• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ინკლუზიური განათლება და მშობელი – რა უნდა იცოდეს მან

6 years ago
in საზოგადოება
A A
ინკლუზიური განათლება და მშობელი – რა უნდა იცოდეს მან
30
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს ჩვენ ხშირად გვესმის, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ, ყველა სიკეთესთან ერთად, სრულფასოვანი განათლებით ისარგებლოს. როგორ არის ეს რეალურად? ძალიან მნიშვნელოვანია, რა როლი აქვს და რა შეუძლია ასეთ მოცემულობაში მშობელს. ცხადია, მისი როლი განუზომელია და აუცილებელია, მან იცოდეს, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, რომ მისმა შვილმა თავი კომფორტულად იგრძნოს. რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება და რა უნდა იცოდეს მშობელმა – არსებულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი თეო კოკოსკერია ესაუბრა.

„ინკლუზიური განათლება თავის თავში გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად და მათზე მორგებული მიდგომებისა და სტრატეგიების შეთავაზებას სასწავლო პროცესში.

იგი მოიცავს კომპლექსურ მიდგომებს და მისი ეფექტური განხორციელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ბავშვის აღზრდისა და განათლების პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი, ოჯახი, მასწავლებელი – ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც დგას ეს მოდელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლის როლი, რადგან სწორედ მასთან ერთად იწყებს ბავშვი თავისი პირველი ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმას. მშობლის ჩართულობას დიდი გავლენა აქვ მათი პიროვნების ჩამოყალიბებაში, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე, თვითშეფასების მაჩვენებელზე, პოზიტიურ ქცევასა და ურთიერთობებზე როგორც თანაკლასელებთან, ასევე – მასწავლებლებთან. მშობელი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს პედაგოგთან, რათა მათ ერთობლივად შეძლონ მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, სწავლების პროცესში ბავშვის რეგრესისა თუ პროგრესის შეფასება; აგრეთვე, დასახული მიზნების მისაღწევად, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა“.

როგორ შეაფასებთ, რა გამოწვევების წინაშე დგას ინკლუზიური განათლება საქართველოში და რამდენად ხარისხიანია ის?

საქართველოში, ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება დაიწყო 2006 წელს, როდესაც შესაბამისმა ორგანოებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ძირითადი აქცენტები ინკლუზიურ განათლებაზე გააკეთეს, ხოლო 2013 წელს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – პროფესიული განათლება, როცა ამ საფეხურზეც ინკლუზიური განათლების მოდელით სწავლება სავალდებულო გახდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას აღსანიშნავია ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებიც ამ მხრივ გატარდა, მათ შორის – ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, ინფორმაციული შეხვედრები, ტრენინგები, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება. თითოეულმა მათგანმა თავისი როლი შეასრულა საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით. თუმცა, კვლავ ვდგავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე, მათ შორის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა, მწირი მატერიალური რესურსები განსაკუთრებით რეგიონებშია თვალსაჩინო. აგრეთვე, არასწორად დაგეგმილი საგანმანათლებლო პოლიტიკა, არსებული სტერეოტიპები ზღუდავს მოსწავლეთა ნაწილისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას.

რა კეთდება იმისათვის, რომ მშობელმა იცოდეს, როგორ მოიქცეს შვილთან, რომელსაც ინკლუზიური განათლების საჭიროება აქვს?

მშობელთა უმეტესობისათვის გარკვეულ სტრესს წარმოადგენს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეძლებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილისათვის განათლებისა და განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამისათვის მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, მათი ფსიქო განათლება, რაც გულისხმობს კომპეტენტური პირისაგან დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, ბავშვის საჭიროებებების, შესაძლებლობებისა თუ მისი განვითარების პოტენციალის შესახებ. სასკოლო სისტემაში მშობელს შეუძლია, მიმართოს სკოლის ფსიქოლოგს, სპეციალურ მასწავლებელს, აგრეთვე – მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს, რომელიც ახორციელებს ბავშვებისა და მათი მეურვეების ფსიქო-სოციალურ მომსახურებას.

სწორი წარმოდგენა აქვთ მშობლებს ინკლუზიური განათლების შესახებ?

ინკლუზიური განათლების შესახებ წარმოდგენები დროთა განმავლობაში დადებითად იცვლება როგორც მშობლებში, ასევე – მთელს საზოგადოებაში, რაც ცნობიერების ამაღლებას შეიძლება დავუკავშიროთ. ამ საკითხთან დაკავშირებული დინამიკა შემდეგია: ინკლუზიური განათლების დანერგვას, როცა სხვადასხვა დაღვევის მქონე მოსწავლეებმა სპეციალიზებული სკოლების გარდა საჯარო სკოლებში დაიწყეს განათლების მიღება საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, რადგან მშობლები არ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა პროცესებთან ჰქონდათ საქმე და ზოგადად რა მიზნებს ისახავს ინკლუზიური განათლება. მაგალითად, 5-6 წლის წინ ჩატარებულ კვლევებში რესპოდენტთა ნახევარი მიიჩნევდა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დისკრიმინაციის მსხვერპლნი და ნაკლებად მიღებულნი იყვნენ საზოგადოების მხრიდან. დღესაც, გარკვეულწილად, არსებობს მსგავსი შემთხვევები, თუმცა არსებული ტენდენცია ბევრად საიმედოა და მშობელთა უმეტესობა აცნობიერებს იმ ღირებულებების მნიშვნელობას, რომელსაც ინკლუზიური განათლება ემსახურება.

ამ თემის ირგვლივ თუ არსებობს კვლევები, ლიტერატურული მასალა?

დიახ, უამრავი კვლევა და ლიტერატურული მასალა არსებობს, თუმცა მათი უმეტესობა ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, ფსიქოლოგიური ჟურნალებისა და ელექტრონული სამეცნიერო ბაზების საშუალებით. რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ კვლევებს – მონაცემები შედარებით მწირია. თუმცა ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით გამოცემული სახელმძღვანელოებისა და გზამკვლევების დახმარებით.

სტიგმა – ამაზე რას გვეტყვით და რა როლი აქვს ამ ჭრილში მშობელს?

ამ მიმართულებით, უახლოესი წარსულიც რომ ავიღოთ, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობა იყო. ამას ადასტურებს ზემოთ მოყვანილი კვლევაც, რომელშიც იკვეთება ამ ბავშვების მიმართ არსებული დისკრიმინაციული ფონი და განწყობები. თუმცა დღეისათვის, მეტნაკლებად, გაუმჯობესებულია მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ მშობელს, ამ ჭრილშიც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. პირველ ყოვლისა, თავად უნდა გააცნობიეროს, რომ თითოეული ბავშვი იზრდება და ვითარდება ინდივიდუალური ტემპით და არ შეადაროს სხვებს. არის შემთხვევები, როდესაც სწორედ მათი მხრიდან იწყება ბავშვის სტიგმატიზირება; მაგალითად: აქვს დასწავლის უნარის დარღვევა, ვერ ძლევს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. მშობელი ამით უკმაყოფილოა და სხვადასხვა ეპითეტებით „ამკობს“ მაგ: ზარმაცი, უინტერესო და ა.შ. რის გამოც ბავშვი, შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, რამაც თავის მხრივ, თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. მშობელთა ემოციური მხარდაჭერა ბავშვს დაცულად აგრძნობინებს თავს, დადებით გავლენას ახდენს მის მოტივაციაზე; ეხმარება დამოუკიდებლობის უნარების განვითარებასა და საკუთარი ძალებისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share12Tweet8

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

დასავლეთ   საქართველოში  ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება

დასავლეთ საქართველოში ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება

7 years ago
ნიდერლანდების სამეფო წვლილს შეიტანს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელებაში

ნიდერლანდების სამეფო წვლილს შეიტანს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განხორციელებაში

10 years ago

მიხეილ ჯანელიძემ კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა

9 years ago
საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეზე წვდომა შემოსავლის მიხედვით იქნება – დევი ხეჩინაშვილი

საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეზე წვდომა შემოსავლის მიხედვით იქნება – დევი ხეჩინაშვილი

9 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by