• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის, იგივე ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე დანიური კომპანია იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ გაიმარჯვა.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს ტრანსპორტის გენერალური გეგმაა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ. ამ დოკუმენტის შემუშავებისთვის მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც დოკუმენტზე იმუშავებს მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით. ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ტრანსპორტის გენერალური გეგმა იქნება 15 წლიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, ეს იქნება დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს – საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე ქვეითთა გადაადგილებას.

როგორც კახა კალაძე ამბობს, დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

„დღეს სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, კონკრეტულად იმ ქუჩებზე ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, სადაც სპეციალური ზოლებია გათვალისწინებული ავტობუსებისთვის, ველობილიკები და ა.შ. ტროტუარების მოწყობა და მოწესრიგება. დოკუმენტში, რომელზეც მუშაობა დაიწყო, მთელი ქალაქის მასშტაბით ეს წინასწარ იქნება გაწერილი და მოცემული პროექტების სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ მოგვიწევს ასე ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა. იქნება 15 წლიანი დოკუმენტი და ერთ დღეს, როდესაც მერიაში არ ვიქნები, ვინც შემდეგი მერი და მერიის თანამშრომელი იქნება, მათ ექნებათ სრული დოკუმენტაცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს საცობებისგან განტვირთვას, რაც დედაქალაქისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

„ასევე მოხდება სწორად გადანაწილება ტრანსპორტის. სწორი მოძრაობა შემუშავდება, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს ასევე ფრანგულ კომპანია „სისტრა“.

„ჩვენ ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ასევე მუშაობს ტრანსპორტის მიმართულებით, თუმცა განსხვავება ამ ორ კომპანიას შორის და სამუშაოს შორის არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებას ითვალისწინებს, ხოლო დანიური კომპანია „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს და მთლიანად ქალაქში მოძრავ ტრანსპორტს მოიცავს, ანუ ყველაფერზე რაც კი მოძრავია, გვექნება სრული ინფორმაცია“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტის შემუშავებას დაახლოებით, 11 თვე დასჭირდება.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა

13 years ago
“ტყუილია… საქართველოს ომში ჩათრევა ევროპარლამენტში არავის უნდა ” –  კრამონი ღარიბაშვილზე 

“ტყუილია… საქართველოს ომში ჩათრევა ევროპარლამენტში არავის უნდა ” – კრამონი ღარიბაშვილზე 

4 years ago
„ბევრს გაუკვირდა, როცა შვილი დუშეთის საჯარო სკოლაში მივიყვანეთ… პრანჭვა მგონია, ბავშვის ფასიან სკოლაში მიყვანა“ – მაკა ჩიჩუა

„ბევრს გაუკვირდა, როცა შვილი დუშეთის საჯარო სკოლაში მივიყვანეთ… პრანჭვა მგონია, ბავშვის ფასიან სკოლაში მიყვანა“ – მაკა ჩიჩუა

3 years ago
მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა -პეტრო ანდრიუშენკო 

მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა -პეტრო ანდრიუშენკო 

4 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by