• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.

3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება „კოვიდ-19“-ის ასობით ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. მეზობელ აზერბაიჯანში ასევე ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.

„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“, – განუცხადა „ბიბისის“ წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ბიბისი“ წერს, რომ საინფორმაციო კამპანიასა და რეგულარული სიახლეების გამოქვეყნებას უძღვებოდნენ ქვეყნის მთავარი მეცნიერები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

„რუსული მხარე მას აშშ-ის ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო პროგრამაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. თუმცა მისი მეცნიერები პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში“,- წერს სტატიის ავტორი.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.

კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახეა მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია.

როგორც „ბიბისი“ წერს, საქართველოში კორონავირუსის ტესტირებისთვის 19 ლაბორატორია მუშაობს.

„ოქროს სტანდარტით, ჩვენ ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 ათასი „პისიარ“ ტესტი ჩავატარეთ. გამოჯანმრთელების კოეფიციენტი 86%-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ გარდაცვალების 15 შემთხვევა გვქონდა, რაც 1,6%-ს შეადგენს. გლობალურ მაჩვენებელთან შეადრებით, ის ძალიან დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ბიბისი“ სტატიაში წერს, რომ საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მათი მითითებების შესრულებისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის მკაცრი ჯარიმები მოქმედებდა – ფიზიკური პირებისთვის ათასი დოლარის ოდენობით, კომპანიებისთვის კი სამი ათასი დოლარის ოდენობით.

„გაფრთხილებები მოწოდებით „დარჩით სახლში“ იყო გამოსახული ავტობუსების გაჩერების ციფრულ ტაბლოებზე, ასევე მობილური ოპერატორების მიერ მოქალაქეების ტელეფონებზე. ჩვეულებრივ პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ ფართოდ დაუჭირა მხარი ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“,- წერს სტატიის ავტორი.

როგორც „ბიბისის“ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველების თანამშრომლობამ და ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის დაცვაში მათმა სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ინფექციის მრუდი ყოფილიყო პლატო.

ბრიტანული მაუწყებელი წერს, რომ საქართველოსთვის დიდი გამოცდა იყო აღდგომის კვირა, როდესაც გაჩნდა საშიშროება, რომ ღამის წირვას ეკლესიებში ათასობით ადამიანი დაესწრებოდა.

„ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააგრძელა ღვთისმსახურება და უარი თქვა საერთო კოვზის ზიარების წესის შეცვლაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ გაითვალისწინა მეცნიერების რჩევა და სახლში დარჩა“,- აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ამჟამად საქართველოში ბევრი ბიზნესი და რესტორანი კვლავ გაიხსნა. პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და მოქმედებს მკაცრი წესები დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვებია ხალხმრავალ შეკრებებზე.

„საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს პირველი ივლისიდან გახსნიდა. თუმცა ეს გეგმა გადაიდო. ასე რომ, ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის მიმდინარე წელს პერსპექტივები არასახარბიელოა“,- წერს სტატიის ავტორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სიფრთხილეს ინარჩუნებს.

„თუ საქართველო გამოიყურება როგორც კუნძული და ოაზისი გარშემო მყოფ ქვეყნებს შორის, ეს ერთი წუთითაც არ გვაძლევს შესვენების უფლებას“, – განუცხადა ექიმმა გამყრელიძემ „ბიბისის“.

„ის ფაქტი, რომ ჩვენთან კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრებით გამოიხატება, საერთოდ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

„ბიბისის“ გამოყენებული აქვს საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის, მირიან მელაძის ფოტო, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ, 14 მარტს არის გადაღებული.

წყარო: 1tv.ge

Share2Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ისლამი და ქართული კულტურა

ისლამი და ქართული კულტურა

5 years ago
„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა…“ – ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ

„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა…“ – ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ

1 year ago
საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობას განსაზღვრავს

7 years ago
შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი დაწესდეს

შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება – 5 ლარი დაწესდეს

4 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by