• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ცივილიზაციას წინ სწევს ხელოვნება და მეცნიერება, პოლიტიკოსები კი, სამწუხაროდ, ამუხრუჭებენ მას“ – ქეთი დოლიძე

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

qeti dolidzeქართული კულტურული ტრადიცია მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. პოლიტიკური პროცესების გამო ეს კულტურა დაღმართისკენ მიექანება და რომ არა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას არ დაუკარგონ ტრადიცია, ხელოვნების დარგებს ერთგულად ემსახურონ და საკუთარი მხრებით ზიდონ ეს მძიმე ტვირთი, კულტურა დღეს აღარ გვექნებოდა. ქართული კულტურული საზოგადოების გამორჩეული ფიგურა ქართული თეატრისა და კინოს დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი, ქეთი დოლიძეა, რომელსაც ,,თბილისი თაიმსი“ ესაუბრა.

ქალბატონო ქეთი, როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა?

კულტურაში არის სფეროები, სადაც ყველაფერი კარგადაა. მაგალითად მგონია, რომ მხატვრები ბევრად უფრო თავისუფლები არიან და ნაკლებად დამოკიდებულნი გარესამყაროზე, ვიდრე სხვა დარგის წარმომადგენლები, ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ ბევრად უკეთესად აქვთ საქმე.

დღესდღეობით რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას კულტურისადმი?

საზოგადოებას კულტურისადმი გულგრილი დამოკიდებულება აქვს. დღეს  საზოგადოების ძალიან მცირე პროცენტი, ავსებს ფილარმონიას, – ეს ხდება, მაგალითად, პაატა ბურჭულაძის არაჩვეულებრივ კონცერტებზე, ზოგჯერ – თეატრის პრემიერებზე, ზოგჯერ – კინოპრემიერებზე, მაგრამ ეს ერთი და იგივე ხალხია. დღეს მასა კულტურით დაინტერესებული არ არის.  ეს ეტყობა ჩვენს განათლების დონეს, მეტყველებას და თუნდაც იმ შემზარავ ფაქტს, რომ ტელევიზიის მიერ უნივერსიტეტის ეზოში ჩატარებულ კვლევაში, კითხვას ,,ვინ არის შოთა რუსთაველი?“, ვერ პასუხობს სტუდენტი. ასეთი ტოტალური გაუნათლებლობა მოიტანა გაუთავებელმა შიდა არეულობამ, წყვეტამ, სამოქალაქო ომმა, დაპირისპირებამ, ღვარძლმა, შურმა… საშინელი ნათქვამია, მაგრამ სწორია, როდესაც ამბობენ, რომ  ,,ქვემეხები როცა ქუხან, მუზები სდუმან“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, ქართული კინო პრაქტიკულად თავიდან იწყებს არსებობას. დღეს ვუყურებთ ჩვენს ძველ ფილმებს სხვადასხვა არხებზე,  იმიტომ, რომ ახალი პრაქტიკულად არ არსებობს. განათლებაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ინტერნეტმა და მისმა სხვადასხვა საშუალებებმა განათლების სისტემას არაფერი შემატა. ,,ფეისბუქს“ იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს ანგარიში გაუსწორონ. სამწუხაროდ, ეს ასეა და თუკი ვინმე უზიარებს ერთმანეთს კარგი სპექტაკლის ნაწყვეტს, სიმღერას ან სხვას, ეს იმდენად პატარა პროცენტია, რომ თითქმის არაფერს ცვლის და ძალიან დიდი პრობლემაა.

tumanishvilis teatriრა სჭირდება იმას, რომ ყოველივე შეიცვალოს და საზოგადოება ჩაებას კულტურულ ცხოვრებაში?

ამას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს: განათლებას უნდა მიაქციოს ყურადღება,  ასევე კულტურას. ბოლოსდაბოლოს, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ნახეთ რამდენი პოლიტიკოსის სახელი შემოგვინახა მსოფლიო ისტორიამ და რამდენი ხელოვანის სახელი; გავიხსენოთ ვინ ააშენა პირამიდები, პართენონი, ჯვარი… შეიძლება, არქიტექტორთა სახელი არ გვახსოვს, მაგრამ ქმნილება თავისთავად ხელოვნებას ეკუთვნის. ცივილიზაციას წინ სწევს ხელოვნება და მეცნიერება, პოლიტიკოსები კი, სამწუხაროდ,  ამუხრუჭებენ მას (ზოგიერთი მაინც), შემდეგ ისევ ხალხი უნდა აღდგეს და განაგრძოს განვითარება – ამას უნდება ათეულობით და ასეულობით წელი.

დღესდღეობით ქართული კინო კომერციულ ხასიათს ატარებს და აღარ იღებენ კლასიკას. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად?

თითქმის არ იღებენ. რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ  დღეს ყველაფერი კომერციაზეა გადასული და ვერც თანხებს მოიძიებ. თუ რამე ისტორიული კეთდება, ისიც კომერციული გათვლით.

მე არ მომწონს კომპიუტერის საშუალებით გამრავლებული ჯარები და ვერ აღვიქვამ ასეთ ფილმს, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად თურქული ფილმები: მათ ჩვენი დამპყრობელი, ოსმალეთის იმპერიის სიმბოლო, სულთანი სულეიმანი აქციეს ეროვნულ გმირად. თურქებისთვის, რასაკვირველია, ეროვნული გმირია, რადგან ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. თითქმის მთელი საქართველო ამას უყურებს. მე სპეციალურად ვუყურებდი, რათა მენახა, თუ როგორაა ეს ყოველივე გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ სულთანი დამპყრობელია, რეჟისორის გათვლის წყალობით და იმის გამო, რომ კარგად არის აწყობილი, მრავალ ქვეყანას აქვს ნაყიდი ეს ფილმი. ფაქტი ისაა, რომ ისინი ამას აკეთებენ და თან წარმატებით აკეთებენ. საქართველოში იმდენად უსუსურია მცდელობები (რაც დღეს ტელევიზიებში შეინიშნება), ეტყობა, რომ არც ფულია დახარჯული მასზე  ( ვერც დახარჯავდნენ, რადგან არ ჰქონდათ) და მსახიობური ნამუშევარიც ძალიან სუსტია, ამას არც არავინ უყურებს და არც სჭირდებათ.

ცოტა ხნის წინ, ბესიკ ხარანაულზე შექმნილი არაჩვეულებრივი ფილმი ვნახე ,,პირველ არხზე“ და ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს არ აიძულო მოწაფე, ეს არ ნახოს, ეს არ იყოს სკოლის პროგრამაში, რადგან დღეს არ იციან,  ვინ არის ბესიკ ხარანაული. ის ცოცხალი კლასიკოსია, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს. აღარავის აინტერესებს მხატვრები, ტოტალურმა უვიცობამ მოიცვა ჩვენი სკოლები და ამიტომ იქ, სადაც განათლება არ არის, მალე ერიც აღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თაობის დროს განათლების სისტემა ტოტალიტარული, პროპაგანდისტული იყო, ჩვენ  გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები (მარიამ დოჭვირი და სხვანი), რომლებიც სიმართლეს გვეუბნებოდნენ და არ გვატყუებდნენ.

რას გვეტყვით ფესტივალ ,,საჩუქარის“ შესახებ, მის დახურვასა და აღდგენაზე?

გეტყვით იმას, რომ  უკანონოდ გაჩერდა და კანონიერად აღდგა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და კულტურის სამინისტროს უნდა გადავუხადო, ბოლოს მერიაც ჩაერთო და ამისთვის ყველას დიდი მადლობა, რადგან წელს ჩვენ ისეთი უნიკალური პროგრამა გვქონდა ჩამოტანილი, რომ ევროპაში იშვიათია ფესტივალი, რომელსაც ასეთი სრულყოფილი პროგრამა ჰქონდა. ჩვენ ა კლასის სპექტაკლები  და სანახაობები გვქონდა ჩამოტანილი და, იმედია, ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს უფასოდ არ მოხდება, როგორც ადრე იყო  (11 წელი უჰონორაროდ ჩამოდიოდა ყველა), ის დრო სხვა იყო, ფულიც არ იყო მსოფლიოში (ჩვენთან – მით უმეტეს) და ამას უწევდნენ ანგარიშს და ახლა ვერავის ვთხოვ საქართველოში უჰონორაროდ ჩამოსვლას.

ხომ არ აპირებთ გადაიღოთ ფილმი?

მე ფილმის გადაღებაზე ვოცნებობ 1993 წლიდან. რამდენჯერმე შევიტანე სცენარი კინოცენტრში და უარი მითხრეს. ამ სცენარმა, რომელიც თამარ ბართაიას ეკუთვნის,  ძალიან ძლიერ კომისიაზე ბრიტანეთში 10-ბალიანი სისტემიდან 9,8 მიიღო. აქ კი არავინ დაინტერესდა ამით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა – ქუჩის ბავშვების – და იმდენად კარგადაა დაწერილი, რომ ისეც რომ გადაიღო, როგორც დაწერილია, წარმატება გარანტირებულია. მაგრამ იქნებ ბედმა ამაშიც გამიღიმოს და ცხოვრებაში კიდევ ერთი ფილმი გადავიღო, ვინაიდან უნდათ თუ არა ამის აღიარება, ჩემი ყველა ფილმი სამაყურებლო იყო.

13.11.13

გიორგი ჩუბინიძე

Tags: „ცივილიზაციას წინ სწევს ხელოვნება და მეცნიერებაამუხრუჭებენ მას“ - ქეთი დოლიძეპოლიტიკოსები კისამწუხაროდ
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

საინტერესო

„ხელისუფლება ისტერიკით ებრძვის „რუსთავი-2“-ის კვლევებს“ – დავით ბაქრაძე

10 years ago
ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის “მოულოდნელი სიხარული”

ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის “მოულოდნელი სიხარული”

6 years ago
რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია და მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია და მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

10 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს”

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს”

11 years ago

ახალი ამბები

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026

ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა გივიკო გურეშიძეა. „როგორ არ მინდა დავიჯერო, როგორ არ მინდა გავიაზრო, რომ შენ ხარ. რამდენი რამის დაწერა შემიძლია...

მეტის ნახვაDetails
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • „ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 07/18/2026
  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს 07/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by