• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პატრიარქი – სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია – სიმაღლე, უბრალოებაში – სიდიადე, გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება

7 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
პატრიარქი – სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია – სიმაღლე, უბრალოებაში – სიდიადე, გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში იესო ქრისტეს და ღვთისმშობელს საქართველოს მფარველობას სთხოვს.

“შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, – წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე”,-ნათქვამია ეპისტოლეში.

საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე უფალს ავედრებს და სთხოვს, რომ ერს უფლის სიყვარული, სასოება და შიში განუმტკიცოს.

“ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, – სამართალი; მშიერთ, – პური; შიშველთ, – სამოსელი; უპავართ, – სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი;…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ “ შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა, – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)

დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი), გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!”,- ნათქვამია ეპისტოლეში.

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ათენში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ათენში შეხვედრებს მართავს

11 years ago

ჯგუფი „ირიაო“ ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა

8 years ago
ჭაბუკთა სამი ოქრო საერთაშორისო ტურნირიდან

ჭაბუკთა სამი ოქრო საერთაშორისო ტურნირიდან

7 years ago

დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში წყალდიდობისას დაზარალებულ მოსახლეობას საჩუქრად საკუთარი ხელფასი გადასცა

13 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by