• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ღვინო ყველაზე ძლიერი და სასიამოვნო ემოციაა” – Emocia Wines

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ღვინო ყველაზე ძლიერი და სასიამოვნო ემოციაა” – Emocia Wines
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიო მასშტაბით, ერთერთი უმთავრესი მიმართულება, რითაც საქართველოა ცნობილი, გახლავთ ღვინის უდიდესი და უძველესი ისტორია. შესაბამისად, ჩვენ დღემდე გვაინტერებს ყველაფერი, რაც ყურძენსა და ღვინოსთან არის დაკავშირებული


Emocia Wines გახლავთ ბიზნესი, რომლის ინტერესის სფეროს სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს. აქ მზადდება უამრავი რამ, რაც ყურძენსა და ღვინოსთან ასოციარდება.
Emocia Wines-ის დამფუძნებელი, თამუნა აბულაძე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა.


რამდენი ხანია, რაც „ღვინის ემოცია“ არსებობს?

“ღვინის ემოცია” 2020 წლის იანვარში გაჩნდა. ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად უცხოელი ტურისტებისთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო, პანდემიის გაჩენის პერიოდს დაემთხვა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თამამად და მტკიცედ დაიმკვიდრა თავი როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზრებზე.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ქართულ ბაზარზე?


პირველი ნაბიჯები ჩვენი ცნობილი, ყურძნის ბროშებით დაიწყო, რომლებიც ნატურალური ქვებისგან მზადდება და ქართული ენდემური ჯიშის ბაზის ანალოგებს წარმოადგენს. თითოეული მათგანი ძალიან ჰგავს ნამდვილ ნიმუშს. წარმოდგენილი გვაქვს როგორც ცნობილი, ასევე, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები. თითოეულ ბროშს თავის პასპორტი მოყვება, სადაც ამ კონკრეტული ყურძნის ჯიშზეა საუბარი და ასევე საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. აღნიშნული პასპორტები 8 ენაზეა ხელმისაწვდომი.

დეტალურად, რას ამზადებთ?


„ღვინის ემოციის“ ასორტიმენტში შედის ყველაფერი, რაც ღვინოსთანაა კავშირში. დაწყებული ქალისა და მამაკაცის სამკაულებიდან, სხვა და სხვა აქსესუარითა და სუვენირით დამთავრებული. საკმაოდ ფართო ასორტიმენტია, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს მოაწონებს თავს. გვაქვს ყურძნის ბრში, საყურე, ყელსაბამი, სამაჯური, ჩვენი საავტორო დეგუსტაციის ჩანთა, რომელსაც ჩვენი ბრენდის ორი ბოკალი მოყვება და, ამავდროულად, წინა მხარეს აქვს ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი. არის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტული. სახელურის მოხსნის შემდგომ კი ნახატის ფუნქციას იძენს და ძალიან უხდება ნებისმიერ ინტერიერს. შევქმენით აბრეშუმის შარფები, რომლებზეც მიკროსკოპში დანახული, გაყინული ღვინის წვეთია გამოსახული. ასევე, გვაქვს ჩვენი საავტორო სუვენირები – ბრინჯაოსა და მარმარილოს სადგამით, ნატურალური ქვებისგან შექმნილი, ყურძნის მტევნები თავის პასპორტებით. მომავალ წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტი შეიქმნება, რომელზეც უკვე ვმუშაობთ.

რა წარმოადგენს თქვენი ბიზნესის მთავარ მიზანს?


ჩემი ბიზნესის მთავარი მიზანია, მსოფლიოს გავაცნოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და დავამზადოთ ისეთი პროდუქცია, რომლებიც ძალიან გაახარებს ღვინის მოყვარულებს და არამხოლოდ. მთავარი ნიშა არის, უკვე პოპულარულ და მოთხოვნადთან ერთად, გამორჩეული და უნიკალური ასორტიმენტის შექმნა, რომელიც სხვაგან არ იქნება. ბრენდის სახელწოდებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ღვინო ყველაზე ძლიერი და სასიამოვნო ემოციაა, ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ემოცია გადავცეთ ჩვენს გულშემატკივრებს.

უცხოელების ინტერესი როგორია თქვენი პროდუქციის მიმართ?


უცხოელების ინტერესი საკმაოდ მაღალია და ისინი ჩვენი ხშირი მყიდველები არიან. მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქართული და ღვინის თემატიკით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ამ ინტერესს ასევე ისიც აღრმავებს, რომ თითოეულ ნაკეთობას უცხოურ ენაზე მოყვება თავის ამბავი და დეტალური აღწერილობა. 2021-ში გადავდგით პირველი ნაბიჯები ექსპორტის მიმართულებით და ახლა ვმუშაობთ, რომ 2022 წლიდან ეს არეალი კიდევ უფრო გაფართოვდეს.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share4Tweet3

ახალი ამბები

„ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა…“ – შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს
ახალი ამბები

„ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა…“ – შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს

09/12/2026
„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია
ახალი ამბები

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026
მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს
ახალი ამბები

მამა გაბრიელის მოსასხამი, რომელიც სასწაულებს ახდენს

09/09/2026
„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ…“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

09/09/2026

საინტერესო

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომლებიც დღესაც ხორციელდება  

კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა EU-თვის “ფარდის ახდას” აღარ აპირებს  

4 years ago
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

9 years ago

მეუფე იაკობი: ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობს

13 years ago
მევენახეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

მევენახეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

11 years ago

ახალი ამბები

„ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა…“ – შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს
ახალი ამბები

„ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა…“ – შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს

09/12/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ  დეტალური  ინფორმაცია  კესო დეკანოსიძის გარდაცვალების...

მეტის ნახვაDetails
„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

„ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია

09/12/2026
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

09/09/2026
„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

„მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ ავაშენე ჩემი თავი…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი

09/09/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • „ზღვის ნაპირთან საეკლესიო სანთელი დაანთო, პირადი ნივთები დატოვა და ზღვაში შეცურა…“ – შსს კესო დეკანოსიძის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს 09/12/2026
  • „ვოცნებობდი იმაზე, რომ ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო… ეს ყველაფერი ჩამოიმსხვრა” – თათია შარანგია 09/12/2026
  • „გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან 09/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by