• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

”ოცნებას ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლა აწყობდა”- რამაზ საყვარელიძე

13 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანა მოლოდინის რეჟიმშია გადასული. რამდენად დაბალანსებული იყო არჩევნები, რას უნდა ელოდოს ქვეყანა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადაში, რამ გამოიწვია ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა, ამ და სხვა საკითხებზე ”თბილი თაიმსი” პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, ყველა აღნიშნავს, რომ  27 ოქტომბრის არჩევნები ქართული პოლიტიკისთვის უჩვეულოდ მშვიდ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რომლის შედეგად ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდება. ეგზიტპოლებისა და ცესკო–ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ახალი, რიგით მეოთხე პრეზიდენტი ჰყავს. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებს და მის შედეგებს?

ვეთენხმები ყველა პოზიტიურ შეფასებას და ყველა იმ არგუმენტს, რომელიც ამ შეფასებებს ახლდა. ნათქვამს დავამატებდი ზოგიერთ მოსაზრებას. ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ მოსახლეობას მშვიდობიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესები ურჩევნია ომის მაგვარ პოლიტიკას. ამომრჩევლის ამ დონზე ასვლა ერთ-ერთი დადებითი შედეგია. შეცვალა პოლიტიკოსთა ბრძოლის სტილიც – ამ არჩევნებში ადრეულთან შედარებით მინიმალური იყო ჭუჭყი და სიცრუე. დადებითი შედეგია ისიც, რომ ცხადი გახდა ახალგაზრდა ადამიანის მოსვლას დიდ პოლიტიკაში აღარ ესაჭიროება არანაირი რევოლიცია, ნორმალური პოლიტიკური პროცესით უკვე არის შესაძლებელი ქართულ პოლიტიკაში თაობათა ცვლა. ალბათ, კიდევ ბევრი დადებითი რამ გამოჩნდება დროის გასვლის შემდეგ. ერთადერთი ხარვეზი არის ”ნაციონალების” უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე ეს გუნდი იმსახურებს. იმედია, დრო ამასაც გაასწორებს.

გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება თქვენი აზრით როგორ აისახება ქვეყანაზე და მოვლენათა როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ, რას უნდა ელოდოს ქვეყანა მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადაში?

დიდი გამოცდის წინაშე დადგა მარგველაშვილი მას შემდეგ, რაც პრემიერმა განაცხადა, რომ იგი მიდის პოლიტიკიდან. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ივანიშვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა მის მიერ წამოყენებულ კანდიდატს, ამ განცხადებას შეიძლებოდა მნიშვნელოვანი დაღი დაესვა შედეგებისთვის, რომ არა თავად მარგველაშვილის ერთი თავისებურება. იგი, როგორც საჯარო პოლიტიკის ფიგურა, ყოველდღიურად იზრდებოდა. პოლიტიკური ფეოერვერკი მოაწყო მან რუსთავი 2-ის სტუდიაში და დაამტკიცა, რომ ის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის წამყვანი ფიგურაა, ბევრი ვერ მოახერხებდა ამ შეხვედრის ასე ლაღად და, ამავე დროს, გონიერად წაყვანას. ამდენად, მიღებული ხმები ივანიშვილის მხარდაჭერის გარდა მის მიერ მოპოვებულ სიმპათიის გამოხატულებად მიმაჩნია.იგივეს უნდა ველოდოთ მომავალშიც, ეს ერთერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იქნება არამარტო მაღალი თანამდებობის, არამედ პოლიტიკის მართვის კომპეტენციის და უნარის გამო. ის ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს.

მარგველაშვილის განცხადებით 2 კვირაში მთავრდება კოჰაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობასთან, თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენას და რას მოუტანს ეს ყოველივე ქვეყანას?

ზუსტად არსად თქმულა რას ნიშნავს კოჰაბიტაციის დასრულება და მეც მიჭირს ზუსტად შევაფასო ნათქვამი. თუ ეს გულისხმობს ”ნაციონალების” გავლენის დასუსტებას, იგი მხოლოდ კარგ შედეგს მოუტანს ქვეყანას, რადგან თავად ”ნაციონალები” მხოლოდ თავის თავზე ზრუნავენ ქვეყნის ხარჯზე.

არჩევნები ამომრჩევლის პასიურობით გამოირჩეოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა 63%-სშეადგენდა, ხოლოწელს – 46, 6%-ს, თქვენ  რას უკავშირებთ ელექტორატის პასიურობას და რაშეიძლება ყოფილიყო აქტიურობის ვარდნის მიზეზი?

მე ვთვლი, რომ პასიურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შეძახილი ”ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა თავისი ადგილი ვერ დაინახა ამ გამარჯვებაში და სახლში დარჩა.

ბატონო რამაზ, პრემიერი პოლიტიკიდან მიდის, მისი შემცვლელის ვინაობა კი სავარაუდოდ კვირის ბოლოს იქნება ცნობილი, ყველაზე აქტიურად კი დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები სახელდება, თქვენი აზრით ვის დაასახელებს ივანიშვილი და რა კრიტერიუმით შეარჩევს იგი მის შემცვლელს?

როცა ამინდის პროგნოზს აკეთებენ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავარკვიოთ რა უნდა ჩავიცვათ ხვალ. რა მნიშვნელობა აქვს იმის პროგნოზს, ვის დაასახელებს პრემიერი, რა შეიცვლება ამ პროგნოზით?  ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიმტვრიო თავი იმაზე, რასაც ორ დღეში ისედაც იტყვის ივანიშვილი.

ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მეორე ადგილზე “ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატი ბაქრაძე გაიყვანა. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიებს ნინო ბურჯანაძეც გამოთქვამს. მისი განცხადებით, არცერთ სოციოლოგიურ კვლევას არ ენდობა, და ელოდება ცესკო–ს საბოლოო შედეგებს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ბურჯანაძის პრეტენზიები და მტკიცება, თითქოს კოალიციამ “ნაციონალური მოძრაობა” მეორეა დგილზე გაიყვანა?

შეიძლება ”ოცნებას” აწყობდა ”ნაციონალების” მეორე ადგილი, მაგრამ ეს დანაშაული არაა. თუ ”ოცნებამ” კანონი დაარღვია ამისთვის, მაშინ სულ სხვა საქმეა. ეს უნდა გამოვლონდეს საჩივრების გამოძიებით. არჩევნებზე ნამყოფ მოსახლეობას არა აქვს იმის განცდა, რომ იქ კანონი ირღვეოდა.

თქვენი აზრით, ინაუგურაციის შემდეგ როგორი იქნება სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და სავარაუდოდ როგორ აისახება მისი აქტიურობა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე?

მე მეეჭვება მან მოახერხოს პოლიტიკაში დარჩენა.

30.10.13

ნინა პირტახია

Tags: ”ოცნებას ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლა აწყობდა”- რამაზ საყვარელიდზე
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

საინტერესო

21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება – რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ამ დღეს?

21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება – რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ამ დღეს?

5 years ago
“საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში”

“მივესალმები იმას, რომ პრემიერი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად სწავლობენ ჩემი გამოსვლის შინაარსს”

11 years ago
ვენესუელაში, ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

ვენესუელაში, ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება

5 years ago

მთავარი პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგები გაასაჯაროვა

9 years ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by