• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

17 წლის ლუკა ჯიჯიეშვილმა ნიუ იორკის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა

6 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
17 წლის ლუკა ჯიჯიეშვილმა ნიუ იორკის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წარმატებისა და მიზნების ასრულების ეტაპი ყველასთვის განსხვავებულად იწყება და ის სხვადასხვა ასაკს უკავშირდება. გააზრებულად თუ მის გარეშე, ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს ჩვენს ცხოვრებაში და მივყვებით მას.

ლუკა ჯიჯიეშვილს წინსვლის საკუთარი ამბავი აქვს. დღეს ის 17 წლისაა და წარმატების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა. მიუხედავად იმისა, რომ მას  მომავალი პროფესია გადაწყვეტილი არ აქვს, საკუთარი თავი უკვე არაერთი მიმართულებით გამოსცადა. თავის მიღწევებსა და გამოწვევებზე ლუკა „თბილისი თაიმსს“ თავად უყვება.

17  წლის ასაკში გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მოსწავლე ხარ. რა გააკეთე იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიგეღწია?

ამერიკულ აკადემიაში რომ ჩავაბარე, 13 წლის ვიყავი. არ მგონია, ამ ასაკში ვინმეს ცნობიერად ესმოდეს, რა ამბიცია აქვს და საერთოდ რისთვის შრომობს, რადგან რაღაც ბავშვური, შეუმდგარი წარმოდგენა გაქვს სამყაროზე და მხოლოდ დინებას მიყვები.

13 წლის ასაკამდე სულ ოლიმპიადებზე გავდიოდი, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევდი მათემატიკასა და ინგლისურს. ის უნარები, რაც ბავშვობაში გამომიმუშავდა, ჩემი მშობლებისა და წინა სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, წვლილი მეც მიმიძღვის ამ ყველაფერში, მაგრამ 13 წლამდე ბავშვი მაინც თიხასავითაა და ისეთ ფორმას მიიღებს, როგორსაც მიაჩვევ.

როგორც კი ზალდასტანიშვილში ჩავაბარე, მივხვდი, რომ თიხა ნელ-ნელა მყარდებოდა და მას ფორმას უკვე ვერც მშობლები შეუცვლიდნენ და ვერც – მასწავლებლები. აღმოვაჩინე, რომ უკვე ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული – პატარა ბავშვივით აღარავინ შემიმოწმებდა დავალებებს და ვერც ვერავინ დამტუქსავდა ცუდ ნიშნებზე.

ახლა უკვე, სკოლა რომ დავამთავრე, ვხვდები, რომ კარგი გადაწყვეტილებები მიმიღია იმ რთულ ასაკში – The only way that I could have grown is the way I have).

რა სირთულეების გადალახვა მოგიწია ამ ეტაპამდე მოსასვლელად?

იყო ბევრი პრობლემა, რომელიც თან სდევს თინეიჯერობას. ბავშვობიდან რომ გამოდიხარ, შენი თვალსაწიერი ათასჯერ ფართოვდება: იქ მეგობრები არიან, სადღაც წვეულებაა, დავალებებიც გასაკეთებელი გაქვს, ზეგ ტესტი გაქვს ქიმიაში. წარმატება, ალბათ, ის კი არ არის, ამ ვარიანტებიდან რომელ ერთს აირჩევ – არამედ ის, თუ რომელს დააყენებ პირველ ფლანგზე და რომელს – მეორე ადგილას.

 

ამ ეტაპზე, რომელ უახლეს წარმატებებზე შეგიძლია საუბარი?

ამ ეტაპზე, ჩემი უახლესი, დიდი წარმატება ნიუ იორკის „ბარდ კოლეჯში“ სწავლის გადასახადის – 55 000 დოლარის 100% -იანი დაფინანსებით ჩაბარებაა.

ამერიკული უნივერსიტეტების სისტემა ძალიან განსხვავდება ევროპულისგან და, აქედან გამომდინარე, ქართულისგანაც. აპლიკაციის პაკეტს (ტრანსკრიპტს, GPA-ს, პერსონალურ წერილს, რეკომენდაციებს, ტესტის ნიშნებს და ა.შ.) 15-მდე უნივერსიტეტში აგზავნი. აქაური სისტემისგან განსხვავებით, საბოლოოდ, შენ კი არ ირჩევ უნივერსიტეტს, არამედ უნივერსიტეტი გირჩევს შენ.

ამ არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, მაინც სულ მომავალზე მეფიქრება. სკოლა რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე და 7 აგვისტოს (წესით) უკვე ამერიკაში სწავლა უნდა დავიწყო.

ალბათ, გესმით, ძალიან რთულია ოჯახის, მეგობრებისა და მშობლიური ქალაქის უკან დატოვება. ვფიქრობ, მაინც ყველაზე რთული გზის არჩევით იზრდება ადამიანი ყველაზე მეტად.

რა მიმართულებით გეგმავ სწავლის გაგრძელებას?

უმეტესობა Liberal Arts კოლეჯებში ფაკულტეტის არჩევა მეორე წლის ბოლომდე შეგიძლია. ამ ეტაპზე, დაინტერესებული ვარ სოციოლოგიით, კულტურითა და ფსიქოლოგიით. როგორც უცხოელი ამერიკაში, საკუთარი კულტურისგან ბევრ განსხვავებას გადავაწყდები და სწორედ მათი შესწავლა მაინტერესებს. ბევრჯერ მიფიქრია, რა კულტურულ საყრდენებზე დგას საზოგადოება და, მათი კულტურიდან გამომდინარე, რისი თქმა შეგვიძლია თვითონ ინდივიდზე.

რა თქმა უნდა, ეს ორი წელი მაძლევს შესაძლებლობას, სხვა სფეროებიც გავსინჯო – იქნება ეს ეკონომიკა, სამართალი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. შეიძლება, სრულიად ახალი ინტერესის აღმომაჩნდეს – თვითონაც ბოლომდე არ ვიცი, სად ვიქნები 4 წელიწადში.

კიდევ რა ინტერესები გაქვს, რით ხარ დაკავებული?

ძალიან მიყვარს წერა, იქნება ეს მოთხრობები თუ ლექსები. ჩემი საკუთარი ბლოგიც მაქვს ინგლისურ ენაზე, რომელიც მეცხრე კლასში გავაკეთე. ვაფასებ ხელოვნების ნებისმიერ ფორმას, იქნება ეს ვიზუალური ხელოვნება, ცეკვა, მუსიკა თუ სხვა.

ამასთან, ძალიან მიყვარს ცხოველები. ვარ აქტიური ველოსიპედისტი და მიყვარს თბილისსა და ქალაქგარეთ სეირნობა – ალბათ, ესეც ხელოვნების სიყვარულში ითვლება.

ზოგადად, რას მიიჩნევ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?

რატომღაც, ბევრისთვის წარმატება ძალიან მატერიალურია. ჩემთვის არც ამერიკაში 55 000-დოლარიანი დაფინანსების მოპოვებაა უდიდესი წარმატება და არც ის, რომ სხვა პრივილეგიები მაქვს სხვებთან შედარებით.

ჩემი ყველაზე დიდი წარმატება უბრალოდ ისაა, რომ დღეს მე ვარსებობ; ის, რომ ჯანმრთელი ვარ და ენერგიით სავსე; ის, რომ ვიცი, მხოლოდ ერთი წერტილი ვარ ამ სამყაროში და ამდენი რაღაც მაქვს სანახავი. და მაინც, მიუხედავად ამ უსუსურობისა, ულევი ამბიცია მაქვს, წავიდე სადღაც შორს და გადავლახო ჰორიზონტები.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

შსს-მ უკანონო მიგრანტთა შესახებ კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ ქვეყნიდან სამი უცხოელი მოქალაქე გააძევა

შსს-მ გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

8 years ago
შსს-ს ექვსი  თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს ექვსი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს

11 years ago

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვავა

10 years ago

გიორგი ჯიქია: “ჩემთვის მწვერვალი ოლიმპიადა იქნება”

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by