• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოსმენა, როგორც მკურნალი

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მოსმენა, როგორც მკურნალი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს არის 21-ე საუკუნე და სამყარო, ყოველდღიურად, წინ მიიწევს. ბევრისგან გაგვიგია, რომ მთავარია ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა არის ის მოცემულობა, რომელზეც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური წინსვლები, მაინცდამაინც, არსებით მნიშვნელობას ვერ იძლევა. ადამიანის გონება და შინაგანი სამყარო ყოველთვის ჰარმონიაში ვერ იქნება რობოტებთან. ეს რობოტები ვერ გადაწყვეტს ისეთ არსებით საკითხებს, რომლებიც ადამიანის ფიქრებთან არის დაკავშირებული. ინდივიდია ადამიანია და ინდივიდურია პრობლემები. ამ ინდივიდის პრობლემების ბოლომდე აღქმა ადამიანს თავადაც არ შეუძლია. თუმცა, სხვა ადამიანს შეუძლია, ხელი შეუწყოს საკუთარი ახლობელი ადამიანის გაჯანსაღებას, გამოჯანმრთელებასა და სასოწარკვეთილი ფიქრებიდან თავის დაღწევას.

ეს იყო საფუძველი იმისა, რომ მეხსენებინა „სუიციდი“. ეს უკანასკნელი არის ერთგვარი პროცესი, რომელიც აისახება არამხოლოდ სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანზე, არამედ მის გარემოზეც – იმავე გარემოზე, რომელსაც ამ ადამიანის ხსნა შეუძლია. ხსენებულ თემასთან დაკავშირებით, ფსიქიატრი ქეთევან აბდუშელიშვილი სამი მიმართულებით ისაუბრებს.

პირველი:სუიციდი და მისკენ მიდრეკილი ადამიანი:

როდის შეიძლება, ადამიანის ცხოვრებაში დადგეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი? ეს დამოუკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. ყველაზე მაღალი რისკისშემცველი ფაქტორი გახლავთ ასაკობრივი ჯგუფი – სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (გენდერის მიხედვითაც) სხვადასხვა გამოხატულებით გვხვდება სუიციდის შემთხვევები. მიჩნეულია, რომ, ასაკობრივი თვალსაზრისით, სუიციდის ორი პიკი არსებობს – მოზარდობის ასაკი და 50-60 წელს ზემოთ. ამ ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის, მოტივატორები და გარემო ფაქტორები ძალიან განსხვავებულია. ასევე, მიჩნეულია, რომ მამაკაცებში სუიციდის ჩადენის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე – ქალებში. ის გაცილებით მაღალია იმ ადამიანებში, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან – გენეტიკაშია სუიციდის დატვირთვა.

დავაკონკრეტოთ, რასთან გვაქვს საქმე. ახალგაზრდობის პერიოდი არის პერიოდი, როდესაც ის საკუთარ პიროვნებას აცნობიერებს. როდესაც მოზარდი ფიქრობს, რომ მისი ნაკლებად ესმით, ან – მშობლებისგან არ აქვს საკმარისი ყურადღება, მის ცხოვრებაში ჩნდება სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმის სურვილი. შესაძლოა, ბიძგი კონკრეტული მოვლენითაც იყოს მიცემული. ამ დროსახალგაზრდას არ აქვს სრულად გაცნობიერებული ამ ნაბიჯის გადადგმის შედეგი: ეს ნიშნავს სიცოცხლის მოსპობას, თუ ეს ნიშნავს აქაური პრობლემებისგან გაქცევის გზას. უმეტესად, ისინი უკანასკნელ მოცემულობას განიხილავენ ხოლმე. ამ დროს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც სიფრთხილე, ისე – იმის გაცნობიერება, რომ ამ ადამიანს სურს არა სიცოცხლის დათმობა, არამედ პრობლემას ვერ უმკლავდება და არ იცის, როგორ მოიქცეს. შესაძლოა, მისი ეს განზრახვა იქცეს რეალობად, თუ მის გარშემო ხელშემწყობი გარემო არ აღმოცენდა.

სუიციდური განზრახვისა და სუიციდის ბოლომდე მიყვანის კონტექსტში განსხვავებულია გენდერული დატვირთვა. მიჩნეულია, რომ ქალების მეტად გეგმავენ და ფიქრობენ, მამაკაცებში კი სუიციდის ბოლომდე მიყვანის შემთხვევებია გაცილებით მეტი. ეს ასეა მსოფლიო ლიტერატურის მიხედვით. ასევე, გენდერული ნიშნით განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ქალები, უფრო მეტად, მიმართავენ სუიციდის ისეთ გზებს, რომლებიც მოიაზრებს არც თუ ისე  ბრუტალურ ქმედებებს. მამაკაცებში ვხვდებით სიმაღლიდან გადმოხტომის, ან – თავის ჩამოხრჩობის შემთხვევებს, ქალებში კი – ფიზიკური დაზიანების, ან – საწამლავის გამოყენების შემთხვევებს.

მეორე: სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანი და მისი ახლობლები“

ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ადამიანი პირდაპირ, ან – ირიბად იძლევა იმის შეტყობინებას, რომ სიცოცხლე მისთვის ძალიან რთულია და მას არ გააჩნია მომავლის ხედვა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს არ აქვს სამომავლო გეგმები, მომავალში ვერ ხედავს ის საკუთარ თავს. ამ დროს, შესაძლოა, ადამიანი პირდაპირ ამბობდეს – „თავს მოვიკლავ“, „ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს“ და ა.შ. ეს არის ძალიან ყურადსაღები. ხშირად, მშობლები ამას ვერ აცნობიერებენ. უწინ დამკვიდრებული იყო ასეთი შეხედულება, რომ რაც უფრო გვერდს აუვლი ამ თემას, მით უფრო ნაკლებს იფიქრებს ადამიანი საკუთარ სუიციდურ განზრახვაზე. მე გეტყვით სრულიად საპირისპიროს – ეს ასე არ არის. ასეთი რაღაცები თავისით არ გვარდება. წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, რამდენად სერიოზულია, ან –  არ არის ეს სიტყვები. ამას ვერც ის განჭვრეტს, ვინც მიდრეკილია სუიციდისკენ.

შეიძლება, ერთ წამს, ეს „წუწუნში“ გამოხატოს, მეორე წამს კი, იმპულსურობიდან გამომდინარე, ახალგაზრდამ ჩაიდინოს სუიციდი. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ მხარდაჭერა გამოხატოს უფროსმა ადამიანმა – ყურადღებით მოუსმინოს და დაინტერესდეს იმ განსაცდელით, რის გამოც წუხს შვილი, თუ – ოჯახის სხვა რომელიმე ახალგაზრდა წევრი. ოჯახის როლი არის გადამწყვეტი. აუცილებლად არსებობს რაიმე მხარდამჭერი გარემო, რომლის მობილიზებასაც ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ყველა შემთხვევაში, ადამიანისთვის მთავარია, მისმა ოჯახის წევრმა მოუსმინოს. მოსმენა არ ნიშნავს, მხოლოდდამხოლოდ, სიტყვების გაგონებას. აქტიური მოსმენა ნიშნავს ადამიანის მიერ ყველა წამოსული ინფორმაციის დაფიქსირებას, გააზრებას, გაცნობიერებას – მიმიკა, ჟესტიკულაცია, მოქმედება. ასევე, ისეთი მეორადი ნიშნები, როგორებიცაა თავის მოვლა, სასიამოვნო საქმიანობებში ჩართულობა, მომავლის დაგეგმარება, ყოველდღიური აქტივობა – ეს ყველაფერი არის დეპრესიული სიმპტომატიკის მეორადი ნიშნები. დიდი ყურადღება, გულისხმიერება, დანახვა მოსმენა და მიღება არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი.

მესამე: სუიციდის ფაქტთან დაკავშირებული შეცდომების შედეგები:

ხშირად, მედია საკმაოდ არაჯანსაღად აშუქებს ამ საკითხთან დაკავშირებულ ფაქტებს. აქტუალურია ის საკითხი, რომ სუიციდის ფაქტი ვინმესთვის, შესაძლოა, მასტიმულირებელი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისა და ახლობლების ჩართულობა და მხარდამჭერი გარემოს შექმნა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებაში ამ თემის გაშუქება (თუ ძალიან მაღალპროფესიულად არ არის გაშუქებული) ძალიან სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, საჭიროა, სახელმწიფო ფლობდეს ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას და ზრუნავდეს შესაბამისი სერვისების შექმნაზე – ამის სტატისტიკაც უნდა არსებობდეს. სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს სუიციდთან გამკლავების პოლიტიკა. ამიტომ, ეს გახსნილობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაზე ინტიმური საკითხის საჯაროდ განსჯის საგნად გამოტანა ძალიან დამაზიანებელია თვითონ იმ ადამიანისთვისაც, ვის შესახებაც პირადი ინფორმაცია ვრცელდება. იმ ადამიანისთვის კი, ვინც ამას ისმენს, შესაძლოა, ფაქტი არასწორად იყოს ინტერპრეტირებული. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, შესაძლოა, ვიღაც სხვამდე მივიდეს დეზინფორმაცია. არსებობს სუიციდის ფაქტის გამეორების რისკი სხვა ადამიანის მხრიდან. მედიის მხრიდან ამ ტიპის ფაქტების გაშუქება უნდა იყოს ძალიან მაღალპროფესიული.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა

პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

10 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

პატრიარქი – ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ

7 years ago
საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა

8 years ago
ტრიო ,,მანდილმა

ტრიო ,,მანდილმა” შესაძლოა საქართველო ,,ევროვიზიაზე” წარადგინოს

10 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by