ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს ქლევერლი ამბობს, რომ რუსეთი შავ ზღვაში, შესაძლოა სამოქალაქო გემებს დაესხას თავს, რათა ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. მისი თქმით, საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
“დიდ ბრიტანეთს მიაჩნია, რომ რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს კამპანია უკრაინული სურსათის ექსპორტის განადგურების მიზნით შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმით. ჩვენ ხაზს გავუსვამთ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევას გაეროს უშიშროების საბჭოში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური საკვების მარაგის მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – დაწერა მან.