• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სიენენი“ – როგორ გადაურჩა ქართული მეღვინეობა გადაშენებას

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„სიენენი“ – როგორ გადაურჩა ქართული მეღვინეობა გადაშენებას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ექვსი ათასი წლით ადრე, სანამ ქრისტე წყალს ღვინოდ გადააქცევდა, თანამედროვე ქართველების წინაპრებმა ყურძენი ღვინოდ აქციეს. ამ მდიდარი ფანტაზიის მქონე ქვის ხანის საპიენსების წყალობით ვტკბებით ბუღულედან „გამეთი“, ტოსკანიდან „კიანტით“, ნავაროდან „რიოხათი“ და საფრანგეთიდან ახალ ზელანდიამდე ნებისმიერი ვენახიდან „კაბერნე სოვინიონით“, – ამის შესახებ „სიენენის“ სტატიაშია ნათქვამი.

გამოცემა წერს, რომ ზემოთქმულის მიუხედავად, ღვინის სამშობლოში არსებული ფუძისმიერი ჯიშები დღემდე უცნობი იყო დასავლელი ღვინის მოყვარულებისთვის.

„დღეს ქართული ღვინო თავს აღწევს თითქმის 100-წლიან იზოლაციას და იმ სისტემისგან განადგურებას, რომელმაც მეღვინეობა-მევენახეობის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა და ცუდი ღვინის კეთების პრაქტიკა დაამკვიდრა. ძირითადად, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც თავისი ზომით დასავლეთ ვირჯინიის ტოლია, ღვინოს მთელს საბჭოთა კავშირს აწვდიდა.

თუმცა, რადგან საბჭოეთში რაოდენობას ხარისხზე მეტად აფასებდნენ, ქართველებს ძირითადად უხვმოსავლიანი წითელი საფერავისა და თეთრი რქაწითელის ყურძენი მოჰყავდათ და მწირმოსავლიანი ბრწყინვალე ძირძველი ვაზის ჯიშები გუთნის ხნულებში ხვდებოდა“, ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ჯამში 563 აღრიცხული სახეობიდან კომუნისტები მხოლოდ შვიდი დასახელების ღვინოს ასხამდნენ.

„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ღვინისთვის შაქრისა და წყლის დამატებით ხდებოდა კრემლის გეგმის შესრულება. გლეხობაში გავრცელდა პრაქტიკა, რომლითაც ღვინოს იქამდე აწყალებდნენ, სადამდეც ეს შესაძლებელი იყო.

„ბევრი ტრადიცია დაიკარგა. მანამდე „მკვახე მოსავალსაც“ ვიღებდით, ვაზს სუსტი ყურძნიდან ვათავისუფლებდით, რითაც უფრო მსხვილ მტევნებს ვაძლიერებდით მეტი სიტკბოს მისაღებად. კომუნისტებმა მოგვაშლევინეს ეს და შემოდგომაზე ყველა მტევანს გვაკრეფინებდნენ – დიდსაც და პატარასაც“, – ამბობს „სიენენთან“ ვახტანგ ბარნოვი, ახალქალაქელი პენსიონერი აგროინჟინერი საქართველოს შუაგულიდან.

როგორც გამოცემა წერს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველომ რუსეთში ამ სასმელის ექსპორტი განაგრძო, რადგან მისი ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ეს იყო.

„ყველამ იცის, რომ რუსი ნებისმიერ რამეს დალევს“, – ამბობს ბარნოვი, რომელიც ცნობილ რეფრენს მიმართავს. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ თუ სასმელი შუშის ბოთლში იყო ჩამოსხმული, ცუდი იყო. კარგი ღვინო მეორად პლასტმასის ბოცებში ან „კანისტრებში“ ვრცელდებოდა სამეგობროებსა და ნათესაობაში. ზოგიერთი მეღვინეობა, მაგალითად, „საგარეჯო“ კარგ სუფრის ღვინოს აწარმოებდა ადგილობრივი რესტორნებისთვის.

„სიენენის“ სტატიის თანახმად, 2006 წლის მარტის მოვლენა წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე, რითაც საქართველოს ერთ დღეში მოესპო საექსპორტო ბაზრის 90 პროცენტი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო დაესაჯა დასავლური მისწრაფებებისთვის, თუმცა პუტინმა საბოლოო ჯამში ქართული ღვინის წარმოება გადაარჩინა, რადგან ქვეყანას იმთავითვე მოუწია კარგი ღვინის წარმოება და უფრო სანდო სავაჭრო პარტნიორების მოძებნა.

„კარგი მუჯლუგუნი აღმოჩნდა მცირე და დიდი მეღვინეობებისთვის“, – აღიარებს მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის კლუბის პრეზიდენტი.

როგორც „სიენენი“ წერს, მსხვილი მეღვინეობები გავიდნენ ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე, ხოლო მცირე და საოჯახო მეღვინეობებმა რეალიზაციის მიზნით ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყეს. მათ ის სეგმენტი აითვისეს, რომელშიც კონკურენციას ვერავინ გაუწევდა. „ქვევრში 8 000 წლის ტრადიციის მქონე ნატურალური ღვინის წარმოება განა სხვას ვის შეუძლია“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

„2007 წლამდე საქართველოში პრინციპში არ არსებობდა ბოთლში ჩამოსხმული ქვევრის ღვინო“, – ამბობს ხარბედია „სიენენთან“. ეს პრაქტიკა ხომ კომუნიზმის ხანაში ინდუსტრიალიზაციის გამოისობით შეწყდა.

„ქართული ღვინის ექსპორტის მხოლოდ სამ პროცენტს წარმოადგენს ქვევრის ღვინო, თუმცა მთელი ეს აჟიოტაჟი 100 პროცენტით მისი გამოწვეულია. პრინციპში, საქართველოს შესახებ დაწერილ ყველა სტატიაში ქვევრია ნახსენები. იქვეა ქარვისფერი ღვინის ხსენება, რომელიც ყურძნის კანით თეთრი ღვინის დაყენების ტექნიკით მიიღება. სასმელი ასე უფრო მკვეთრი და უფრო ტანინიანია, ვიდრე კლასიკური თეთრი ღვინოები.

დასავლეთში ახალ ტენდენციად მიიჩნევა ეს სახეობა და „ნარინჯისფერ ღვინოდ“ მოიხსენიება. თუმცა, ქართველები ამ მეთოდს იმ დროიდან იყენებენ, როცა თავად მეღვინეობა იღებს დასაბამს.

საქართველოში 500 ძირძველ ჯიშზე მეტი ყურძნის სახეობაა. მრავალი მათგანი ახლა ბრუნდება და ხელახლა იწყებს სიცოცხლეს.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში – კახეთში ყურძნის სახეობების მდიდარი არჩევანია და ქვეყნის ვენახების 60 პროცენტი სწორედ აქ არის. ქვეყნის ცენტრალური რეგიონი – შიდა ქართლი ამჟამად ნაკლებად ასოცირდება მეღვინეობასთან, არადა ოდესღაც ქართველი მეფეებისთვის სწორედ აქ ხდებოდა ღვინის წარმოება. სამეფო კარის მმართველობა საქართველოში მე-19 საუკუნეში დასრულდა.

ქვეყნის დასავლეთ რეგიონში – იმერეთში კლიმატი რბილია და აქ ყურძენი მეტი მჟავიანობით გამოირჩევა. მას ჩვეულებრივ კანის გარეშე წურავენ. ქვეყნის პატარა მთიანი რეგიონი – რაჭა ცნობილია უდახვეწილესი ყურძნის ჯიშებით და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ეს ღვინის მწარმოებელი რეგიონი ზომით უმცირესია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

„სიენენი“ მომხმარებლებს 10 საუკეთესო ქართული ვაზის ჯიშის და მათგან დამზადებული ღვინოების შესახებაც აწვდის ინფორმაციას, ასევე ასახელებს რამდენიმე მაღაზიას, სადაც ღვინის შეძენა არის შესაძლებელი.

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა

11 years ago
“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

10 years ago
ესტონურ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების განხორციელებაზე – მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას ეწვევა

9 years ago
თანამედროვე ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი

თანამედროვე ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by