• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვის და რატომ უწოდა სოსო ცინცაძემ „კვაზი ელიტა“ და „ოცნებიდან“ ვინ მიისწრაფის რუსეთისკენ

13 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში დღეს აქტუალური საკითხებია: რა სიახლეები მოჰყვება ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რამდენად შეიცვლება არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი და რა სახე შეიძლება მიიღოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობამ. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ,,თბილისი თაიმსთან’’ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა პოლიტოლოგმა, ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.

phpThumb_generated_thumbnailjpgბატონო სოსო, თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა იმის პროგნოზირება, რა გავლენას იქონიებს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საგარეო პოლიტიკაზე ახლო მომავალში?

მიმაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არანაირ გავლენას არ იქონიებს. საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც მოდიან ახალი ფიგურანტები თავიანთი განსხვავებული ხედვებით, ნოვაციებით. შემიძლია ვთქვა, რომმარგველაშვილს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია. დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ არის ელასტიური, შესაბამისად, რთულია რაიმე ცვლილებების გამნხორციელება.

ჩვენ მოწმეები ვართ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობის. ეს მცდელობა იმდენად სუსტია, რომ  ვერ გასცდება სავაჭრო სფეროს. ამის გათვალისწინებით, შემიძლია ავღნიშნო, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დროს. პოლიტიკაზე უნდა ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით და შედეგი კი გვაქვს ის, რომ წელიწადზე მეტი გავიდა ,,ქართული ოცნების’’ მოსვლიდან, მაგრამ ფაქტიურად არაფერი არ შეიცვალა, გარდა იმისა, რომ სავაჭრო ურთიერობების საკითხი შედარებით მოწესრიგდა.

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ არ ვაქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ ამერიკაში, ევროპაში. ამერიკის ელჩი ღიად საუბრობს, რომ ჩვენ ვერ გავხდებით ნატო-ს წევრები, თუ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ იმისთვის გვინდა, რომ რუსეთს შევებრძოლოდ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  ჩვენთან ნოვაციები არ იგრძნობა.  შემიძლია ავღნიშნო, რომ დინებას მივყვებით. სააკაშვილმა ერთხელ გათხარა არხი, მიუშვა მთელი ჩვენი პოტენციალი და ეს არხი მიდის დასავლეთისკენ.

 თქვენი აზრით, როგორ გავლენას იქონიებს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებთის მიმართ?

მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გავლენას ვერ იქონიებს ან თუ შეიცვლება რამე, ისიც უარესობისკენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ვითარებას, რომ როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებდა პუტინს, მაშინ პუტინს აზრათაც არ მოსვლია მავულხლართების გადმოწევა და ეს გააკეთა ახლა, როდესაც ისეთი ხელისუფლება მოვიდა,  რომელსაც უნდა ურთიერთობის ნორმალიზაცია. მიმაჩნია, რომ პუტინი მოტყუვდა მოლოდინში. იგი ელოდა საქართველოს მხრიდან უფრო ქმედით, აქტიურ ნაბიჯებს. აღსანიშნავია ისიც, რომ  ,,ქართული ოცნების’’ მოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ნატო-ში. ნატოს არ სურდა, რომ ახალ  ხელისუფლებას შეეცვალა პროდასავლური და  აერჩია პრორუსული კურსი. შესაბამისად ივანიშვილმა დათმო პოზიციები და განსაკუთრებელ სიახლეებზე რთულია საუბარი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართებითაც.

 საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა. შეიცვალა ხელისუფლება, თვენი აზრით, ეს ვითარება შეუწყობს თუ არა ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სტაბილურობას? რა გზები არსებობს სიტუაციის გაუმჯობესებისათვის?

მართალია, შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ახალი გზების ძიება არ მომხდარა. როგორც უკვე ავღნიშნე, ივანიშვილი აღმოჩნდა რთულ ვითარებაში. ერთის მხრივ, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მას აკვირდება, რომ სერიოზული ნაბიჯი არ გადადგას რუსეთისკენ, ხოლო მეორეს მხრივ, დასავლეთი, რომელიც არ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის შევიწროვებას. რუსეთთან დაკავშირებით საჭიროა კრეატიული მიდგომა, რაღაც ახალი მოდელის პოვნა. ჩვენ თუ იმ პრინციპზე დავდგებით, რომ არანაირი შეცდომა არ დაგვიშვია რუსეთთან, არაფერი არ დაგვიშავებია და მხოლოდ რუსეთია დამნაშავე, ამით ვერაფერს ვერ მივაღწევთ და არასწორიც იქნება.

რუსეთს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ მიესალმებიან გიორგი მარგველაშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად. თქვენი აზრით, რა მოლოდინი გააჩნია რუსეთის მხარეს და გამართლდება თუ არა მოლოდინი?

რა მოლოდინიც არ უნდა ჰქონოდათ,  რუსეთი მოლოდინს ვერ მიაღწევს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მარგველაშვილის კანდიდატურას მიესალმებიან, აქ ცალსახაა პასუხი, ვინც არ უნდა მოსულიყო ,,ოცნებიდან’’ სააკაშვილის შემდეგ, რუსეთი არავის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რადგან პერსონალურად სააკაშვილის მიმართ იყვნენ ცუდად განწყობილნი.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მიჩვეულნი მოვლენების დინამიკაში განხილვას. საზოგადოებამ უკვე დაივიწყა ,,ქართული ოცნების’’დანაპირები. ივანიშვილი ხშირად საუბრობს, რომ დანაპირები შესრულდა, თუმცა არავის არ ახსენდება ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროგრესისათვის და რაც არ შესრულდა. გარდა ამისა, ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა კარტერულ გარიგებებზეც, რომლებიც ასევე დავიწყებულია.

 ბატონო სოსო, როგორ მიგაჩნიათ, ახალი ხელისუფლების მიმართ უფრო გაიზრდება თუ არა ნატოს ინტერესი და დამოკიდებულება?

რა თქმა უნდა, ნატო-ს ინტერესი საქართველოს მიმართ არსებობს. ისინი გვეხმარებიან და ამის არდანახვა არ შეიძლება, თუმცა მე მხარდაჭერის რეალურ შედეგს ვერ ვხედავ, სათანადო დახმარება არ იგრძნობა. ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის არ არის საკმარისი ის დახმარება, რასაც დასავლეთი აკეთებს, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ  ისინი არ არიან ვალდებულნი საერთოდ დაგვეხმარონ. როდესაც დახმარებაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ  მათ არ სურთ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება.

საპრეზიდენტო არჩევნები რამდენად იქონიებს გავლენას წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ საქართველოს დასავლურ საგარეო კურსზე?

 ჩემი აზრით, ივანიშვილის გუნდი არ მიისწრაფის რუსეთისკენ. თუ ეს ივანიშვილს სურს, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზამს.  მიმაჩნია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის და პოლიტიკური ელიტის აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს. მოსახლეობას სურს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, ვაჭრობა. ელიტას კი სხვა გეგმები აქვს. იმის გამო, რომ პოლიტიკური ელიტა ხალხის სურვილს არ გამოხატავს, არამედ საკუთარი ინტერესები გააჩნიათ, სამართლიანი იქნება, რომ მათ ვუწოდოთ ,,კვაზი ელიტა.’’

როდესაც საგარეო ურთიერთობების კურსზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ის ვითარებაც, რომ მხოლოდ ,,ქართული ოცნების’’ პოზიციების გაძლიერება არაფერს არ ნიშნავს, თუ არ გვექნება პოლიტიკური ნება ამ პოლიტიკური გაძლიერების გამოყენების. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარგველაშვილის მარჯვენა ხელია მაჭავარიანი, რომლის აზრითაც, რუსეთთან დაახლოებისათვის საჭიროა სააკაშვილის მიერ კურსის შეცვლა. რასაკვირველია, სააკაშვილი კურსს არ შეცვლის და შესაბამისად, არც მარგველაშვილი.

ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ შეშინებული იყო ,,ქართული ოცნების მოსვლით’’, თუმცა ეს დრო წავიდა, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ აღარ გრძნობ საფრთხეს, აღარ ეშინიათ ჩატარებული გამოძიებების.

რადგან შევეხეთ გამოძიების თემას, აქტუალური საკითხია ახალაიას სასმართლო პროცესები, შემდეგ მისი შეწყალება პრეზიდენტის მიერ, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი მაინცდამაინც ახლა?

გასათვალისწინებელია ის, რომ ვერც ივანიშვილი, ვერც კბილაშვილი პროკურატურის ახალ შემადგენლობას ვერ მოიყვანდნენ. შესაბამისად პროკურატურაში იგივე პირები დარჩნენ, ვინც შევარდნაძის და სააკაშვილის დროს იყვნენ. ესენი კი კარგად ხვდებიან რა სიგნალები მოდის ,,ზევიდან’’ და რა უნდა აკეთონ.

ჩემი აზრით, მაინც და მაინც ახლა წამოიჭრა ახალაის შეწყალების საკითხი, რადგან აქამდე პროკურატურა აჭიანურებდა განაჩენის გამოტანას, რომ არ მოესწრო სააკაშვილს შეწყალების გამოცხადება. ეს უკვე ღებულობს ინტრიგის სახეს და ეს არ არის ევროპისკენ მიმავალი გზა. ყველას უნდა ამერიკის გამოცდილების გათვალისწინება, თუმცა ჩვენი ხელისუფლება რეალურად მაინც არ ითვალისწინებს. ახალაიასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო დაშვებული შეცდობა. როდესაც  ,,ქართული ოცნება’’ მოვიდა ხელისუფლებაში, ეფექტის მოხდენისათვის, დააკავეს ახალაია და არ უფიქრიათ იმაზე, რომ საკმარისი სამხილები არ ჰქონდათ, რის შედეგადაც პროკურატურა ახლა აღმოჩნდა ცუდ დღეში.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სოჭის ოლიმპიადა, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

ამ საკითხთან დაკავშირებით ორნაირი მიდგომა გამაჩნია, თუ სოჭის ოლიმპიადაზე აფხაზები და ოსები წარმოდგენილები იქნებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები, საქართველომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს დროშა არ შეიძლება ფრიალებდეს ოსების და აფხაზების დროშის გვერდით. თუ ეს სიტუაცია არ შეიქმნება, მაშინ, რა საკბვირველია, უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

08.11.13

მარინა ფიდუაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით ხვალ ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება

“მითხრეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება”

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობასთან საგანგებო თათბირი გამართა

10 years ago

მოლდავეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლაბორატორიას სტუმრობდნენ

12 years ago
სულთმოფენობა – ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე

სულთმოფენობა – ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე

10 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by