ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს.
„ჭეშმარიტად, ჩვენ ურცხვობას და უსინდისობას არ აქვს საზღვარი, მთავრობას, რომელმაც სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება ვერ მოახერხა, ვთხოვთ, მეწყერისგან დაცვას და სიცოცხლის უსაფრთხოებას!
ასე წვიმდა 3 აგვისტოს ღამეს შოვში, ნაკლებად კი არ წვიმდა, ის 152 ადამიანი რომ დატოვეს ღამით.
ხომ არ გეშინიათ, ისე?
მე მეშინია, კი.
და მაინც, ახლაც ვერ წარმოვიდგენ რა გადაიტანეს იმათ, იმ ღამეს, მეწყერის, ასეთი წვიმის პირისპირ, გზაჩახერგილ შოვში მარტო დარჩენილებმა!“ – წერს კეშელავა.
ცნობისთვის, თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.






