• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ ბატიაშვილი – საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევაა – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია

6 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
მიხეილ ბატიაშვილი – საერთაშორისო ოლიმპიადებში უპრეცედენტო მიღწევაა – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებები უსურვა.

„ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ, წლევანდელი წელი ყველაზე გამორჩეულია – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია. ვფიქრობ, ეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების, ასევე მათი პედაგოგების დამსახურებაა. ვამაყობთ, რომ საქართველოს ამდენი ნიჭიერი ბავშვი ჰყავს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა! ჩვენი მოსწავლეებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთვის დიღომში საგანმანათლებლო ქალაქი შენდება, სადაც სამეცნიერო ლაბორატორიების განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება. თავისთავად, ეს მათ ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო მეტი მიღწევა ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრისას.

„მიმდინარე წელს სამინისტრომ მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთ დისციპლინაში წარადგინა – მათემატიკა IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო, ინფორმატიკა IOI 2019 (ბაქო, აზერბაიჯანი), ფიზიკა IPhO 2019 (თელ-ავივი, ისრაელი), ქიმია, 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (პარიზი, საფრანგეთი) და ბიოლოგია IPhO 2019 (თელ-ავივი, ისრაელი), საიდანაც მოსწავლეები 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედლითა და ორი საპატიო სიგელით დაბრუნდნენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ბირკაძის წარმატება, რომელმაც წელს ორ დისციპლინაში იასპარეზა და ოქროსა (ინფორმატიკა) და ვერცხლის (მათემატიკა) მედლების მფლობელი გახდა. გარდა ამ დიდი გამარჯვებისა, ნიკოლოზ ბირკაძე წელს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული, ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ჯამში – 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული. ორი ბრინჯაოს მედლის (ინფორმატიკა და მათემატიკა) მფლობელი გახდა წელს კიდევ ერთი კომაროველი – თეიმურაზ თოლორაია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო ოლიმპიადებზე. წლევანდელი შედეგი კი – 17 მედალი, უპრეცედენტო რაოდენობაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მოპოვებული ჯილდოების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ – ოქრო- 3000, ვერცხლი – 2000, ბრინჯაო – 1000 და საპატიო სიგელი – 700 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით. საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადება და შემდეგ, ოლიმპიადებში მონაწილეობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

fb-share-icon
Tweet
Tags: მიხეილ ბატიაშვილი
ShareTweet

ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025
ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
ახალი ამბები

ზუგდიდის ბაღში მცირეწლოვან ბავშვზე იძალადეს – აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

10/20/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In