• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ამირან გამყრელიძე – ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში 58 000 ადამიანმა დაასრულა, 98.7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს ჩვენი ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ამირან გამყრელიძე – ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში 58 000 ადამიანმა დაასრულა, 98.7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს ჩვენი ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ცე ჰეპატიტის აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის მხრივ, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მან იმ დაავადებებზე ისაუბრა, რომელთა ელიმინაციაც მსოფლიოში მოხდა და აღნიშნა, რომ ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია პირველად ხდება.

„ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, უპრეცედენტო გახლავთ, ანუ დღეს ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია მსოფლიოში პირველად ხდება. მედიცინის ისტორიაში ელიმინირებულია მხოლოდ ერთი დაავადება – „ყვავილი“. ის ვაქცინებით მართვადი დაავადებაა და „ყვავილის“ ელიმინაცია მოხდა საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით. 1980 წლიდან „ყვავილი“ აღარ არსებობს მსოფლიოში და ამას დასჭირდა დაახლოებით 20 წელიწადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყვავილის“ ელიმინაცია გამოაცხადა 1959 წელს და სამიზნედ აიღო 1960 წელი, მაგრამ რეალურად, ეს განხორციელდა მსოფლიოში 1980 წელს, 10 წლით გადაიწია. შემდეგი დაავადება, რომელიც ელიმინაციის გზაზეა, არის პოლიომიელიტი. 1990 წლის რუკის თანახმად, პოლიომიელიტი გავრცელებული იყო დაახლოებით 150 ქვეყანაში. დღეს დარჩენილია სამ ქვეყანაში – ავღანეთი, პაკისტანი და ნიგერია. პოლიომიელიტის ელიმინაციის ე.წ. დედლაინმა გადაიწია დაახლოებით სამ-ოთხჯერ, რადგან დაავადების ელიმინაცია არ არის მარტივი. წამლით, მედიკამენტით რომელიმე ქრონიკული დაავადების ელიმინაციის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს.  ამის პირველი პრეცედენტი შეიძლება, ცე ჰეპატიტი გახდეს, რადგან ცე ჰეპატიტის სფეროში მოხდა უზარმაზარი გარღვევა 2013 წელს, როდესაც შეიქმნა წამალი „სოფოსბუვირი” და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა, როგორც სამკურნალო წამალი, რომლის განკურნების ეფექტი 95 პროცენტზე უფრო მაღალი იყო. მედიცინის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო გარღვევა და ალბათ, თავის დროზე, აღინიშნება შესაბამისი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოებით. ამან მისცა საშუალება 71 მლნ ადამიანს, ვინც დღეს ცე ჰეპატიტით ცხოვრობს მსოფლიოში, განიკურნონ და არ განუვითარდეთ ორი ყველაზე უფრო სასიკვდილო გართულება: ღვიძლის კიბო და ღვიძლის ცეროზი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ჯერ 71 მილიონიდან დაახლოებით ხუთი-ექვსი მილიონი ადამიანი არის ნამკურნალევი. საქართველო კი, არის ამ მონაცემების ავანგარდში და დაავადების, როგორც გამოვლენის, ასევე მკურნალობის მხრივ კარგი მონაცემები აქვს.

„საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები,  როგორც ცე ჰეპატიტის აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. დღეს 2,8 მლნ მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სკრინინგი უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 1 750 000 ადამიანს, ანუ 60 პროცენტზე მეტს. 2015 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დიდი კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5.4 პროცენტი გახლავთ ანტიგენდადებითი, ანუ ეს არის დაახლოებით 150 000 ადამიანი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლებია, გამოვლინდეს 150 000-დან 135 000 შემთხვევა, აქედან 128 000 ადამიანი ჩაერთოს მკურნალობაში და 122 000 განიკურნოს.

მან ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დღეს არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღევანდელი ციფრები ასეთია: ჩვენ გამოკვლეული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიaნს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის და ამ თვალსაზრისით, საქართველო განიხილება მთელ მსოფლიოში, როგორც სამოდელო ქვეყანა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით,  მსოფლიომ 2030 წლისთვის დაგეგმა, რომ 90 პროცენტი, 71 მლნ ადამიანი, ვინც ინფიცირებულია, გამოავლინოს და უმკურნალოს. პირველადი ჩვენი პროგნოზით, ეს გეგმა გვქონდა 2020-ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით კიდევ დაგვჭირდება ორი-სამი წელიწადი. ეს არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი. აქ ჩვენ ყველა, პოზიცია და ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთად, რადგან უპრეცედენტო პროგრამაა და ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. ამ პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დაავადებების განვითარების. აქ ყველამ ერთი პოზიციით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება არის მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

შსს-მ 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

11 years ago
ბათუმი World Travel Awards-ის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი World Travel Awards-ის ნომინაციაზეა წარდგენილი

7 years ago
მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

4 years ago
ქიმიკატები მავნებელს და საჭირო მწერს, ფაროსანას და პეპელას ერთნაირად ანადგურებს

ამერიკელმა მეცნიერებმა ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმა მოიწონეს

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by