითა და კვლავ მოუგვარებელი პრობლემებით ხვდება. სხვადასხვა გეგმისა და იდეის კვალდაკვალ, არსებობს გამოწვევები, რომლებიც დროულ რეაგირებას მოითხოვს. განსაკუთრებუალდ მნიშვნელოვანი საკითხი მასწავლებლების კვალიფიკაციისა და მათი გადამზადების თემებია. აღნიშნული თემების ირგვლივ, „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს განათლების ექსპერტი, გიორგი გახელაძე პასუხობს.

რა სიახლეებით ხვდება საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს?

შესაბამისი სიახლეები არის რამდენიმე სახის. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილები, რაც მოხდა დოკუმენტურად, ამის იმპლემენტაცია იწყება წლევანდელი წლიდან მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის. შეიცვალა საგნებისთვის განკუთვნილი ბადე. მაგალითისთვის, საგანი „მოქალაქეობა“ ახალი სასწავლო გეგმით განხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მეშვიდე კლასიდან უკვე ახალი სასწავლო გეგმა ინერგება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე.

ასევე, სიახლე არის ის, რომ (ყველა საჯარო სკოლას არ ეხება) სკოლებში ბევრი ახალი მასწავლებელი გამოჩნდა. როგორც ვიცით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ძალიან ბევრმა სკოლამ გამოაცხადა ვაკანსიები, ჩაატარა კონკურსები. სასწავლო ,წლის დაწყებამდე კიდევ ჩატარდება ამ კონკურსების მეორე ეტაპი. ეს, გარკვეულწილად, საპენსიო რეფორმით არის გამოწვეული. მასწავლებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და დატოვა სკოლები. ამან გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ვაკანსიები შესაბამის თანამდებობებზე.

საჯარო სკოლების ფარგლებში, მორიგი სიახლე კვლავ მასწავლებლებს ეხება. გარდა მასწავლებლებისა, სკოლებში გამოჩნდებიან „მასწავლებლობის მაძიებლები“. „მასწავლებლობის მაძიებლის“ ინსტიტუტი საკმაოდ დიდი ხანია, მეტ-ნაკლები ინტენსივობით მოქმედებს საქართველოში, მაგრამ იგეგმება მისი გააქტიურება. კონკურსები რომ ტარდება, გულისხმობს იმასაც, რომ, თუკი ვერ მოხერხდება მასწავლებლის აყვანა, მაშინ აიყვანენ მასწავლობის მაძიებელს. „მაძიებლობის“ პროგრამა ამოქმედდება განახლებული ფორმით.

რაც შეეხება მოსწავლეებს – დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში გეგმავენ სწავლის გაგრძელებას, სიახლე იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხით. თუმცა, ეს სკოლის შემდგომი სიახლეებია.

რომელი პრობლემებია სკოლებში კვლავ მოსაგვარებელი?

შესაბამისი პრობლემებიც სხვადასხვა რანგისაა. დიდი ხნის გაცხადებული, მაგრამ კვლავ მოსაგვარებელია ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვის საკითხი, რეგულაციის საკითხი. მოსაგვარებელია, ასევე, სასწავლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი – უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა.
პროცესშია, მაგრამ კვლავ მოსაწესრიგებელია მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი. სქემაში ცვლილებები ერთია, მაგრამ ზემოხსენებული წესი, რომელიც მოიცავს შესაბამის უმაღლეს განათლებას, მასწავლებლობის უფლების მოპოვებას, პროფესიულ განვითარებასა და შემდგომ უკვე პროფესიიდან გასვლასაც – არის გამოწვევა იმიტომ, რომ ყოველთვის მცირე ნაბიჯებით მივდივართ წინ, საბოლოოდ კი ეფექტური არ არის ის სისტემა, რაც გვაქვს. ეს აღიარებულია. უამრავლი წვრილ-წვრილი, ბიუროკრატიული, ხშირ შემთხვევაში – აბსოლუტურად არაგონივრული და ჩვენი სკოლების პრობლემების მოგვარებისთვის შემაფერხებელი მოცემულობები გვაქვს.

სიმართლე გითხრათ, ზოგი იზიარებს, ზოგი არ იზიარებს იმ აზრს, რომ, ჩემმი აზრით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც სასკოლო განათლებაში მოსაგვარებელია, არის სკოლების მართვის სისტემის შეცვლა ადმინისტრაციულ-ფინანსური ავტონომიის გაზრდის კუთხით – სკოლების ცენტრალლიზებული მართვის სისტემაზე უარის თქმა, სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა და დეცენტრალიზებულ მოდელამდე მისვლა. განვითარების ეს ვექტორი არის, ჯერ კიდევ, მოუგვარებელი. რა ცვლილებებიც ახლა ხდება, ხდება ისევ სკოლების ცენტრალიზებული მართვის პირობებში. მეტად ავტონომიური და მეტად ანგარიშვალდებული სკოლები, მთელს მსოფლიოში, უკეთეს სასწავლო შედეგებს აღწევენ.

მასწავლებელი რამდენად არიან მომზადებულები ახალი სასწავლო წლისთვის?

მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესზე როდესაც ვსაუბრობთ, რომ მოსაგვარებელია, უკავშირდება ადამიანური რესურსების საკითხს. მასწავლებლების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ეს აღიარებულია. იმისთვის, რომ ხარისხიანად განახლდეს მოქმედი მასწავლებლების კონტინგენტი, შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი და, მინდა გითხრათ, რომ ამაში გადამწყვეტი როლი აქვს სწორედ სკოლების მეტ ავტონომიურობასა და პასუხისმგებლიანობას.

კიდევ ერთი მოუგვარებელი საკითხი, რაც დღემდე არსებობს, გახლავთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში საჯარო სკოლების ხარისხის მართვის გარე შეფასების მექანიზმის ამუშავება. საქმე ყოველთვის გვაქვს გადავადებასთან. ეს დამაზიანებელია განათლების ხარისხისთვის.

გარდა ამისა, ბევრი იტყვის, რომ დაფინანსების საკითხი არის მოუგვარებელი. სახელმწიფოს მხრიდან სკოლების დაფინანსების მოცულობა არ არის ცოტა, ჯამურად. ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ ეს თანხები უფრო ყაირათიანად და შედეგიანად დაიხარჯობს. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ძალიან ბევრი თანხა იხარჯება არაგონივრულად.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025
ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
ახალი ამბები

ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

10/20/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In