• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სპილოუ” – ბრენდი, რომლის პირბადეებიც ბრიტანულმა გაზეთმა საუკეთესო ხუთეულში დაასახელა

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“სპილოუ” – ბრენდი, რომლის პირბადეებიც ბრიტანულმა გაზეთმა საუკეთესო ხუთეულში დაასახელა
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკვე ერთი წელი სრულდება, რას მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს. მისი გამოვლენის პირველი ეტაპები ყველა ქვეყანაში, მეტნაკლებად, განსხვავებული იყო. covid19-ით გამოწვეული პრობლემები ბიზნესს განსაკუთრებულად შეეხო. არაერთმა ბრენდმა თუ კომპანიამ შეიცვალა პროფილი და დაიწყო პირბადეების მზადება. ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო კონკურენციას, ვერ შეძლო მაღალი ხარისხის ნიღბების დამზადება. თუმცა, ზოგიერთი გამორჩეულად ხარისხიანი აღმოჩნდა.

პირბადეების წარმოება “სპილოუ”-მაც დაიწყო. მისი ხარისხი კი არა მხოლოდ საქართველოსთვის გახდა ცნობილი, არამედ – მსოფლიოსთვის. ბრიტანულმა გამოცემამ – The Sun ბრენდის წარმოება მსოფლიოში 5 საუკეთესოში დაასახელა.

“სპილოუს” თანადამფუძნებელი, მარინკა ღარიბაშვილი “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.

როდის და რატომ დაიწყეთ პირბადეების წარმოება?

პანდემია რომ გამოცხადდა, მაღაზია დავხურეთ. ბევრმა გვირჩია, რომ პირბადეები გვეწარმოებინა, მაგრამ აზრები იყო განსხვავებული – რამდენად იცავს, რამდენად კარგია, რამდენად საჭიროა და ა.შ. იქედან გამომდინარე, რომ “სპილოუ” ცელქი ბავშვების ტანსაცმელია, ვფიქრობდით, რომ ბავშვებისთვის პირბადე არ იყო საჭირო. თუმცა, მალევე შევიცვალეთ აზრი იმიტომაც, რომ სავალდებულოც გახდა პირბადის ტარება. დავიწყეთ წარმოება ჩვენივე პროდუქციის ნარჩენი ნაჭრებისგან – ისინი საქართველოში ძალიან პოპულაური გახდა და მიზნად დავისახეთ, რომ საერთაშორისო ბაზარზეც გაგვეშვა.

რა იყო თქვენი წარმატების პირველი ნაბიჯი?

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გრანტი და მივიღეთ დაფინანსება. იყო ასეთი პროექტი – “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან”.   ეს გახლდათ შვედეთის საელჩოს დაფინანსება. გამოვიყენეთ იმაში, რომ ავიყვანეთ კომპანია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ჩვენი პირბადეები განათავსა “ამაზონზე”.

რით გამოირჩევა თქვენი პირბადე?

ჩვენი პირბადე არის ოთხშრიანი, შეკერილია ნატურალური ქსოვილებისგან და შიგნით დართული აქვს დოლბანდის ფენები – ანუ ორი ფენა ბამბაა და ორი ფენა – დოლბანდი. გამორჩეული, ალბათ, მაინც დიზაინითაა და ფერებით – მხიარული ფერებია, შესაძლებელია ტანსაცმელთან შეხამება და ა.შ.

გამოცემამ The Sun თქვენი პროდუქცია საუკეთესო ხუთეულში დაასახელა. თქვენი ეს წარმატება რა მნიშვნელობის აღმოჩნდა?

გაზეთი The Sun არის ბრიტანეთში ერთერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გამოცემა. მოვხვდით ხუთ საუკეთესო პირბადეს შორის. როგორც ჟურნალისტი წერს, ჩვენი პირბადე აირჩა მისი დიზაინის გამო, მიგვამსგავსა “ემილიო პუჩის” და აღნიშნავს, რომ დანარჩენ დიზაინერულ პირბადეებთან შედარებით ჩვენი პროდუქცია არის იაფია, თუმცა, ამავე დროს, ძალიან ლამაზი. ეს წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ფაქტები შემთხვევით არ ხდება, ადამიანები თანხებს იხდიან მსგავს გამოცემებში მოსახვედრად. ეს ფაქტი დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში იქაურ ბაზარზე და დიდი იმედი გვაქვს, გაყიდვების გაზრდაშიც.

რა სამომავლო გეგმები აქვს ბრენდს?

დიდი იმედი გვაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და ეს ყველაფერი დროებითია. რადგან ჩვენი ბრენდი უკვე დარეგისტრირებულია “ამაზონზე”, აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ იქ ჩვენი ძირითადი პროდუქტები, რაც არის საბავშვო ტანსაცმელი. პირველ ყოვლისა, დავიწყეთ “დინოზავრი ჟაკეტების” წარმოება, რომლებსაც გავუშვებთ. ისინი არის ჩვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტი და ჩვენი სავიზიტო ბარათი. სამომავლოდ ძალიან დიდი  იმედი გვაქვს, რომ როგორც საქართველოშია პოპულაური, საერთაშორისო ბაზარზეც “სპილოუს” ძალიან ბევრი გაიცნობს.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

Share4Tweet2

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
ახალი ამბები

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები
ახალი ამბები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
ახალი ამბები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

10/29/2026
საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა
ახალი ამბები

საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

10/29/2026

საინტერესო

რუსული მედია: რუსი ტურისტების ჯგუფი სვანეთში, თეთნულდზე ზვავმა მოიყოლა

რუსული მედია: რუსი ტურისტების ჯგუფი სვანეთში, თეთნულდზე ზვავმა მოიყოლა

10 months ago
კომპანია Louis Dreyfus Commodities საქართველოში რეგიონულ წარმომადგენლობას დააფუძნებს

კომპანია Louis Dreyfus Commodities საქართველოში რეგიონულ წარმომადგენლობას დააფუძნებს

12 years ago
“რამდენჯერ უნდა “აგვაგდონ” რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს მინისტრს პასუხობს

11 years ago
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება

11 years ago

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026

ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

მეტის ნახვაDetails
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს 10/29/2026
  • ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა 10/29/2026
  • ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები 10/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by