-როდის და რატომ დაიწყო სამოქალაქო ომი?
2010-2011 წლებში არაბული სამყარო საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რასაც შემდგომ „არაბული გაზაფხული“ უწოდეს. სახალხო მოძრაობები ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთშიც იმართებოდა. მოსახლეობა ითხოვდა მთავრობების დამხობას და ქვეყნებში დემოკრატიის დამყარებას. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც „არაბულმა გაზაფხულმა“ არა მარტო საპროტესტო აქციები, არამედ სამოქალაქო ომიც კი გამოიწივა სირიაა.
სირიაში 2011 წელს „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებულმა და მოხიბლულმა ახალგაზრდებმა ქალაქ დარას სკოლის შენობის კედლებზე ანტისამთავრობო ლოზუნგები დაწერეს, რის შემდეგაც თინეიჯერები სირიის პოლიციამ დააკავა. დაკავების შემდეგ მოსახლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდებზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ამ ამბის გავრცელებამ მოსახლეობაში პროტესტის გრძნობა გააღვივა და საპროტესტო გამოსვლებმა მასშტაბური სახე მიიღო. თავდაპირველად, აქციები მშვიდობიანი სახის იყო, სირიის მოსახლეობა ახალგაზრდების გათავისუფლებასა და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას ითხოვდა. სამთავრობო ძალებმა აქციის მონაწილეებს 2011 წლის 18 მარტს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად კი ათობით ადამიანი დაიღუპა. პროტესტი გამოთქვეს სირიის არმიას გამოყოფილმა სამხედროებმა და გადაწყვიტეს თავისუფალი სამხედრო დაჯგუფება შეექმნათ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა სირიაში სამოქალაქო ომის დაწყება.
-ვინ არის ბაშარ ალ ასადი?
ბაშარ ალ ასადი სირიას 2000 წლის ივლისში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მართავს. მან 97-პროცენტიანი მხარდაჭერის შემდეგ, თავისი მამა ჰაზეფ ალ ასადი ჩაანაცვლა. ბაშარ ალ ასადის მთავარი დაპირება სირიაში მოდერნიზებული ეკონომიკის ჩამოყალიბება, კორუფციასთან ბრძოლა და თავისი დემოკრატიის გამოცდილების შემქნა იყო, მაგრამ დაპირებები, რა თქმა უნდა, აუსრულებელი დარჩა. მისი მმართველობის დაწყებისთანავე, 2001 წელს დააკავეს რამდენიმე ოპოზიციონერი და პრესის თავისუფლებაც სწორედ იმ ნიშნულს დაუბრუნდა, როგორიც მის პრეზიდენტად გახდომამდე იყო. ეკონომიკური და სოციალური სარგებელი, მოსახლეობის ნაცვლად, მხოლოდ მის მოკავშირეებსა და მმართველ ელიტას ჰქონდა. მეორე რეფერენდუმი ბაშარ ალ ასადმა 2007 წელს მოიგო და კიდევ 7 წლით განაგებდა სირიის ბედს.
-კონფლიქტის შიდა მხარეები
სირიაში არსებული კონფლიქტი მხოლოდ ასადსა და მეამბოხეებს შორის არ მიდის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და აჭიანურებს ომს. ქვეყანაში არსებული ომი რელიგიურ ომადაც კი გადაიქცა და ქვეყნის სუნიტი მუსლიმთა უმრავლესობა, პრეზიდენტ ასადის შიიტურ-ალავიტურ მხარეს დაუპირისპირდა. ომში ასევე ჩართულია ქვეყანაში არსებული ეთნიკური უმცირესობა, ქურთები. ქურთები კონფლიქტში 2011 წელს ჩაერთვნენ, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში. ოქტომბერის თვეში ნიღბიანმა მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქურთების ლიდერს, მაშაალ ტამოს. ქრუთებმა მკვლელობა სირიის ხელისუფლებას დააბრალეს. ტამოს დაკრძალვა მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა და ამის შემდეგ ქურთებმა ხელისუფლებას სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. კონფლიქტში ჩართულია ტერორისტული დაჯგუფებებიც, მაგალითად ჯიჰადისტთა დაჯგუფება. ჯიჰადისტებმა კონფლიქტის გამწვავებისთანავე დაიწყეს სირიაში მთელი მსოფლიოდან ჩასვლა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. 2012 წელს ჯიჰადისტებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც ჯიჰადისტების ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და მეორე ნაწილმა ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით განაგრძო. მათი მთავარი მიზანი სუნიტური სახელმწიფოს შემქნა და შიიტთა დამხობაა. სწორედ რელიგიური დაჯგუფებების რადიკალიზმმა და ფუნდამენტალიზმმა განაპირობა კონფლიქტის 8 წლით გახანგრძლივება. ფანატიკურად განწყობილი დაჯგუფებები რელიგიას იყენებენ და თავიანთ არააადამიანურ მოქმედებებს სწორედ ისლამური სარწმუნოების ხარჯზე ამართლებენ.
-კონფლიქტში ჩარეული გარე მხარეები
კონფლიქტის გახანგრძლივებაში და გამძაფრებაში დიდი როლი ითამაშეს საერთაშორისო მოთამაშეებმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებს, მეამბოხეებსა და ასადის ხელისუფლებას იარაღით, ფულითა და საბრძოლო ტექნიკით ამარაგებენ. 2015 წლამდე აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ძალა ერიდებოდა კონფლიქტში ღიად ჩარევას, მაგრამ რუსეთი და ირანი დაუფარავად უწევდნენ დახმარებას ასადის ხელისუფლებას. რუსეთი ასადის მხარეს ფულითა და სამხედრო მრჩეველებით ეხმარებოდა. რუსეთი 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს ამბოხებულთა და დასავლეთის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი მხარეების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისაგან განსხვავებით, ეხმარება ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს, მაგრამ მათ იარაღით არ ამარაგებს, რადგან მაღალი რისკია, რომ აშშ-ს მიერ გადაცემული იარაღი ხელში სწორედ ასადის წარმომადგენლებს ანდაც ტერორისტულ დაჯგუფებებს ჩაუვარდეთ. რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკას, თურქეთი ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ ასევე უპირისპირდება სირიაში არსებულ ეთნიკურ უმციერსობას, ქურთებს. სირიის კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობენ საუდის არაბეთი და ყატარი. მათი პოზიცია ამბოხებულების მხარეს იხრება და მაქსიმალურად ცდილობენ დაეხმარონ მათ იარაღითა და სამხედრო მრჩეველებით. ხოლო რაც შეეხება ირანს, იგი რუსეთთან ერთად ასადის ხელისუფლებას უჭრს მხარს.
-ჩვენი მეზობელი, რუსეთისა და თურქეთის ინტერესები სირიაში
როგორც უკვე ვიცით, რუსეთი და ირანი ერთდროულად ეხმარებიან ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას. სირია რუსეთის ერთ-ერთი ძველი პოლიტიკური პარტნიორია. თავდაცვის ის სისტემები, რომლებსაც ასადი ამბოხებულთა წინააღმდეგ იყენებს სწორედ, რუსეთის ხელისუფლებისაგან და საბჭოთა კავშირისაგან აქვს. რუსეთისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნებოდა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზე სირიის დაკარგვა და სირიაში ამბოხებულთა გამარჯვება. რუსეთმა ოფიციალურად 2015 წელს დაიწყო ასადის ხელისუფლების დახმარება და ამას ღიად აკეთებდა. საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით რუსეთის სამხედრო და საავიციო ძალები იერიშებს ამბოხებულთა ბაზებზე ახორციელებდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის განცხადებით კი მათი იერიშები მხოლოდ და მხოლოდ ტერირისტული დაჯგუფებების მიმართ იყო განხორციელებული.
რაც შეეხება თურქეთს, თურქეთის მთავარი მიზანი ქურთებისგან იმ ტერიტორიის გასუფთავებაა, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. თურქეთის ხელისუფლება 9 ოქტომბერს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს სირიელ თურქებზე „მშვიდობის წყაროს“ უწოდებს. გაეროს ინფორმაციით ამ თადვხასხმის შემდეგ სირიის ჩრდილოეთი ტერიტორია 160 ათასმა ადამიანმა დატოვა. თურქეთი შიშობს, რომ სირიელი ქურთები შეეცდებიან თურქი ქურთების გადაბირებას და წაქეზებას და სირიისა და თურქეთის ტერიტორიაზე საერთო, ქურთთა კონტროლქვეშ არსებულ სახელმწიფოს შექმნიან.
-სირიის კონფლიქტი და საქართველო
სირიასა და საქართველოს საერთო საზღრვარი არ აქვთ. მათ შორის თურქეთის ტერიტორიის 441 კილომეტრიანი მონაკვეთია. მიუხედავად სიშორისა, სირიაში არსებული კონფლიქტი გავლენას მაინც ახდენს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. მაგალითად, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სირიიდან ლტოლვილ 13 ოჯახს მისცა საცხოვრებელი შენობები დრანდის დასახლებაში. სავარაუდოდ, სირიიდან ლტოლვილები სწორედ იმ სახლებში დაასახლეს, სადაც ადრე ქართველი ოჯახები ცხოვრობდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლთა რიცხვს საქართველოდან წასული მოქალაეებიც შეუერთდნენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ თურქეთის მიერ ბოლოდროინდელ დაპირისპირებას აშშ-სთან ქურთი სირიელებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, შესაძლოა თურქეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგეს, ეს ყველაფერი კი პირდაპირ საქართველოს ეკონომიკაზე დარტყმის ტოლფასია, რადგანაც თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორია.
-რა ვითარებაა ახლა სირიაში?!
ამჟამად სირიაში ყველაზე მეტად თურქეთის მთავრობა აქტიურობს. ერდოღანის განცხადებით თურქეთის აქტიურობა სირიაში მშვიდობის დამყარებასა და თურქეთში არსებულ ქურთთა პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. თურქეთმა მსგავსი აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა, რაც სირიელი ქურთებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან სწორედ აშშ იყო ერთადერთი დასაყრდენი თურქეთთან ბრძოლაში. ქურთებმა თავდაცვიათვის დასახმარებლად სირიის სამთავრობო ძალებსა და რუსეთს მიმართეს. სირიამ სამხედრო ძალების თურქეთის საზღვართან განთავსება დაიწყო, ხოლო რუსეთი კონფლიქტის ორივე მხარეს შორის პატრულირებს.
2019 წლის 29 აპრილის მონაცემებით სირიაში 2011 წელს კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის 207,000 ადამიანი დაიღუპა, აქედან 25000 ბავშვი (1154 ბავშვი დაიღუპა რუსული ავიაციის იერიშების შედეგად). 2018 წლის მონაცემებით სირიაში იძულებითგადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. 2017 წლის მონაცემებით თურქეთში სირიელი ლტოლვილების რაოდენობა კი 3 მილიონს აღემატება.
ავტორი: თორნიკე ჭიტაძე