ბატონი ბიძინას ძალა არ არის მხოლოდ ფინანსებში, როგორც უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ. მისი ძალა სწორედ იმაშია, რომ საზოგადოება დგას ჯანსაღი აზრის გვერდში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როგორც 2012 წელს ბატონი ბიძინა დადგა საზოგადოების გვერდში, ისე საზოგადოება დგას დღეს მის გვერდში და თუ საჭირო გახდა, ბატონი ბიძინას ინტერესებს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოება დაიცავს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.