• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ – როზეტა გუჯეჯიანი

12 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
6
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული საზოგადოება დღეს მრავალი პრობლემის წინაშე დგას, რაც გამოიხატება პირველ რიგში პოლიტიკაში და მისი გავლენით მეცნიერებასი, კულტურაში და ა.შ. ქართულ საზოგადოებას დღეს ნაკლებად აქვს წარმოდგენილი და გააზრებული რა სარგებლობა და აუცილებლობა აქვს ეთნოლოგიის განვითარებას, ეთნოპოლიტიკის მოწესრიგებას და სხვა. ამ და სხვა მრავალ პრობლემაზე, რაც დღეს აქტუალურია და ყურადღებას საჭიროებს ,,თბილისი თაიმსი” ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ ეთნოლოგს ქალბატონ როზეტა გუჯეჯიანს ესაუბრა.

rozeta gujejianiქალბატონო როზეტა მინდა ინტერვიუს დასაწყისში შევეხო ეთნოლოგიის, როგორც მეცნიერების მდგომარეობას საქართველოში, რამდენადაა დაფასებული და ამავდროულად აუცილებელი მისი პოპულარიზაცია?

ეთნოლოგია მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა, რადგან იკვლევს ეთნიკურ კულტურათა ფორმირებისა და განვითარების საკითხებს, ეთნოკულტურულ პროცესებს, ეთნსოსთაშორის ურთიერთობის ტრადიციულ ფორმებსა და კონფლიქტთა მოგვარების შესაძლებლობებს. ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში დიდ ყურადღებას აქცევენ მეცნიეების ამ დარგის განვითარებასა და პოპულარიზებას, რადგანაც იგი არის ჰოლისტური მეცნიერება და მას აქვს ამა თუ იმ ეთნიკური კულტურის მიმართ პროგნოსტიკული  დასკვნების გამოტანის საშუალებაც, გამომდინარე მდიდარი ემპირიული მასალიდან. საქართველოში ეთნოლოგიური კვლევის რამდენიმე ცენტრი არსებობს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედებს ეთნოლოგიის დეპარტამენტი, რომელსაც აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო (ეთნოლოგია, ანთროპოლოგია) და სადოქტორო (ანთროპოლოგია) პროგრამები. ამავე უნივერსიტეტის ინსტიტუციონალურ დაქვემდებარებშია ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, სადაც არსებობს ეთნოლოგიურ მეცნიერებასთან დაკავშირებული ორი განყოფილება: საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება და კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება. საქართველოს საპატარიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტშიც მოქმედებს ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამა და მალე ამოქმედდება სამაგისტროც, ისიც ეთნოლოგიის სახელწოდებით. ამ უნივერსიტეტში მოქმედი ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამა ერთადერთია საქართველოში.   ეროვნული მუზეუმის ფარგლებში არსებობს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი და ჯანაშიას მუზეუმის ეთნოლოგიის განყოფილება. ბათუმში მოქმედებს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტი.  სხვადასხვა მუზეუმებში დიდ ყურადღება ექცევა ეთნოგრაფიული კოლექციების გამოფენებს. რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის, რადგანაც, ვიმეორებ, ეთნოლოგია ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერებაა, ორიენტირებული ეთნიკური კულტურის კვლევის საკითხებზე და შესაბამისად მას ყურადღება მეტად უნდა ექცეოდეს. განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა ეს რჩევა, მათი დაკვეთით შევადგინეთ სასკოლო პროგრამა და დღეს უკვე საჯარო სკოლებში დამამთავრებელ კლასებში არჩევით დისციპლინად არის  „საქართველოს ეთნოლოგია“ შეტანილი. ჩემი აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპული გამოცდილება და ყოველ საჯარო სკოლაში სავალდებულო საგნად უნდა დამტკიცდეს მშობლიური ქვეყნის ეთნოლოგიის სწავლება, რადგანაც, დედაენასთან და სამშობლოს ისტორიასთან ერთად, მას გადამწყვეტი როლი ენიჭება მოქალაქის ფორმირების საქმეში.

როგორია ეთნოლოგის როლი ქართული საზოგადოების განვითარების პროცესში?

 ეთნოლოგის როლი უფრო მოცულობითი უნდა იყოს, გამომდინარე იმ შესაძლებლობებიდან, რაც ამ მეცნიერებას გააჩნია. ეთნოლოგი ყველაზე კარგად იცნობს საქართველოს ყოფისა და კულტურის ყველა ნიუანსს, მას სიღრმისეულად ესმის ამა თუ იმ ეთნიკური პრობლემის გამომწვევი მიზეზი და ხშირად მოსალოდნელი შედეგებიც გათვალისწინებული აქვს. უცხოეთის დაწინაურებულ სახელმწიფოებში ყველა სახელმწიფო უწყებაში ჰყავთ ეთნოლოგები (ანთროპოლოგები) კონსულტანტებად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური კულტურის ამა თუ იმ მახასიათებელზე მსჯელობისას, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებით, ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის დროს, მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით, ენდემურ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გადარჩენისა და განვითარების და. ა. შ. საკითხების მოგვარების დროს.

როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში არსებულ ეთნოპოლიტიკას, რამდენად სწორადაა წარმართული და რა პრობლემებია?

ასეთი რამ – ეთნოპოლიტიკა – საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს. ეთნოპოლიტიკური ხედვა გულისხმობს ეთნიკური კულტურის განვითარებისა და გადარჩენის საკითხებზე უწყვეტ ზრუნვას. თვალსაჩინოა ქართული ენის – სახელმწიფო ენის უაღრესად დაკნინებული როლი, როგორც აბრევიატურაზე, ასევე მასმედიის მეტყველებისა და წერითი კულტურის მხრივ; მეტად მცირე დრო ეთმობა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის სწავლებას; საქართველოს შესაბამის სისტემებში გათვალისწინებული აქ არის ქართული ეთნოპედაგოგიკის მიღწევები, ეროვნული სამართლის არცერთი სეგმენტი (1801 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული სახელმწიფო სამართალი) არ არის შესული საქართველოს კონსტიტუციაში. ერთადერთი წინგადადგმული ნაბიჯი ეს არის საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა კომპაქტურ დასახლებებში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გაძლიერება.

როგორ ფიქრობთ რამდენად დაცულია დღეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობები?

ვფიქრობ, ეთნიკურ ჯგუფთა უფლებები დაცულია, მათ აქვთ მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება და მოწესრიგებულია რელიგიური აღმსარებლობის პრობლემებიც, რასაც სამწუხაროდ, მოკლებულნი არიან, ვთქვათ, მეზობელ აზერბაიჯანში, თავიანთ მშობლიურ ტერიტორიაზე  მცხოვრები ქართველები, რომელთა რელიგიური უფლებები საკმაოდ შელახულია, ხოლო მუსლიმ ქართველთა ეთნიკურ გრაფაში ჩაწერილია „აზერბაიჯანელი”.

როგორ ფიქრობთ რატომ იწვევს პროტესტის გრძნობას ქართველ მართლმადიდებლებში სხვა რელიგიური უმცირესობების არსებობა?

ეს კითხვა, ბუნებრივია, ყველა, მართლმადიდებელს არ გვეხება, პირადად მე არავითარი პრობლემა არა მაქვს არცერთი რელიგიის მიმდევარ ადამიანთან, თუკი ისიც პატივისცემითაა განმსჭვალული მართლმადიდებელი რელიგიის მიმართ. აგრესია ორმხრივია. მოგეხსენებათ, როგორი ანტიმართლმადიდებლური ისტერიაა საქართველოში გარკვეული არასამთავროებისა და ზოგიერთი კონფესიის მაღიარებელთა მხრიდან. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ჯგუფებს და პიროვნებებს, ვინც ამა თუ იმ რელიგიას, მის სიმბოლიკას შეურაცხყოფს. საქართველში კი აბსოლუტურად დაუცველია მართლმადიდებელთა რელიგიური უფლებები.  ეს არ არის გადაჭარბებული, ეს რეალობაა. სწორედ ამიტომაც გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. რასკავირველია მართლმადიდებელთა შორის არიან ჯგუფები, რომლებიც შეუწყნარებელნი არიან სხვა კონფესიათა მიმართ. ჶეს, ცხადია, არაქრისტიანული ქმედებაა და, ვფიქრობ, გამოწვეულია ჩვენი ხანგრძლივი ათეისტური ცხოვრებით. ასევე, იმ მუდმივი აგრესიით, რაც ბოლო წლების განმავობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს საპატრაირქოსა და დედა-ეკლესიის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, აგრესია, შობს აგრესიას და ყველას ვერ მოვთხოვთ ზნეობის უმაღლესი კატეგორიებით ცხოვრებას.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ეთნიკური უმცირესობების დასაცავად და კარგი ურთიერთობის დასამყარებლად?

ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს არავიტარი საფრთხე არ ემუქრებათ და მთავარია, მათი მხრიდანაც გააზრებულ იქნეს მოქალაქეობრივი იდენტობის არსი, გაგრძელდეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი და საკუთარი ეთნიკური კულტურის განვითარების პარალელურად, ჩაებან საქართველოს სახელმწიფო ცხოვრების ყველა მიმართულებაში.

რა პრობლემებია დღეს თურქეთში და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებში, როგორ მიაჩნიათ მათ ქართველობა და რამდენად აქვთ შენარჩუნებული ქართული ადათები?

 როგორც უკვე გითხარით, აზერბაიჯანში სერიოზული პრობლემებია ქართველთა ეთნიკური კულტურის განვითარებისა და რელიგიური უფლებების დაცვის მხრივ. თურქეთის რესპუბლიკაში კი მეტად პოზიტიური მიმართულებები იკვეთება. წელს ამოქმედებული კანონის თანახმად, ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ მოსწავლეს, თუკი მათი რაოდენობა 10-ს მიაღწევს, აქვს უფლება მოითხოვოს დედაენის სწავლა. იმედია, ჩვენი განათლების სამინისტრო დროზე შეიმუშავებს პროგრამას და მიაწვდის მას თურქეთის განათლების სამინისტროს, რათა ეს კანონი ქართველებსაც შეეხოთ. აზერბაიჯანისა და თურქეთის ავტოქტონ ქართველთა შორის ძლიერია ეთნიკური იდენტობის განცდა და ამ მიმართულების განვითარებას საქართველომ უნდა შეუწყოს ხელი. დღემდე დედაენის სწავლება თურქეთში (საკვირაო სკოლების სახით) მხოლოდ ადგილობრივი ქართველების ღვაწლით ხორციელდებოდა, მათი ფინანსებითა და რესურსებით. ეთნიკური კულტურის მრავალი სეგმენტი ცოცხალია და მთავარია, დედაენის ცოდნის კვდომა იქნეს შეჩერებული.

მინდა ინტერვიუში შევეხო ტერმინოლოგიის პრობლემას, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში და ხშირად საქართველოში წარმოდგენილ ეთნოსებს, ტერიტორიული ერთეულების დასახელებებს არასწორად წარმოთქვამენ და განიხილავენ. რას იტყოდით ყოველივე ამის შესახებ და კონკრეტულად რა პრობლემებია ამ მხრივ?

მართალი ბრძანდებით, ტერმინოლოგიურ შეცდმომებს ძალიან ხშირად უშვებს მასმედია და თვით ცნობილი ექსერტებიც კი. ჶეს, ძირითადად, ეხება ეთნიკური ტერმინების არასწორ გამოყენებას.  მაგალითად, ჟურნალისტთა და თვით ექსპერტთა დიდი ნაწილიც კი თურქეთში მცხოვრებ ქართველებს „თურქ ქართველს“ უწოდებს, რაც, რასაკვირველია, არასწორია და თურქეთის ქართველთა ეთნიკური უფლებების უხეში დარღვევაა. სწორი ფორმაა `თურქეთში მცხოვრები ქართველი, თურქეთის ქართველი, თურქეთელი ქართველი~. ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები: `აჭარელი ხალხი, სვანი ხალხი”, რაც, ასევე, დიდი შეცდომაა, რადგან ტერმინი `ხალხი~, ისევე, როგორც `ეთნოსი~, `ერი”, `ნაცია~ მიესადაგება მხოლოდ ეთნიკურ ერთობას და არა ეთნოგრაფიულ ჯგუფებს. ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ქართველთა ამა თუ იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს (მოხევეებს მესხებს, ჯავახებს, მეგრელებს, სვანებს, კახელებს დას ხვ. …) `ეთნიკურ ჯგუფად~ მოიხსენიებენ, ეთნიკური არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართველი” (ჩვენს შემთხვევაში, სხვა ყველა მხარის ქართველი ქმნის `ეთნოგრაფიულ ჯგუფს~). შეცდომაა, როდესაც ვამბობთ `ტომით მეგრელი, ხევსური…~. `ტომი~ დღევანდელი სამეცნიერო გაგებით, მხოლოდ და მხოლოდ განვითარების გარკვეული დონის მაჩვენებლი ტერმინია და არა წარმომავლობისა. ჩემი აზრით, ძალიან არაეთიკურია, როდესაც  ტელევიზიიდან გაისმის ასეთი ფრაზა: `სვანური ბანდფორმირება~, ამგვარი წინადადების წარმომთქმელი ჟურნალისტი შეურაცხყოფას აყენებს მთელ მხარეს, ზოგადად კი მთელ საქართველოს, ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს. საერთოდ, ეთიკის დაუწერელი ნორმაა, უარყოფითი კონტექსტის დრო კონკრეტული გვარ-სახელი დაფიქსირდეს და არა ამ ადამიანის მხარე, სოფელი, ქალაქი ან ეროვნება.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან საქართველოში აღსანიშნავია ხშირი დაპირისპირებები მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის, რამ გამოიწვია თქვენი აზრით ეს ყოველივე და ხომ არ თვლით, რომ ეს არის გარკვეული ჯგუფების მიერ პროვოცირებული სკანდალები?

თუკი ყოველ პრობლემას სათითაოდ განვიხილავთ, გამოჩნდება პრობლემის მიზეზები. მოგეხსენბათ, ყოველ ერთეულში, სადაც კი თითქმის იფეთქა კონფლიქტმა, მოქმედებდა გარეშე ფაქტორები. ეკომიგრანტები ათწეულების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ისე, რომ არვითარი პრობლემები არ იყო. გარეშე ძალების ჩარევით, როგორიც იყო, უცხოური ფონდებიდან შემოდინებული სახსრებით დაფინასებული ჯგუფები, რომლებიც ავტობუსებით  გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეში და ქმნიდნენ მლოცველთა დიდ რაოდენობას, შეიქმნა კონფლიქტის წინაპირობა. აასევე, მოხდა ქრისტიანული სიმბოლიკის შეურაცხყოფა, რაც დარწმუნებული ვარ, არ იყო მუსლიმთა მიერ ჩადენილი, რადგან ნებისმიერი მორწუნე ადამიანი პატივს სცემს სხვა რელიგიასაც. ეს ჩაიდინა პროვოკატორმა.ჶესეც გარედან იყო ინსპირირებული და გათვლილი ადგილობრივ ქრისტიან ქართველთა (ეკომიგრანტები სვანეთიდან) პროვოცირებაზე. რაც შეეხება მინარეთის ცნობილ თემას, ეს საკითხი ფრთხილად განსახილველია და ჯერ-ჯერობით კანონით დარეგულირებული არ არის. მინარეთი არ არის მუსლიმური ლოცვისათვის აუცილებელი ატრიბუტი. მმაგრამ თუკი მრევლის  სურვილია მინარეთის აღმართვა, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი მოსახლეობის აზრი, რადგან მოგეხსენებათ, მინარეთის არსებობა გულისხმობს დღე-ღამის განმავლობაში მოლის მიერ ხმის გამაძლიერებლიდან მრავალჯერ აღვლენილ მოწოდებას ლოცვისაკენ,  რაც, რასაკვირველია, ხმაურიდან გამომდინარე, არღვევს არამუსლიმთა მშვიდი ცხოვრების რიტმს. ჵპრობლემა კანონით უნდა მოწესრიგდეს. ამ მიმართულებით აბსოლუტურად მისაღების საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის არსებული დიალოგი. სასურველია დიდლაგის გაღრმავება და ყოველი გარეგანი, მაპოროვოცირებელი ფაქტორების ჩამოცილება.

11.11.13

გიორგი ჩუბინიძე

 

 

Tags: საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ – როზეტა გუჯეჯიანი
Share2Tweet2

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს
ახალი ამბები

გურჯაანში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – რა დეტალებს ავრცელებს შსს

05/07/2026

საინტერესო

“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

მამუკა ბახტაძე – ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

7 years ago
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

10 years ago

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლდა

10 years ago

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს

10 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by