• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დევნილები, ეკომიგრანტები – რა საჭიროებები აქვთ და ვინ უზრუნველყოფს მათ

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
დევნილები, ეკომიგრანტები – რა საჭიროებები აქვთ და ვინ უზრუნველყოფს მათ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყოველდღიურად ქართულ რეალობაში არაერთ პრობლემასა და საკვანძო საკითხს ვაწყდებით. განსხვავდება მათი მოგვარების მექანიზმები და ადამიანების საჭიროებები. რა აწუხებთ, რა სჭირდებათ ეკომიგრანტებსა და დევნილებს და როგორ, ვის მიერ კმაყოფილდება მათი საჭიროებები? დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მუშაობს საკითხებზე, რომლებიც მათ ეხება. შესაბამის საკითხებსა და არსებულ პროექტებზე ინფორმაცია „თბილისი თაიმსს“ სააგენტოს პრესსამსახურმა მიაწოდა.

ძირითადად, რა მოთხოვნები და საჭიროებები აქვთ დევნილ ოჯახებს?

დევნილი ოჯახების მთავარ საჭიროებად კვლავ რჩება  საცხოვრებელი ფართებით მათი დაკმაყოფილება.  ამასთან, მნიშვნელოვანია მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა. ორივე მიმართულებით სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს.

რა სახის დახმარებას საჭიროებენ ეკომიგრანტები?

დევნილი ოჯახების მსგავსად, ეკომიგრანტი ოჯახებიც საჭიროებენ განსახლებასა და შემდგომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფას.

თქვენი მხრიდან, რა სერვისებით შეუძლიათ მათ სარგებლობა და ამ ეტაპზე, რა მიმდინარე პროექტები გაქვთ?

სააგენტო დევნილ ოჯახებს ბინებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ახალაშენებულ კორპუსებში გადასცემს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს  იმ რეგიონებში, სადაც დევნილთა განსახლების საკითხი ყველაზე მწვავედ დგას. ზუგდიდში  კორპუსები  960 დევნილი ოჯახისთვის შენდება, აქედან 360 ბინის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები 800 იძულებით გადაადგილებული პირის განსახლების მიზნით მიმდინარეობს, წყალტუბოში კი საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილი ოჯახისთვის შენდება.

ახალაშენებულ კორპუსებში  ბინების გადაცემის პარალელურად, სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით სოფლად სახლებსაც შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი  სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.  მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2019 წლიდან ჩვენ დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ვეტერანი დევნილების განსახლებაზეა მიმართული. პირველ ეტაპზე, დევნილი ვეტერანების ოჯახებისთვის გამოყოფილია 180 ბინა, მათ შორის 60 – თბილისში, 60 – ზუგდიდში და 60- ქუთაისში.

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში  ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება, აღნიშნულ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

კიდევ რა პრიორიტეტული საკითხი იკვეთება, ამ ეტაპზე?

ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი ობიექტების დახურვა. 2019 წელს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 31 ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ 351 დევნილ ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. ეს პროცესი 2020 წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ასევე, გრძელდება, დევნილი ოჯახების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი.  დევნილი ოჯახები, წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართებში ცხოვროდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, რაც ხელს უშლიდა მათი ინტეგრაციის პროცესსაც.

ყველა დევნილი, თუ მისი შემოსავალი არ აღემატება 1250 ლარს, ყოველთვიურ დახმარებას იღებს.  ამასთან, გადაუდებელი ან, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო დევნილებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს.  გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილ ოჯახებს ქირის თანხას უფარავს.

დევნილ ოჯახებთან ერთად, სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლებაზეც ზრუნავს. ეკომიგრანტი ოჯახები, სახლებს საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო მათ ამ სახლებს შეუსყიდის.

განსახლების პარალელურად, სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას საარსებო წყაროებით უზრუნველყოფაც წარმოადგენს. ამ დრომდე, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები მხოლოდ დევნილებისთვის იყო ხელმისაწვდომი, 2020 წლიდან კი ამ პროგრამებით სარგებლობას ეკომიგრანტებიც შეძლებენ.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, დევნილ სტუდენტებს სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯები უფინანსებს. გარდა ამისა, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით,  პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს სახელობო იარაღები გადაეცემათ.დევნილ ოჯახებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების მიმართულებით საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტები უფინანსდებათ.

2020 წელს 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ  ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებით კი 300-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

LONELY PLANET-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

მთის სტატუსი კიდევ 59 სოფელს, აქედან გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელსა და გომის მთას მიენიჭა

6 years ago

გიორგი ბადაშვილი ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

12 years ago
“იტალიაში ხომ არ წავიდე, რომ დამლაგებლად ვიმუშაო?” – ციცინო შურღაიას პასუხი დაზარალებულ   პაციენტზე

“იტალიაში ხომ არ წავიდე, რომ დამლაგებლად ვიმუშაო?” – ციცინო შურღაიას პასუხი დაზარალებულ პაციენტზე

3 years ago
ინდოეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება

ინდოეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by