კომპანია Facebook-ის შიდა პროგრამების მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტი, რაიან მაკი ავრცელებს.
„Facebook-ის სერვისები და აპლიკაციები არა მხოლოდ საზოგადოებისათვის არ არის ხელმისაწვდომი, არამედ კომპანიის შიდა ინსტრუმენტები და საკომუნიკაციო პლატფორმები, მათ შორის Workplace-ი ასევე გათიშულია. ვერავინ ახერხებს რაიმე სამუშაოს შესრულებას“, – განაცხადა ჟურნალისტმა.






