• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვახტანგ გომელაურმა და ელიზაბეთ რუდმა სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ვახტანგ გომელაურმა და ელიზაბეთ რუდმა სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს.

გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობას შეაქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე, სანაპირო დაცვის განვითარებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის და მათ წარმატებები უსურვა.

„სასაზღვრო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან დავიწყეთ ახალი სექტორების მშენებლობა, დღემდე რამდენიმე ათეული სექტორი და სამმართველო აშენდა. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენს პარტნიორებს. ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით. თითქმის მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ სანაპირო დაცვა გვყავს და ამით ვამაყობთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ახალი სექტორები მდგომარეობას შეუმსუბუქებს მესაზღვრეებს, რომლებსაც მართლაც მკაცრ პირობებში უწევთ მოვალეობის შესრულება. მე რამდენიმე სექტორში ვარ ნამყოფი, უმეტეს მათგანში, 2013-2014 წლებში, როდესაც ვიყავი კურატორი მოადგილის რანგში, ასევე, მინისტრის რანგში. მართლაც, მძიმე კლიმატური პირობებია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კიდევ დამატებით ავაშენოთ სექტორები“, – განაცხადა შენობის გახსნის ცერემონიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მინისტრ გომელაურთან ერთად გავხსნა ეს სასაზღვრო პუნქტი აქ, „ხრიანში“. ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაქვს სასაზღვრო პოლიციასთან და ვამაყობთ, რომ უკვე 9 ერთობლივი პროექტი დავასრულეთ აშშ-ის მთავრობის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მეშვეობით. ეს პარტნიორობა ძალიან კარგია იმიტომ, რომ იგი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ დიდ წვლილს შეაქვს გლობალურ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა, სექტორის ახალი შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, ის ძველი შენობა დაათვალიერეს, სადაც მესაზღვრეებს ამ დრომდე
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება უწევდათ.

სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-თურქეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს
მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.

მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

11 years ago
არაერთი სათამაშო გაიგზავნა საზღვარგარეთ მცხოვრებ პატარა ემიგრანტებთან – “ჩიკატაი“ – ბავშვის სათამაშოების ქართული ბრენდი

არაერთი სათამაშო გაიგზავნა საზღვარგარეთ მცხოვრებ პატარა ემიგრანტებთან – “ჩიკატაი“ – ბავშვის სათამაშოების ქართული ბრენდი

8 years ago
ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა

ბიძინა ივანიშვილი: “რომან გოცირიძე ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა”

10 years ago
ილია მეორემ ეპიდემიოლოგებს თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა

ილია მეორემ ეპიდემიოლოგებს თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა

6 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by