• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, September 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ავტომობილების დილერი და იმპორტიორი კომპანიები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ ბიზნეს გარემოზე საუბრობენ

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

”თბილისი თაიმსი” ამჯერად ავტომობილების ბიზნესით დაინტერესდა და ამ კვირის ბლიც-გამოკითხვაც სწორედ ამ თემას ეხება. შევეცადეთ გაგვეგო თუ რომელი ფირმის ავტომობილი იზიდავს ქართველ მძღოლებს და რა კრიტერიუმებით არჩევენ მათ, აგრეთვე ბიზნესის კეთების კუთხით თუ შეიცვალა რაიმე და ავტობაზარზე ფასების ზრდა ან კლების ტენდენციები თუ შეინიშნება.

”თბილისი თაიმსმა” გამოკითხა საქართველოს ავტო ბაზარზე არსებული ოფიციალური დილერები 8 კომპანია: „მერსედესის“; „ჰიუნდაის“; „ჰონდასა და  ფოლკსვაგენის“  და ავტოიპორტიორი კომპანიები – „კაუკასუს ავტო იმპორტი“;  „იაა“; „თრასთ აუტო“ და „mycar.ge“.

გამოკითხვის შედეგებით, აღმოჩნდა,  რომ ქართველი მძღოლებისთვის მთავარი ეკონომიურობაა, შემდეგ მოდის ხარისხი და მანქანის დიზაინი. ავტოიმპორტიორი კომპანიები ყველაზე პოპულარულ მანქანად მერსედესს ასახელებენ. როგორც აღმოჩნდა ყაზახეთში ექსპორტის შეწყვეტამ ავტო იმპორტიორი კომპანიები ძალიან დააზარალა. ჩვენს მირ  გამოკითხული ყველა კომპანია ერთ ხმად აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარემო გაუმჯობესდა.

3114540-businesswoman-holding-car-in-the-hands--insurance-or-car-business-conceptგთავაზობთ ბლიც-გამოკითხვის შედეგებს:

მერსედესის  სერვის-ცენტრის ადმინისტრაცია, ”თბილისი თაიმსთან” საუბარში აცხადებს, რომ მერსედესის ფირმის ავტომობილები ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია საქართველოში, წინა წელთან შედარებით კი გაყიდვები საკმაოდ გაიზარდა, მერსედესის ფირმის ავტომანქანების უპირატესობად  უსაფრთხოებას, ეკონომიურობას და სალონის დახვეწილობას მიიჩნევენ. როგორც აღმოჩნდა ქართველი მძღოლები ავტომობილის შეძენისას პირველრიგში ფასს აქცევენ ყურადღებას, შემდეგ კი მანქანის დიზაინსა და ფერს, ყველაზეწ მეტად კი შავი ფერის ავტომობილები იყიდება, აცხადებენ კომპანიაში. მთავარ კონკურენტად კი კომპანიაში BMW-ს ფირმის ავტომობილებს მიიჩნევენ. სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, ბოლო წლის განმავლობაში, გარემო საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ფასები ავტომობილებზე თითქმის იგივეა, ბოლო თვეების განმავლობაში ოდნავ გაიზარდა.

ჰიუნდაის  ოფიციალური დილერი საქართველოში აცხადებენ, რომ ჰიუნდაის ფირმის ავტომობილი ყოველთვის მთხოვნადი იყო, ბოლო წლის განმავლობაში კი მოთხოვნა 60%ით გაიზარდა. რაც შეეხება ჰიუნდაის უპირატესობებს, ის ძალიან ეკონომიური და უსაფრთხო მანქანაა, ქართველი მძღოლები კი მას ეკონომიურობის კუთხით ირჩევენ. ჰიუნდაის წარმომადგენლები მთავარ კონკურენტად „ტოიოტას ცენტრს“ მიიჩნევს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში კრიზისი იყო ბიზნესის კეთების მხრივ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი დადებითისკენ შეიცვალა მდგომარეობა. ფასები სტაბილურია წინა წელთან შედარებით და ცვლილებებიც მოსალოდნელი არ არის.

ჰონდას  სერვის-ცენტრში აცხადებენ რომ, მოთხოვნა ჰონდას ტიპის მანქანებზე საკმაოდ დიდია, ხოლო მათ მთავარ  უპირეტასობად მიიჩნევენ, რომ ჰონდას ფირმის მანქანები ეკონომიური და ხარისხიანია, ქართველი მძღოლებიც ამ კრიტერიუმებით ირჩევენ ავტომობილებს, სერვის-ცენტრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კეთების კუთხით არაფერი შეცვლილა, ფასები კი სტაბილურია, მატი განცხადებით, ზამთრის სეზონისთვის იგეგმება ფასდაკლებები და აქციები, მაგალითად მას, ვინც წინასაახალწლოდ ჰონდას ცენტრში შეიძენს ავტომანქანას, საჩუქრად გადაეცემა  ავტომანქანის დაზღვევა და კომპიუტერი, აღნიშნავენ ცენტრში.

ფოლკსვაგენის  ოფიციალური დილერები საქართველოში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობასი მოთხოვნის 15%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფოლკსვაგენის ფირმის ავტომობილების უპირატესობა არის უსაფრთხოება და კომფორტული დიზაინი. ქართველი მძღოლებისთვის ყველაზე მიმზიდველი ამ მარკის ავტომობილთა ხელმისაწვდომი ფასი აღმოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარემო გაუმჯობესებულია. ფასები კი სტაბილურია, საახალწლოდ იგეგმება ფასდაკლებები, ზამთრის სეზონზე კი ფასების კლებაა მოსალოდნელი.

კაუკასუს ავტო იმპორტში  კი აცხადებენ, რომ იმპორტის ლიდერი მერსედესის ფირმის ავტომობილებია, იმპორტი რამდენიმე თვეა რაც შემცირდა, თუმცა, როგორც კომპანიაში განაცხადეს ეს სეზონურია და ზამთრის შემდეგ მოთხოვნის ზრდას ელოდებიან. როგორც აღმოჩნდა, ყაზახეთში ექსპორტის შეწყვეტამ კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ყაზახეთში ექსპორტი ჩაანაცვლა აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყირგიზეთში ექსპორტმა. მძღოლები ავტოომბილების შეძენისას ითხოვენ დაბალ ფასებს და მაღალ ხარისხს, კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები ერთმანეთში შეუსაბამობაში მოდის, ამიტომ ხშირად მძღოლებს უხდებათ აუქციონზე შეიძინონ დამტვრეული მანქანები და საქართველოში შეაკეთონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაშიი დადებითი ცვლილებები შეინიშნება.  ფასების მკვეთრი ცვალებადობა მომხდარა, თუმცა შარშან ზამთარში აშშ-ი, საიდანაც აღნიშნული კომპანია ავტომობილების ექსპორტს ახორციელებს,  ქარიშხალ სენდის გამო ავტომობილები ძალიან გაიაფდა, წელს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ავტომობილებზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

ავტოიმპორტიორი კომპანია იაა – ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილებია მერსედესი და BMW, ავტომობილებზე მოთხოვნა არჩევნების პერიოდში შემცირებული იყო თუმცა პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად მოთხოვნის ზრდასაც ვარაუდობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყაზახეთში იმპორტის შეწყვეტამ გაანახევრა გაყიდვები. ქართველი მძღოლების მთავარი მოთხოვნა ავტომობილის შეძნისას კი ეკონომიურობაა. ფასები სტაბილურია წინა წელთან შედარებით, საახალწლოდ კი მოსალოდნელია ავტომობილების გაიაფება.

Mycar.ge -ში აცხადებენ, რომ ყველაზე მოთხოვნადი მერსედესის მარკის ავტომობილია, მოთხოვნა ავტომობილებზე მაღალია და წინა წელთან შედარებით რაიმე ცვლილებები არ შეიმჩნევა. ყაზახეთსი ექსპორტის შეჩერებამ მანქანების გაყიდვა ძალიან შეაფერხა. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ქართველი მძღოლები უპირატესობას შავი ფერის ავტომობილებს ანიჭებენ. ბიზნესის კეთების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო დადებითისკენ შეიცვალა, ფასები კი შემცირდა და ზამთრის სეზონზე ფასების კიდევ უფრო შემცირებას ელოდებიან.

კომპანია თრას აუტოში იმპორტის ლიდერი კვლავ მერსედესია, მოთხოვნა ავტომობილებზე კი მაღალია. ყაზახეთში იმპორტმა გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქართველი მძღოლებისთვის უპირატესი ეკონომიურობაა, ბიზნესის კეთების კუთხით კი , ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო დადებითად შეიცვალა. კომპანიის განცხადებით  ფასები  სტაბილურია წინა წელთან შედარებით და ზამთრის სეზონზე ფასების კლებას ვარაუდობენ.

05.11.13

ნინა პირტახია

Tags: ავტომობილების დილერი და იმპორტიორი კომპანიები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ ბიზნეს გარემოზე საუბრობენ
Share2Tweet1

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

საინტერესო

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი დაიწყო

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი დაიწყო

11 years ago
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

9 years ago
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან 1 შემოტანილი, მეორე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

6 years ago
„ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ” – ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლესთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

„ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ” – ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლესთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

4 months ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by