• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბიჭი, რომელიც 9 აპრილის ღამეს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა, რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ბიჭი, რომელიც 9 აპრილის ღამეს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა, რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 9 აპრილის ღამიდან 33 წელია გასული, თუმცა ის მაინც თითოეული ქართველის ტკივილად რჩება. ალბათ იშვიათად მოიძებნება ქართველი, რომელსაც  არ ჰქონდეს ნანახი გოგა ხაინდრავას გადაღებული კადრები, საოცრად ემოციური მომენტი, როცა ბიჭი  9 აპრილის ღამეს გაშმაგებით ურტყამს ჯოხს რუსულ ტანკს. სწორედ ეს იქცა ერთგვარად დაუმორჩილებლობის სიმბოლოდაც. საინტერესოა, ვინ იყო ეს ბიჭი?
იგი გახლდათ ირაკლი(შმაგი) დოლიძე, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა.  მისმა გარდაცვალებამ ნაცნობებს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს უდიდესი თავზარი დასცა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად 1 წლის თავზე, რუსთაველზე ავტომობილი დაეჯახა და სწორედ ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს გამოჩენილი ქართველი მწერლის, ნაირა გელაშვილის წერილებიდან:
 
მე მას კარგად არ ვიცნობდი. უბრალოდ, ხშირად ვხედავდი: ჩემს სამსახურში („მთარგმნელთა კოლეგიაში“), უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტებში, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე…
(მაგრამ არსებობენ იმდენად მკვეთრი ადამიანები, რომლებზედაც ყველას ჰგონია, რომ კარგად იცნობს მათ).
 
პირველად ვეებერთელა დროშასთან ერთად დავინახე, რომელიც რატომღაც ჩვენი სამსახურის შენობაში შემოიტანა, დადიანის N2-ში. ძლივს გაატია ვიწრო, დაბზარულ კორიდორში. მერე მორყეული და ჩამოსაქცევად გამზადებული კიბით მეორე სართულზე ამოიტანა (ჩვენი სამსახურის შენობა – დასანგრევად გამზადებული სახელმწიფოს სიმბოლოა ფილმში „ცისფერი მთები“). აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა. ყველაზე მეტად კი ზურაბ ჭავჭავაძესთან ახლობლობდა, რომელსაც „კნიაზს“ ეძახდა.
 
მერეც სულ დროშასთან ერთად ვხედავდი, წმინდა გიორგის დროშასთან ერთად.
რატომღაც თვალწინ სულ ჯაჭვისპერანგიანი მედგა, არ ვიცი, როდესმე მართლა ეცვა რაღაც ამის მსგავსი, ის ჩამრჩა მეხსიერებაში, თუ მთლიანად ჩემი წარმოსახვისგანაა მოქსოვილი მისი ეს რკინის საფარ ველი …
ერთ ადგილას გაჩერებული არ დამინახავს. ჩემს ხსოვნაში მას რაღაც მძაფრი მოძრაობა ახლავს მოუშორებლივ: რაღაც გაქანება: კი არ დადიოდა – დაექანებოდა.”
ნაწყვეტი ნაირა გელაშვილის წერილიდან “შმაგი”
 
“ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ არ მახსოვს 13 წლის ვიყავი დაახლოებით, ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა) შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც შმაგი დაირქვა ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო, უცბად საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიან ხტებოდა) მთამსვლელობა უნდოდა, ერთხელ ვიღაცამ ბათინკები აჩუქა დიდი ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო იმით დადიოდა მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ იქით უბანში, რაღაცეებს გვიყვებოდა ხელგაშლილი ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა.
 
ერთხელ დამიძახა და ხელი გავიჭერიო მითხრა, მუშტი შეკრული ჰქონდა, გაშალა და ვხედავ, ხელის გული გაჭრილი ჰქონდა, ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.
 
ყოველ დღე მხვდებოდა თითქმის, უბანში ხან თავის ქუჩაზე ხან “ბირჟასთან” სულ სოლოლაკში და ამ დროს ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი.
 
ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო მითხრა … .
 
რამ გამახსენა შმაგი… გუშინ ტვ-ში ფიქრია ჩიხრაძე იგონებდა 9 აპრილს. არასოდეს არავის უხსენებია და მან ახსენა – იყო ერთი პატარა ბიჭი შმაგი დოლიძეო, აი ისო პატრიარქი ვინც გაიყვანა და აეფარაო კადრშიც ჩანსო, მიკროფონიც უჭირავს, ეს ის ბიჭიაო ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს უკან დაიხიეთო, კადრებშიც ჩანსო … . გული გამიჩერდა( 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი კარგი და საამაყო შმაგი“
მაია კიკაბიძის ფეისბუქპოსტი
“ისევ და ისევ ერთ სურათად იკვრება ჩემს ხსოვნაში ვეება დროშის ფრიალი, ჯაჭვის პერანგი, ხელების, სხეულის მძაფრი მოძრაობა და სახელი: „შმაგი“… და ამ დროს წარმოსახვა ჯიუტად ეზიდება ჩვენი ბოლო ორი, საბედისწეროდ არეულ-გადარეული წელიწადის აკომპანიმენტს: „შავლეგ, შენი შავი ჩოხა შავლეგოოო…“, „კნიაზთან“ – ზურაბ ჭავჭავაძესთან მის ოთახში იკეტებოდა და ამ სიმღერას ასწავლიდა… ისხდნენ ხოლმე და მღეროდნენ, სულ თვალები უბრწყინავდათ… „შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგოო… სისხლში გაგიხამებია, შავლეგოო…“.
აკი ეს სიმღერა-გოდება დაემგზავრა ამოძრავებული ახალგაზრდების სწრაფ ნაკადებს, სადაც შმაგი, თითქოს მდინარეს აღმა მიაპობსო, მხრების ისეთი მოძრაობით მიექანებოდა.
ეს გადარეული მოძრაობა, ეს წრიალი, მოუსვენრობა, გაჭრა, ხეტიალი, მიწყდომ-მოწყდომა – როგორ ხშირად მიანიშნებს ხოლმე, რომ ჩქარობს ადამიანი, ჩქარობს მოასწროს ყველაფერი, მთელი სიმძაფრე და სისავსე ყოფიერებისა ერთბაშად შთანთქას, ჩაიქციოს თავის არსებაში… და როგორ დატივტივებს ამ სისწრაფის შმაგ ტალღებზე ადრეული სიკვდილის ხელებგამოწვდილი აჩრდილი.
და როგორც მერე მისი ნაწერებიდან შევიტყვეთ – სიკვდილზეც ხშირად ფიქრობდა და ფიქრობდა მძაფრად…
 
ხეტიალი, წერა, სიმღერა, სმა, დაკვრა, ცეკვა, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე ბობოქრობა, დაძახილები. უნდა დაეწვა, სწრაფად დაეხარჯა ის ძალღონე, რაც ზომიერი სიცოცხლის ას წელიწადს გასწვდებოდა… ერთხელ შევესწარი მოსაუბრეს: სპიტაკის მიწისძვრის მძიმე შთაბეჭდილებებზე ჰყვებოდა, სადაც მაშინვე „გაექანა“ მისახმარებლად.
 
ერთ ადგილას მშვიდად გაჩერებული არ მინახავს-მეთქი…
მაგრამ თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში ის თურმე იდგა: ღამით, წვიმაში, უკაცრიელი ქუჩის პირას. იდგა და ელოდა.
მოტეხილი ფეხი უკვე უხორცდებოდა, ე.ი. მისი სისწრაფე და მოძრაობა გადატანილი ფათერაკით შეფერხებული იყო: ყავარჯენს ეყრდნობოდა.
და – აი, მთელი მისი არსებობის სიშმაგე და ენერგია მის ბედისწერაში გადაინთხა. თითქოს არც ერთი წუთით არ შეიძლებოდა მისი მოსვენება. მისი სისწრაფე მისმა ბედისწერამ მიითვისა და შეახეთქა…
„მანქანა ისეთი სისწრაფით მოჰქროდა, მფრინავი თეფში მეგონაო, “ – უთქვამს ერთ შემსწრეს.
 
მისკენ მიჰქროდა. ის კი რკინის სვეტთან იდგა და ელოდა: მშვიდად, მისმა სიცოცხლემ გამოკვება მისი სიკვდილი. მისი სახელი მიიტაცა მისმა სიკვდილმა: უფრო შმაგი და მძვინვარე სიკვდილი ძნელი წარმოსადგენია;
კუბო არ აუხდიათ.
ერთი კვირის შემდეგ, 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
და ნელ-ნელა ჩემს წარმოსახვაში, შმაგი მერაბს დაუკავშირდა: ისე მიუახლოვდა მერაბს, ისე მიეკრა და მიეტყუპა, თითქოს შვილი ყოფილიყოს მისი, ან უმცროსი ძმა. მერე კი მივხვდი: შმაგი მერაბად იქცა, ოცი წლის მერაბად – ოღონდ უფრო ლაღი იყო შმაგი, უფრო ლაღი, ვიდრე შეიძლებოდა მერაბი ყოფილიყო მის ასაკში.”
ნაწყვეტი ნაირა გელაშვილის წერილიდან “შმაგი”
 
წყარო: www.intermedia.ge

Share3Tweet2

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026

საინტერესო

“გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს”

დავით სერგეენკო – ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება 

4 years ago

დაღესტანი – რუსეთის ყველაზე საშიში რეგიონი

13 years ago
ავღანეთიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

12 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by