• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Noel handmade-ის წიგნაკებით შეგიძლია, საკუთარი გემოვნება თან ატარო

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, კულტურა
A A
Noel handmade-ის წიგნაკებით შეგიძლია, საკუთარი გემოვნება თან ატარო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გულსაკიდი წიგნაკები ფერადია, მრავალფეროვანი და აბსოლუტურად ერთი კონკრეტული ადამიანის გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული. ისინი იქმნება ერთადერთი. თითოეულო მათგანი დასამახსოვრებელია და შეგიძლია,  სულ თან ატარო. ამ წიგნაკებს Noel handmade-ი ამზადებს. მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანმა მუდამ თან იქონიოს საკუთარი ის ემოცია და შთაბეჭდილება, რომელიც მას ეკუთვნის და პატარა ნივთითაა გამოხატული.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ლელა ბოქოლიშვილი, Noel handmade-ის დამფუძვნებელი პასუხობს.

გულსაკიდ წიგნაკებს ამზადებთ. რით არის ისინი გამორჩეული სხვა აქსესუარებისგან?

Noel Handmade არის სახელოსნო, სადაც მზადდება სხვადასხვა სახეობის  მხოლოდ ხელნაკეთი პროდუქცია. ესენია განსხვავებული  ფორმატის ხელნაკეთი წიგნაკები, ფოტოალბომები, მოსაწვევი ბარათები… გულსაკიდი წიგნაკები ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა და საკმაოდ მოთხოვნადიც. ეს პროდუქტი გათვლილია მათზე, ვისაც ორიგინალური აქსესუარები იტაცებს. ყველა მათგანი დამკვეთის ინტერესების მიხედვით იქმნება, ამიტომ თითოეული ნივთი ინდივიდურია. გათვლილია მომხმარებელზე, ვისაც გაჯეტების ეპოქაში წიგნის სურნელი კვლავ თავბრუს ახვევს. ისინი შეიძლება, დამზადდეს როგორც გულსაკიდის, ასევე – ბროშის, ბრელოკის ან თუნდაც საყურის სახით, გააჩნია მომხმარებლის სურილსა და გემოვნებას.

რისგან მზადდება ისინი?

ციცქნა წიგნაკები ზომით დაახლოებით 2X3 (სმ)-ზეა, თუმცა ზომა მომხმარებლის გემოვნების მიხედვით იცვლება. თითოეული მათგანი სრულყოფილი წიგნაკია, რაც გულისხმობს, რომ მას ჩვეულებრივი ფურცლები აქვს, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ინიციალები, სიტყვები ან თუნდაც რამე ტექსტი დაიტანოს. ფურცლები შესაძლოა, იყოს ნებისმიერი ფერის, ან სულაც დაძველების ეფექტით, რომელსაც სახელოსნოში ხელით ვაკეთებთ. გვაქვს სიახლეც – ფურცლებს ვქმნით თავად. მის სტრუქტურაშიც არის  ცოცხალი ყვავილები, ფოთლები, წიწვები, თუმცა ასეთ ფურცელს შედარებით მოზრდილ წიგნაკებზე ან მოსაწვევ ბარათებზე ვიყენებთ.

წიგნაკების ყდად ვიყენებთ როგორც ნატურალურ ტყავს, ასევე – ტყავის შემცვლელს. თუ მომხმარებელს სურს, რომ საყვარელი წიგნის მინიატურული ასლი შევუქმნათ, ამ შემთხვევაში მუყაოსგან მზადდება მყარი პრინტიანი ყდა. შესაძლოა ნებისმიერი პრინტის ტყავის ყდაზე დატანა, ეს აბსოლუტურად დამკვეთის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

როგორია ერთი წიგნაკის შექმნის პროცესი?

პირველ ყოვლისა, შერჩეული ფურცლები იკვრება რვეულებად, იკინძება, უკეთდება ფორზაცი და ყდა, შემდეგ კი, სურვილისამებრ, უმაგრდება საკიდი, ბროშის სამაგრი, ან ბრელოკის საკიდი.

ძირითადად, რა სურვილები აქვს მომხმარებელს?

ყველა მომხმარებელს ინდივიდური გემოვნება აქვს. მოსწონთ პრინტიანი, ზოდიაქოს ნიშნიანი და საყვარელი წიგნის მინიატურული ასლები, ასევე, წიგნაკები, რომლებზეც თავიანთი ჰობის ნიშანია, ვთქვათ  – ელექტროგიტარა, ნოტი, ველოსიპედი და ა.შ. ყოფილა დაკვეთა როგორც ქრისტიანული, ასევე – მუსულმანური რელიგიური სიმბოლიკით. ფურცლებიდან ხელით დაძველებული ქაღალდი უპირობო ლიდერია.

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა შეიძინოს ადამიანმა თქვენი წიგნაკი?

ვფიქრობ, რომ ორიგინალური აქსესუარია. ყველა ადამიანს აქვს საყვარელი თარიღი, სიტყვა, ფრაზა საყვარელი წიგნიდან, რომელიც, უბრალოდ, შეუძლიათ, სულ თან ატარონ. „ნოელის“ ციცქნა წიგნაკები არაჩვეულებრივი საჩუქარია, რომლითაც შეგიძლია, ადამიანი გააოცო. თანაც შექმნილია სიყვარულით და ეს მუხტი ყველა მათგანში იგრძნობა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი: “მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, ვინც დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება”

გიორგი მარგველაშვილი: “მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, ვინც დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება”

12 years ago
რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

5 years ago
შსს-მ ონში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

8 years ago
ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია

ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია

3 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by