• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩემი საპნებისა და მკვებავი კრემების უნიკალურობა მათ ბუნებრივობასა და თვისებებშია“ – ნინო ჯანიაშვილი

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ჩემი საპნებისა და მკვებავი კრემების უნიკალურობა მათ ბუნებრივობასა და თვისებებშია“ – ნინო ჯანიაშვილი
53
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანებს ბუნებრივად გვაქვს მიდრეკილება, შევიძინოთ და გამოვიყენოთ ხარისხიანი პროდუქცია. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობასა და თავის მოვლას ეხება. „ბებო კარლა“  გახლავთ საქმიანობა, რომელიც საკუთარ მომხმარებელს გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ნაწარმს სთავაზობს. ნინო ჯანიაშვილი საკუთარი ლოკოკინების ფერმა აქვს. შედეგად, ის ამზადებს პროდუქციას, რომელიც უნიკალური თვისებებით ხასიათდება. დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ ნია თავად ესაუბრა.

თავდაპირველად, რომ გვითხრათ – რას ამზადებთ?
ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაზე რომ მოგიყვეთ, ცოტა შორიდან მომიწევს დაწყება, ვეცადე, ცხოველებისადმი ჩემი დიდი სიყვარული და დედაჩემის წლების ნაგროვი ცოდნა და გამოცდილება გამეერთიანებინა. ლოკოკინების ფერმა მაქვს, ეს გახლავთ სპეციალური ჯიში, რომელსაც მოიხმარენ სამკურნალოდ და კოსმეტიკურ პროდუქციაში. უკვე ჩემი ყოველდღიური რუტინა მათ გარეშე წარმოუდგენელია, ვაგროვებ მათ ლორწოს, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ლოკოკინის ლორწოს რეგენერაციის უნარი აქვს, საუკეთესოა აკნეს დამწვრობისა თუ შრამების გასაუფერულებლად, ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ სიკეთით მხოლოდ მე არ უნდა მესარგებლა, ეს იყო მთავარი მიზანი. ჩავიფიქრე და დიდი შრომის, ბევრი მუშაობის შემდეგ მივაღწიე დასახულ მიზანს. შევქმენი პროდუქტები, კერძოდ: სხვადასხვა ფორმის და ფერის ულამაზესი საპნები და მკვებავი კრემები, რომელიც გახლავთ  ლოკოკინის ლორწოთი დატვირთული.


როგორ შეაფასებთ – რით არის თქვენი პროდუქცია გამორჩეული?
როგორც ვახსენე, დედის საქმიანობა ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი გახდა, ის ამჟამადაც ცდილობს – გააგრძელოს თავისი მკვებავი კრემების დამზადება ჩემი დახმარებით. დედა, სამწუხაროდ, მძიმე სენს ებრძვის. ის ონკო პაციენტია და ვეცადე – ამ ჩემი წამოწყებით მისთვის სტიმული მიმეცა. დედას კრემები უფრო გამორჩეული რომ ყოფილიყო, დავუმატეთ ლოკოკინის ლორწო, რამაც კიდევ უფრო მეტი სამკურნალო თვისებები შესძინა. პარალელურად, დავიწყე სწავლა მცენარეების, მათი სასარგებლო თვისებების, ვისწავლე ეთერზეთების მომზადება, ვეცნობოდი ყველა სასარგებლო პროდუქტს. რადგან თვითნასწავლი ვარ, ყველაფერს ძალიან დეტალურად და განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგები, რადგან ორმაგ საპასუხისმგებლოს ვგრძნობ, შესაბამისად, ძირეულად ვუღრმავდები ყველა დეტალს.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემი საპნებისა და მკვებავი კრემების უნიკალურობა მათ ბუნებრივობასა და თვისებებშია. არ მინდოდა, შემექმნა უბრალოდ საპონი, რომელიც მხოლოდ ბუშტებს დაგვიგროვებდა ხელებზე.
 


საქმიანობის ფარგლებში, რა აქტივობებით ხართ დაკავებული?
როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი პროდუქცია უამრავ ადამიანს მოსწონს, გაჩნდა დაინტერესებაც. ჩემი მიზანი ხომ პირველ რიგში დედისთვის სტიმულის მიცემა იყო. ამასთან, გამოჩნდა უამრავი კეთილი ადამიანი, რომლებმაც მომცეს შანსი – პროდუქცია უფრო ფართო მასებისთვის გამეცნო. მქონდა და დღემდე მაქვს ბევრი შემოთავაზება გამოფენებიდან, ვიღებ მონაწილეობას და ვაცნობ საზოგადოებას ჩემს შექმნილ პროდუქტს. ეს კოლაბორაცია ძალიან საინტერესო და კიდევ უფრო წახალისება აღმოჩნდა ჩემთვის. ვცდილობ, ჩემი შექმნილი პროდუქტი სასარგებლოსთან ერთად საინტერესოც იყოს, ჩემი უცნაურობები არავის უკვირს, ვცდილობ, ყველა საქმიანობა, რასაც ხელს ვკიდებ, სანახაობასაც მოიცავდეს, ამიტომ, ყველა გამოფენაზე ჩემი ლოკოკინებით მივდივარ,  აღნიშნული კი ხალხში აღფრთოვანებას იწვევს, სურათებს იღებენ, მე კი გაუჩერებლად და დიდი ენთუზიასმით ვსაუბრობ მათზე, მათ მოვლის წესებსა და, რა თქმა უნდა, ჩემს პროდუქციაზე.


 
გარდა საპნების მზადებისა, რას საქმიანობთ?
ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის. დავიწყე ნაქარგებით, დავამატე ქსოვა, კერვა. მამა პროფესიით მხატვარია და მეც ბავშვობიდან ვხატავ, ასევე, ჩემი დიდი გატაცება მეთოჯინეობა გახლავთ. ყველა ამ ჩემი საქმიანობის რეალიზებას ვახდენ წლებია, ამჟამად, დამატებული მაქვს ათასამდე ლოკოკინის მოვლა და ახალი წამოწყება ამ საპნებით და კრემებით. ერთადერთი, რაც სირთულეს მიქმნის, ეს დროა, მისი ნაკლებობა, შრომა არ მეზარება და ვცდილობ, ყველაფერს გავუმკლავდე, ჩემი სამი შვილის აღზრდასთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ არა მეუღლის გვერდში დგომა, მხარდაჭერა – ამდენს ვერ შევძლებდი, ის ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია და არასდროს მაძლევს უფლებას, დავნებდე სირთულეებს.
 
და ბოლოს, საინტერესოა – რატომ „ბებო კარლა“?
ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობით დაიწყო, სახელიც სპონტანურად დამერქვა მეგობრებისგან, ჩემი ამდენი საქმიანობა და ხელოვნებისადმი მიდრეკილება გახდა მათთვის ამ სახელის ინსპირაცია, თუმცა სახელი – „ბებო კარლა“ შემდგომ უფრო გავამყარე ამ ჩემი ახალი საქმით, შემიძლია ვთქვა, რომ ლოკოლინების დაახლოებით ხუთ თაობას ვზრდი და უამრავი შვილიშვილის ბებო გავხდი.

Share21Tweet13

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე
ახალი ამბები

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026
„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან

07/01/2026

საინტერესო

“დღეში 2-ჯერ ვნახულობ ჩემს შვილს… იმედიანადაა, საბრძოლო განწყობა აქვს” – გიული ალასანია

“დღეში 2-ჯერ ვნახულობ ჩემს შვილს… იმედიანადაა, საბრძოლო განწყობა აქვს” – გიული ალასანია

3 years ago
ვახტანგ კაპანაძე DEEP-ის წარმომადგენლებს შეხვედრა

ვახტანგ კაპანაძე DEEP-ის წარმომადგენლებს შეხვედრა

12 years ago
სამებაში ცეცხლი ლიკვიდირებულია

სამებაში ცეცხლი ლიკვიდირებულია

10 years ago
თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

6 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by