საქართველოში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 911-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Please follow and like us: