საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ამ დროისათვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.