• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, იანვარი 21, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
-3 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში

მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში

2020/05/25
in ექსკლუზივი
12 0
1
SHARES
148
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პანდემიის ფონზე არსებულმა, „სახლში ყოფნის“ ვალდებულებამ ზოგს იდეების განხორციელებისთვის შეუწყო ხელი. მაღაზია Chacha Corner-ის დამფუძნებელი, ვატო ბოცვაძე საინტერესო პროექტებს გვთავაზობს. როგორც ის აღნიშნავს, მსოფლიოში პირველად, კოლეგებთან ერთად,  გამოხადა იასამანი, ბადაგი და თუშური ქუმელი. სამივე საავტორო დისტილატია და ორის – იასამნისა და ბადაგის დისტილატების ავტორები არიან ქალები. ამდენად, განსაკუთრებულად საინტერესოა ფაქტი, რადგან აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. იდეისა და მისი განხორციელების გზებზე „თბილისი თაიმსს“ ვატო ბოცვაძე ესაუბრა.

„კორონავირუსის“ მიერ გამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ ჩვენზეც, ისევე, როგორც მთელს მსოფლიო ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითათ იმოქმედა. ჩვენც მოგვიწია მაღაზია Chacha Corner – ის დაკეტვა და შინ დაჯდომა. თვითონ ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა ჩვენს ბიზნესზე, მაგრამ, ამავდროულად, პატარ-პატარა სიკეთეებიც მოგვიტანა. გამოგვითავისუფლდა ბევრი დრო და განვახორციელეთ საკმაოდ თამამი პროექტები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პირველად ისტორიის მანძილზე გამოვხადეთ ნამდვილი თუშური დელიკატესი – „თუშური ქუმელი“, რომელიც საჩუქრად გადმოგვცა პატრიოტმა ქართველმა და მთელი თუშეთის საამაყო ადამიანმა, ბატონმა ლევან მიქელაძემ. გამოხდისას ვცადეთ და კიდევ უნდა ვცადოთ დისტილაციისა და კუპაჟირების რამდენიმე ვარიანტი და დარწმუნებულები ვართ, რომ, საბოლოოდ, საოცარ შედეგს მივიღებთ. არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ამ პროექტების განხორციელებაში აბსოლუტურად უანგაროდ გვეხმარება  კომპანია „სპირტაურას“ დამფუძნებელი, ბატონი დიმიტრი მანჯავიძე.

რით არის ეს სიახლე განსაკუთრებული?

აღსანიშნავი და გასახარია ის ფაქტი, რომ დისტილაციის სფეროში ძალიან გააქტიურდნენ ქალბატონები, რომლებიც ახალ და საოცარ პროდუქტებს ქმნიან. მათგან განსაკუთრებით გამოვყოფდი ანასტასია ახვლედიანს, რომელიც გახლავთ ძალიან წარმატებული ადამიანი თავის პროფესიაში,  კერძოდ, სარეკლამო ბიზნესში. ის გახლავთ ლიდერი სარეკლამო სააგენტო ABK Communication -ს  და, ასევე, კომპანია Artana Wines-ის თანადამფუძნებელი.

კომპანია Artana Wines-ს დაკავებულია ბიოორგანული ღვინის წარმოებით. მათი პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია და  დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  აღსანიშნავი და გასახარელია ის ფაქტი, რომ წელს მათ ახალი პროდუქტი შემატეს ქართული მაღალალკოჰოლური სასმელების ბაზარს და ეს არის გამოხდილი ღვინო – „მარო“.  ეს სახელი სასმელს ამავე კომპანიის თანადამფუძნებლის, მარიამ ფალავანდიშვილის პატივსაცემად ეწოდა და ზუსტად ვიცი, რომ „მარო“ ისეთივე დახვეწილი, ფერადი, სასიამოვნო და კეთილშობილი სასმელი იქნება, როგორი ადამიანიც მარიამია.

ვის მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი ამ მხრივ?

გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი ჩვენს ფერმერ გოგოებს: თეა ქუთათელაძე, ია თოფურია და ხათუნა ქუთათელაძე წარმატებული ბიოფერმერები არიან. 2017 წელს სამმა ძალიან წარმატებულმა ქალბატონმა კომპანია „ქართული კენკრა“ დააფუძნა და ბიომეურნეობას მიჰყო ხელი. მათი წარმოებული პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე, საექსპორტო ბაზრებზე. ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გოგოებმა წელს შექმნეს უნიკალური ბრენდი, რომელიც მათივე ბიოჟოლოსა და ბიომაყვლისგან იხდება.  ზუსტად ვიცი, რომ მათი ბრენდი ყველას გააოცებს თავის განუმეორებელი სურნელითა და არომატებით და ეს არაჩვეულებრივი სასმელი გახდება ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, საექსპორტო ბაზარზე.

 რამდენად რეალური იყო იდეა, რომ იასამანი გამოგეხადათ?

გიამბობთ – გოგონა-იასამანი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, მონიკა სანდოძე. ის  ბორდოს მონტესკიეს უნივერსიტეტში სწავლობდა. მონიკას იმდენად უყვარს ეს ყვავილი, რომ ამ სიყვარულმა მას  თითქმის შეუძლებელი რამ შეაძლებინა.  როდესაც ის დაგვიკავშირდა და თავისი ამბიციური ჩანაფიქრის შესახებ გვიამბო, გულში დიდად ვერც დავიჯერეთ ამ პროექტის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ შეძლებისდაგვარად მოვიძიეთ წყაროები და დავრწმუნდით, რომ მთელი ისტორიის მანძილზე არსად მსოფლიოში იასამნის ყვავილის დისტილაცია არ მომხდარა.  ეს გახდა ჩემთვის ყველაზე დიდი ეჭვის საფუძველი.

მაწუხებდა კითხვა, „თუ ეს შესაძლებელია, მაშინ რატომ არავის  მოუვიდა თავში ამ ძალიან სურნელოვანი ყვავილის გამოხდა?“  მაგრამ თვითონ ამ სასმლის ავტორი იმდენად იყო დარწმუნებული თავის გადაწყვეტილების წარმატებით დასრულებაში, რომ უარი ვეღარ ვუთხარით და მოვახდინეთ „იასამნის ბრენდის“ დისტილირება ზემოაღნიშნულ საუცხოო სახდელ „სპირტაურაში“.  რაც შეეხება შედეგს, ერთს ვიტყვი – აღარ მეგონა, თუ რამე ასე ძლიერ გამაკვირვებდა. და ახლა უკვე მეორე კითხვა მიღრნის ტვინს, „თუ ასეთი არომატული სასმელი მიიღება იასამნისგან, აქამდე რატომ არავინ  სცადა ეს?“. და მგონია, რომ მივაგენი პასუხს – იასამნის ყვავილის გამოხდა იმდენად შრომატევადი პროცესია, რომ, ალბათ, მონიკასავით უნდა გიყვარდეს ეს ყვავილი, რომ ამ ძალიან, ძალიან შრომატევად საქმეს შეეჭიდო.

„თბილისი თაიმსს“ საკუთარი იდეის შესახებ თავად ავტორი, მონიკა სანდოძე ესაუბრა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ არსებულ მოცემულობებსა და შესაბამის ისტორიაზე გვიყვება ის.

ყველას აქვს თავისი პატარა ისტორია იმ გზისა, რომელიც განხორციელებულ მიზნამდე მიდის, ისტორია ახდენილ ოცნებაზე ან იდეაზე,  სულაც, კარგ დროს კარგ ადგილზე ყოფნაზე, კარგ გარემოში სწორ ადამიანებთან მოხვედრაზეც. შემდეგ წრე იკვრება და მერე ვამბობთ ხოლმე: ეს ამბავი ასე დაიწყო…

საიდან გაგიჩნდათ იასამნის გამოხდის იდეა?

ჩემი პატარა ამბავი კი ასე, უბრალოდ, იასამნის დიდი  სიყვარულით იწყება. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს იასამანი, მაგრამ ყველას ხომ თავისი სიყვარული ჰგონია განსაკუთრებული და ჩემიც ყველაზე განსაკუთრებულია, სულ ბავშვობაში რომ მაბრუნებს, საოცარი სურნელით გაჟღენთილ მოგონებებში, გაზაფხული კი დღემდე იასამნის აყვავების მოლოდინია. თუკი საკუთარი თავის გაიგივება შეიძლება მცენარესთან, მე იასამანი ვარ…. აი, როგორც „შენ სხვა ხარ, შენი დარი ვინ არის?! შენ ზღვა ხარ, შენ ხარ მდინარე… იასამანი სულია ჩემი, შენ ხარ სული ჩემი – იასამანი“.

სტუდენტობის ასაკში საფრანგეთში მოვხვდი, სადაც სრულიად განსხვავებული პროფესიიდან ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესწავლაზე გადავდივარ, მონუსხული და აღფრთოვანებული ამ უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროთი. მოკლედ, „მოვიწამლე“, შემიყვარდა და ძალიან ჩემი გახდა. მქონდა შესაძლებლობა, საინტერესო ადგილებზე მოვხვედრილიყავი, საინტერესო და წარმატებულ ადამიანებს შევხვედროდი, გამესინჯა სხვადასხვა უნიკალური სასმელი და ასე შემთხვევით (ან არც ისე შემთხვევით) იასამნის ლიქიორიც დავაგემოვნე. მოულოდნელი იყო და თან ძალიან საინტერესო და გაჩნდა იდეა რამე უფრო განსაკუთრებულის და უფრო ღირსეულის შექმნისა.

როდის დადგა იდეის განხორციელების მომენტი?

გავიდა წლები, რატომღაც, იდეები და ამბიციები გაფერმკრთალდა და ცოტა მივივიწყე კიდეც…. მაგრამ, საბედნიეროდ, ის, რაც გიყვარს, გზას ყოველთვის პოულობს. და ეს გზა ისევ იასამნის სიყვარულმა გამიკვალა, შორს დარჩენილი პატარა იდეა, რომელიც უბრალოდ არსებობდა, უცებ ძალიან რეალური და ხელშესახები გახდა,  მოვიძიე ყველა შესაძლო ინფორმაცია, სპირტიანი სასმელების ძველი თუ ახალი რეცეპტი, დისტილაციის შესაძლებლობები. ის ფაქტი, რომ იასამანი არასოდეს გამოხდილა, ძალიან მიმზიდველი გახდა და მაქსიმალურად ვეცადეთ, სწორი გზები მოგვეძებნა კარგი შედეგისთვის, რამაც ნამდვილად სასიამოვნოდ გამაოცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო დაიხვეწება სასმელი, შექმნის პროცესში უფრო მეტი იდეა დაიბადა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში მისი სრულყოფილებისთვის.

და კიდევ, ცოტა გამართლებასაც მივაწერდი იმას, რომ განსაკუთრებული ადამიანები ჩნდებიან საჭირო დროს და გვერდით გიდგებიან, ისევ იჯერებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და  რომ იასამანს სულ ცოტა ხნით „დაეკარგა ფერი“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

საქართველოში პირველად Pfizer-ი შემოვა – ტიკარაძე დეგნანს შეხვდა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად Pfizer-ი შემოვა – ტიკარაძე დეგნანს შეხვდა

2021/01/12
ფაიზერის ვაქცინა კარგია, მაგრამ მისი შესაბამის გრადუსზე შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს — ცერცვაძე
ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება – თენგიზ ცერცვაძე

2021/01/10
“მალე მექნება საკუთარი  “youtube არხი” – ირაკლი მაკასარაშვილის პერსონა
ახალი ამბები

“მალე მექნება საკუთარი “youtube არხი” – ირაკლი მაკასარაშვილის პერსონა

2020/12/12
Next Post
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

კელი დეგნანი - როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

სალომე ზურაბიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

გიორგი გახარია – ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას

გიორგი გახარია - უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

Discussion about this post

ახალი ამბები

გამორჩეული ქართველი ქალები საქართველოს ისტორიაში
ახალი ამბები

გამორჩეული ქართველი ქალები საქართველოს ისტორიაში

2021/01/20
0

ჩვენს ქვეყანას უამრავი გამორჩეული ადამიანი ჰყოლია. დღესაც ასეა. ქართველების გმირობაზე, თავდადებასა და განსაკუთრებულობაზე მსოფლიო საუკუნეების წინაც საუბრობდა და ახლაც ამაყობს...

სრულად
გარემოს დაბინძურება და ცნობიერების ამაღლება – ვინ მუშაობს ინფორმაციის გავრცელებაზე

გარემოს დაბინძურება და ცნობიერების ამაღლება – ვინ მუშაობს ინფორმაციის გავრცელებაზე

2021/01/20
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

2021/01/20
როგორია ამერიკული რეალობა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე

როგორია ამერიკული რეალობა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე

2021/01/20
ყველაფერი მათთვის, ვისაც “ჰარი პოტერი” უყვარს

ყველაფერი მათთვის, ვისაც “ჰარი პოტერი” უყვარს

2021/01/20
ასურელი მამები და მათი მოღვაწეობა საქართველოში

ასურელი მამები და მათი მოღვაწეობა საქართველოში

2021/01/19
დავითი – ისრაელის მეფე, რომელიც პირველი ტაძრის აშენებას აპირებდა

დავითი – ისრაელის მეფე, რომელიც პირველი ტაძრის აშენებას აპირებდა

2021/01/19

საინტერესო

საკრებულოს დეპუტატებმა სპორტის დარგში გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის დადგენას დაუჭირეს მხარი

საკრებულოს დეპუტატებმა სპორტის დარგში გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის დადგენას დაუჭირეს მხარი

6 წელი ago

სახელმწიფო ბანკის შექმნის ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტები აფასებენ

7 წელი ago
სოფიო გორგოძე შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალი დირექტორი იქნება

სოფიო გორგოძე შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალი დირექტორი იქნება

2 წელი ago
ნათია თურნავა – დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მიკრო ენერგოპროექტების განხორციელებაზეა საუბარი

ნათია თურნავა – დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მიკრო ენერგოპროექტების განხორციელებაზეა საუბარი

2 წელი ago

კალენდარი

იანვარი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« დეკ    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

  • გამორჩეული ქართველი ქალები საქართველოს ისტორიაში 2021/01/20
  • გარემოს დაბინძურება და ცნობიერების ამაღლება – ვინ მუშაობს ინფორმაციის გავრცელებაზე 2021/01/20
  • დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება! 2021/01/20

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In