ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები მამაკაცებში სპერმის ხარისხსა და განაყოფიერების უნარს არ აქვეითებს.
„ამერიკაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ mRNA ვაქცინების (ფაიზერი, მოდერნა) გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და შესაბამისად მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება! ლოკალურ და საერთაშორისო ანტივაქსერებს კიდევ ერთი დიდი იარაღი ხელიდან გამოეცალათ, ვწუხვარ”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.