Android სმარტფონებს ახლა თავისი ოქროს ხანა აქვს, ის არასდროს ყოფილა იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლაა. იყო ცალკეული მოდელები, მაგრამ ზოგადად, ასეთი მოწყობილობების მიმართულების განვითარება სტაბილური ტემპით მიდის სულ უფრო მაღლა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფულის დახარჯვას აპირებ, დაათვალიერე მობილურები და აუცილებლად იპოვი შენთვის საჭირო მოდელს. მაგრამ უმჯობესია, ამისთვის მომზადებული იყო და მოცემული პარამეტრების მიხედვით თარგმნო შენი სურვილები. რას ნიშნავს IPS, LED, OLED და სხვა, რა განსხვავებებია მათ შორის და როგორ იპოვო შენთვის საჭირო, ამ სტატიაში გაიგებ.
რა ზომის ეკრანი უნდა ჰქონდეს ტელეფონს
ბევრი განსხვავებული რამ უნდა გაითვალისწინო ახალი ტელეფონის ყიდვისას და ეს ყველაფერი ეკრანით იწყება. ეს ის კომპონენტია, რომელთანაც სხვაზე მეტად ურთიერთობ, ამიტომ უნდა მიიღო ის, რაც მოგწონს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეკრანის გარჩევადობა და განახლების სიჩქარე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ზომა.
სმარტფონები ყველა ფორმისა და ზომისაა და ამის ყველაზე დიდი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ეკრანი. ეკრანის უფრო დიდი ზომა აადვილებს მის გამოყენებას, მაგრამ მისი ჯიბით ტარებისას და მოძრაობისას, ასევე მოძრაობისას ერთი ხელით წერის დროს სირთულეს ქმნის და არაკომფორტულია
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენი მობილური ტელეფონი ძალიან გიყვარდეს, აუცილებლად დგება დრო, როდესაც ის უნდა გამოცვალო. აქ წარმოიშობა პირველი საკითხი, ანდროიდი თუ iPhone. რამდენადაც, ორივე მათგანს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, გადაწყვეტილების მიღება, ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონი შეიძინო თუ IOS, შედარებით ადვილი მისაღებია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გვაქვს ისეთი რთული საკითხები, როგორიც არის ეკრანის ტიპი, კამერის ხარისხი, პროცესორი და სხვა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პრიორიტეტები, რისთვის ვაპირებთ მის გამოყენებას ძირითადად.
მაგალითად, Galaxy S21 Ultra-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისპლეი და შესანიშნავია ფილმების ყურებისთვის, Youtube -ზე ვიდეოების ნახვისთვის, თამაშებისთვის და ინტერნეტში სერფინგისთვის. არსებითად, ნებისმიერი კონტენტის მოხმარება უფრო კომფორტულია დიდ ეკრანზე, რადგან რაც მეტი სივრცე გაქვს, მით უფრო დიდია და ადვილია მედიის ნახვა. უბრალოდ, ზოგჯერ მისი გამოყენება არც ისე მოსახერხებელია. მათ შორის იმის გამო, რომ დიდი ეკრანის მქონე ტელეფონები მძიმეა.
არსებობს უფრო კომპაქტური მოდელები, როგორიცაა Samsung Galaxy Z Flip 3 და ASUS ZenFone 8. მათი მართვა ბევრად უფრო ადვილია და მათი გამოყენება შესაძლებელია ერთი ხელით, მაგრამ ნაკლებად სასიამოვნოა ფილმების ყურება.
და, რა თქმა უნდა, უამრავი ტელეფონია, რომლებიც სადღაც ამ ორ უკიდურესობას შორისაა. ამიტომ, კარგად დაათვალიერე ტელეფონები და აწონ-დაწონე არჩევანი.
ტელეფონის განახლება
დისპლეების, პროცესორების და კამერების შედარება მარტივია, მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების შესახებ საუბარი. Android მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ზოგიერთ ტელეფონს ექნება პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა რამდენიმე წლის განმავლობაში.
ამჟამად Google, Samsung და OnePlus საუკეთესოები არიან ბიზნესში. ისინი მხარს უჭერენ თავიანთ ტელეფონებს დიდი ხნის განმავლობაში და ავრცელებენ შესაბამის Android განახლებებს. ახალი საშუალო და მაღალი კლასის მოდელების უმეტესობა განახლებებს იღებს გამოშვებიდან სამი წლის განმავლობაში. ეს არის გამოშვება და არა შესყიდვა – ასეთი მოსაზრებაც არსებობს.
ამ ტრიოს უსაფრთხოების განახლებები ასევე გამოქვეყნებულია უფრო ხანგრძლივად ვიდრე სხვები. მაგალითად, სამსუნგი გვპირდება 4 წლიან განახლებებს ზოგიერთ მოდელზე. და Google თავისი Pixel 6-სთვის 6 წელს გვპირდება.
რომელ კატეგორიებად შეგვიძლია დავყოთ მობილური ტელეფონები
ხარისხის და ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მობილურები სხვადასხვა საფასო სეგმენტად იყოფა. არსებობს რამდენიმე კლასიფიკაცია, თუმცა ძირითადად შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ, – ბიუჯეტური სმარტფონები და ფლაგმანი მობილური ტელეფონები.
ბიუჯეტური სმარტფონები ის მოწყობილობებია, რომლებსაც არ აქვთ სუპერ ძლიერი მახასიათებლები, თუმცა თუ განსაკუთრებულად ძლიერი მობილური ტელეფონი არ გჭირდება, ბიუჯეტური სმარტფონები შესანიშნავი შესაძლებლობაა იაფად შეიძინო ისეთი მობილური ტელეფონი, რომელიც ყველა ძირითად მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დღეს, ბიუჯეტური ტელეფონების კამერებიც შესანიშნავად იღებს სურათებს და სხვა პარამეტრებითაც აკმაყოფილებს მომხმარებლების სურვილებს. მათ აქვთ ნაკლები ოპერატიული მეხსიერება, ეკრანის შედარებით დაბალი გარჩევადობა და არ აქვთ კამერის ისეთი ხარისხი, როგორც ფლაგმანებს.
ფლაგმანები არის მოდელები, რომლებიც აერთიანებს საუკეთესო და ყველაზე უახლეს ფუნქციებს. ფლაგმანის შემთხვევაში ბევრად გამძლე ტელეფონი გექნება, მას სავარაუდოდ ლითონის კორპუსი ექნება პლასტმასის ნაცვლად. ასევე, აღჭურვილი იქნება უკეთესი კამერებით, ეკრანით და ბევრად მძლავრი პროცესორით. ამრიგად, შეიძლება აღარ დაგჭირდეს ეკრანის დამცავები და ქეისები, რაც ბიუჯეტურის შემთხვევაში საჭირო გახდება.
რომელი ოპერაციული სისტემა ავირჩიოთ
მართალია, ბევრი ოპერაციული სისტემა არსებობს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებლები ძირითადად ანდროიდ და IOS სისტემებს შორის აკეთებენ არჩევანს. პირველს, არაერთი მწარმოებელი იყენებს, ხოლო IOS შექმნილია სპეციალურად Apple-ის მოწყობილობებისთვის.
Android-ის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ის არის ღია OS. მისი დაყენება შესაძლებელია როგორც თავად სმარტფონზე, ასევე ტელევიზორზე და იმავე სისტემას იყენებენ როგორც პლანშეტები ასევე, ლეპტოპები.
ასევე ანდროიდს აქვს ღია ფაილური სისტემა. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ადვილად იპოვოს, გადმოწეროს და შეინახოს ნებისმიერი ფაილი კომპიუტერიდან დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების გარეშე. პლუსებში ის ფაქტიც შედის, რომ Android სმარტფონებს აქვს მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა, რაც საშუალებას გაძლევს მნიშვნელოვნად გაზარდო მეხსიერების მოცულობა.
თავის მხრივ, iOS-ს აქვს დახურული კოდი, რაც ბევრად აუმჯობესებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. პლუსებში, ასევე შედის ეფლის მოწყობილობების ერთმანეთთან შესანიშნავი სინქრონიზაცია. iOS ვერსიები დაახლოებით 5 წლის განმავლობაში რეგულარულად იღებენ განახლებებს.
რა პარამეტრებს მივაქციოთ ყურადღება
დისპლეი – ეკრანი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას დღეში რამდენიმე საათი უნდა ვუყუროთ. აქ ყურადღება უნდა მიაქციო მატრიცის ტიპს, გარჩევადობას, სიკაშკაშის დონეს, სიხშირესა და დიაგონალს. თანამედროვე გაჯეტების უმეტესობა ორი ტიპის დისპლეის იყენებს – IPS და OLED. მარტივად, მათ შორის მთავარი განსხვავება ნათების წყაროა. OLED პანელები სინათლის მიკროსკოპული დიოდებისგან შედგება. ასეთ დისპლეებს არ სჭირდება დამატებითი განათება, რადგან ეკრანზე თითოეული წერტილი ერთგვარი პაწაწინა ფანარია, რომელიც უბრალოდ ფერს იცვლის. შავი ფერის ჩვენებისას, LED-ები ითიშება, რა დროსაც იზოგება ელემენტის ენერგია.
IPS- მატრიცები გარე განათებას იყენებენ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ასეთი ეკრანების წარმოებას. გამოსახულება ძალიან უახლოვდება ბუნებრივ სურათს, მაგრამ შავ ფერზე კონტრასტის თანაფარდობა და სიღრმე OLED-ს ბევრად ჩამოუვარდება.
კამერა – მისი შეფასებისას, ბევრი ადამიანი გარჩევადობას ან მეგაპიქსელების რაოდენობას აქცევს ყურადღებას. ითვლება, რომ რაც მეტი პიქსელი აქვს, მით უკეთესი კამერაა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია: უმჯობესია შეიძინო მობილური, რომლებშიც კამერის გარჩევადობა მინიმუმ 10 მეგაპიქსელია, მაგრამ სურათების ხარისხი სხვა მახასიათებლებზეც არის დამოკიდებული.
გადაღების დროს სინათლე ფოტომგრძნობიარე მატრიცას ხვდება. მისი დახმარებით ის გარდაიქმნება ფოტოსურათად, ამიტომ რაც უფრო დიდია სენსორი, მით მეტ სინათლეს აღიქვამს ის და უკეთესი ხარისხისაა ფოტო. სენსორის ზომები მითითებულია ხოლმე დიუმებში, მაგალითად 1/3ʺ.
პროცესორი – სმარტფონის ეფექტურობა პროცესორზეა დამოკიდებული, რომელსაც 2 ძირითადი პარამეტრი აქვს. პირველი არის ბირთვების რაოდენობა, ხოლო მეორე ტაქტის სიხშირე. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს, – რაც მეტი, მით უკეთესი. ამავდროულად, ხარისხიც არ დაივიწყო, მაგალითად, 4 მძლავრი ბირთვი, 8 დაბალი სიმძლავრის ბირთვზე უკეთესი იქნება. ხოლო, სიხშირე ჰერცებში იზომება და ის მიუთითებს წამში რამდენი მარტივი მოქმედების შესრულება შეუძლია სმარტფონს. თანამედროვე გაჯეტებისთვის მინიმალური სიხშირე 1000 MHz უნდა იყოს.
ოპერატიული მეხსიერება – თითოეულ სმარტფონს აქვს RAM და ROM მეხსიერება. RAM-ზე დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ტელეფონი მულტიტასკინგის რეჟიმში. იმისთვის, რომ მობილური ტელეფონი გამართულად მუშაობდეს და არ გაჭედოს 3-4 GB საკმარისი იქნება. ROM მონაცემთა შესანახად და აპლიკაციების დასაყენებლად არის საჭირო და ის შეიძლება 256 გბ ან მეტი მოცულობისაც იყოს.
ელემენტი – მუშაობის ხანგრძლივობა ელემენტის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. 2000-3000 mA სიმძლავრე 12 საათის განმავლობაში ზომიერად გამოყენებისთვის საკმარისია. თუ ტელეფონს ხშირად და აქტიურად იყენებ, მაშინ უფრო ძლიერი ელემენტი უნდა აირჩიო, ან პორტატიული დამტენები ატარო.
გვჭირდება თუ არა ტელეფონი დიდი მოცულობის ბატარეით
ბატარეის ხანგრძლივობა არ არის ყველაზე რთული და საინტერესო საკითხი სმარტფონებზე სასაუბროდ, მაგრამ ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. შენს ტელეფონს შეიძლება ჰქონდეს საუკეთესო დისპლეი და პროცესორი, მაგრამ თუ ის ვერ ახერხებს დღის ბოლომდე ენერგიის შენარჩუნებას, მაშინ ვის სჭირდება ეს ყველაფერი.
მწარმოებლები ირჩევენ სხვადასხვა ბატარეებს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ რაც მეტია მით უკეთესი. არსებობს გამოუთქმელი ზოგადი წესიც კი. თუ ყიდულობ Android ტელეფონს, მაშინ მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 4000 mAh. როდესაც ტელეფონები უფრო დიდ ეკრანებზე გადადიან უფრო სწრაფი განახლების სიჩქარით, მათ უფრო და უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ.
მთავარია გახსოვდეს, რომ რაც უფრო პროდუქტიულია ტელეფონი, მით უფრო დიდია ბატარეა მას სჭირდება. მაგრამ როგორც იზრდება ბატარეის ზომა, ასევე იზრდება კორპუსის ზომა და წონა. ბოლოს და ბოლოს, ბატარეა დიზაინის ყველაზე მძიმე ნაწილია. ასევე, დიდი ეკრანის მქონე სმარტფონებს ყოველთვის აქვთ უფრო დიდი ბატარეა, მაგრამ შენ ვერ მიიღებ ავტონომიის პროპორციულ მატებას გაფართოებული ეკრანის მეტი მოხმარების გამო.
წყალგამძლე ტელეფონი
კიდევ ერთი სპეციფიკაცია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო არის IP67 ან IP68 რეიტინგი. ეს არის დაცვის ბეჭედი, რომელიც ბევრ ტელეფონს აქვს და მიუთითებს იმაზე, რომ მოწყობილობა გამოცდილია წყლისა და მტვრის მიმართ წინააღმდეგობაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტელეფონი წყალში არ უნდა ჩააგდო, კორპუსის გახსნის ან სხვა მიკროდაზიანებების შემდეგ ის სრულად წყალგამძლე არ იქნება, მაგრამ წვიმის გამო შეგიძლია ამის შედგომაც არ ინერვ
იულო. თუმცა, მაშინაც კი თუ ის წყალში ჩაგივარდე, დიდი ალბათობით, არაფერი მოხდება, მაგრამ ბედის გამოცდა არ ღირს.