• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: ერთია, რომ ტაქსები აშკარად გაძვირდა, ხოლო მეორე ნაწილმა საერთოდ დაკარგა თანხის გამომუშავების შესაძლებლობა

7 years ago
in თბილისური ამბები
A A
ირაკლი ხმალაძე: უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღევანდელ ქართულ რეალობაშიბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ტაქსები და მათთან დაკავშირებული რეგულაციებია. შესაბამისი რეგულაციები ეხება  ტაქსის მძღოლებს და გავლენას ახდენს მოსახლეობაზე.გარკვეული შეზღუდვების პარალელურად, შემცირდა ქუჩაში ტაქსის გაჩერების შესაძლებლობა. უფრო ვრცლად, აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე ესაუბრა.

„ტაქსის ყველა მძღოლმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია. გარდა ამისა, ტაქსები უნდა იყოს თეთრი ფერის იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლს სურს, მას ჰქონდეს გაჩერების უფლება. სხვა შემთხვევაში, ის ავტომობილს ქუჩაში ვერ გაააჩერებს. მას არც ტაქსების სპეციალური ნიშნების გამოყენების უფლება ექნება. მოკლედ რომ ვთქვათ, თავიდან ბოლომდე იქნება შეზღუდული და კლიენტს ვერ აიყვანს, თუკი ონლაინ არ იქნება დარეგისტრირებული. ამ მხრივ, ყველაზე პრობლემური საკითხი არის ის, რომ რეგისტრაციის პროცესი, თითქოსდა,  მარტივია – ხდება ონლაინ, მაგრამ არც ისე მარტივია, რადგან მძღოლებს ელექტრონულად უწევთ ხელის მოწერა. ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული პროცესია, რაც, რა თქმა უნდა  ხშირ შემთხვევაში, ასაკოვან ხალხს უჭირს. ტაქსის მძღოლების უმეტესი ნაწილი კი სწორედაც რომ ასაკოვნები არიან. ისინი თავს ამ საქმიანობით ირჩენენ“.

რეგულაციების კვალდაკვალ, რა არის ყველაზე პრობლემური საკითხი?

უნდა ითქვას, რომ გადასახადი ძვირი არ არის, წლიური თანხა 100 ლარს შეადგენს. თუმცა, ყველაზე რთული საკითხი გახლავთ ავტომობილის „გადათეთრება“. ავტომობილის გადაღებვა თეთრ ფერად ურთულესია იმიტომ, რომ, უპირველესად, ძალიან დიდ დროს მოითხოვს. რიგები დიდია. ძალიან ცოტაა ისეთი ობიექტი, სადაც გადაღებვა ხდება და, ამასთან, მოთხოვნაც ძალიან დიდია – გარდა ამისა, დიდია მოთხოვანა გადასტიკერებაზეც. საქართველოში შემოსული ავტომობილების უმეტესი მასა დაზიანებილია, შემოდის ამერიკიდან და თავიდან ბოლომდე დამუშავება და შეღებვა მათაც სჭირდება. თითქმის ყველა ავტომობილი იღებება ჩვენს რეალობაში.

რა რეკომენდაციები გაქვთ არსებულ საკითხებთან მიმართებით?

ჩემი აზრით, ტაქსებზე რეგულაციები უნდა არსებობდეს, თუმცა ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა მიმდინარეობდეს. პირველი უნდა ყოფილიყო უმარტივესი ფორმის – რეგისტრაცია. უნდა არსებულიყო სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისთვის. ჩვენ ეს რიცხვი, რეალურად, არ ვიცით. ძალიან დიდია იმ ტაქსების რაოდენობა, რომელსაც რეგისტრაცია არ გაუვლია. რეგისტრაციის გავლის პროცესი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უმარტივესი. ამის შემდეგ იქნებოდა იმის საშუალება, რომ ყოფილიყო გარკვეული სტატისტიკა – რამდენი ავტომობილია, რა ფირმისა და ფერისაა ისინი და ა.შ. შემდეგ კი უნდა ჩამოვყალიბებულიყავით გარკვეულ პირობებზე. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებული ტაქსების მხოლოდ 20%-ია თეთრი ფერის. არცთუ ისე იოლია დანარჩენი 80%-ის „გადათეთრება“.

ყველასთვის უნდა მიეცათ საშუალება, იმ ავტომობილით გაეგრძელებინა საკუთარი საქმიანობა, რომლითაც იქამდე დადიოდა. როდესაც რეგისტრაციის დრო ამოიწურებოდა (თუ ვერ გაივლიდნენ მას), კეთილი უნდა ენებათ და რეგისტრაცია გაევლოთ იმ ავტომობილით, რომელიც ჰყავთ. შესაბამისად, „გადათეთრების“ პროცესი მოხდებოდა ნელ-ნელა, ეტაპობრივად.

დღევანდელ ბაზარზე საქართველოში იაფზე უფრო მეტად არის მოთხოვნა, ვიდრე – კარგ ავტომობილზე. ის, რა თქმა უნდა, ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ახლა ხელოვნური ჩარევით ხდება გარკვეული ავტომობილების გამორიცხვა. ადრე ძალიან მარტივი იყო ქუჩაში ტაქსის გაჩერება, ახლა ეს პროცესი გართულდა. უნდა ითქვას, რომ ტაქსები აშკარად გაძვირდა. ამასთან, გამოდის ისე, რომ ერთი რომ გაძვირდა, მეორემ საერთოდ დაკარგა თანხის გამომუშავების შესაძლებლობა. თუ, მაგალითად  500 კარი ნაწილდებოდა 20 ადამიანხე, ახლა გადანაწილდება 10-ზე. შემოსავალი იქნება უფრო მეტი, თუმცა – ნაკლებ მოქალაქეზე. საკმაოდ ბევრი ადამიანი რჩება ლუკმა პურის გარეშე.

რეგიონებში თუ იგეგმება ამ ტიპის რეგულაციები?

თბილისში საცდელი რეჟიმია. წესით, რეგულაციები სხვა ქალაქებსაც უნდა შეეხოს. გეგმაში ასეა. მე ვფიქრობ, რომ ჯობს, თბილისის გამოცდილება გამოიყენონ, რათა სხვა ქალაქებში ხარვეზები იქნას გამოსწორებული, რადგან რეგიონებში ნამდვილად უფრო რთულია, ამ მხრივ, მდგომარეობა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

12/18/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი: “დღეს სუამ-ის საქმიანობას მეორე სუნთქვა ეხსნება”

9 years ago
თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მმდინარეობს

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მმდინარეობს

7 years ago
მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას

8 years ago

გამოცდების ეროვნული ცენტრი: გამორიცხულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების ბაზიდან დავალების ე.წ. “გაჟონვა”

13 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by