ხუდონის წყალსაცავის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და სამუშაოების დაწყებიდან რამოდენიმე თვეში, შეჩერდა. ჰესის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მთავრობამ 2005 წელს მიიღო, მას შემდეგ ეს თემა განხეთქილების ვაშლად იქცა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის, ორივე მხარე ცდილობს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და საზოგადოების დარწმუნებას თავის სიმართლეში. აღნიშნულ საკითხზე ახალგაზრული ინტერნეტ ჟურნალი „360 გრადუსი“ წერს.
სტაიის შესავალში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ენერგო პოტენციალი, რომელიც ეკონომიკურად ხელსაყრელია 80 მილიარდს შეადგენს (ტრანს ელექტრიკა ჯორჯია). დღეის მდგომარეობით კი ქვეყანას ათვისებული აქვს შესაძლებლის 10%-ზე ოდნავ მეტი, რაც 8 მილიარდს ცოტათი აღემატება. აქედან გამომდინარე მთავრობის წარმომადგენლები და ეკონომისტები მიიჩნევენ რომ ქვეყანამ რესურსი რომელიც გააჩნია აუცილებლად უნდა აითვისოს (საქართველოს არ აქვს სხვა სახის ენერგო რესურის გარდა ქვანახშირისა). დღეის მდგომარეობით საქართველოში 60 მდე ჰესია ექსპლუატაციაში შესული. შედარებისთვის შვეიცარიაში რომელიც ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების არეალში მდებარეობს (როგორც საქართველო) 556 ჰესია, საიდანაც 250-თი წყალსაცავიანია. ხუდონი თავისი მოცულობით ბაზისური ჰესების რიცხვში შევა, იგი ქვეყანას მოამარაგებს ელექტრო-ენერგიით ზამთრის პერიოდში, რომელიც წყალმცირობით ხასიათდება. ასევე ჰესის სამუშაოების 1/3 შესრულებულია.
მეწყრული პროცესების თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდება ხეობის კონსერვაცია ან უკეთეს შემთხვევაში მისთვის `პირვანდლი~ სახის დაბრუნება, რომელიც დამატებით, რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარის ინვესტირებას მოითხოვს, რომელსაც უკუგება არ ექნება. ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ თანხის გამოყოფა არა მიზანშეწონილი იქნება, ინვესტორი კი არ გააკეთებს, რადგან ეს ფული მისთვის წყალში უქმად გადაყრილი გამოვა. რაც მთვარია ენერგეტიკოსები, ჰიდროლოგები, ეკონომისტები ჰესის არ აშენებით ქვეყნის ენერგო მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან ბაზისური ჰესი გარდა ენგურისა, ჟინვალისა და წალკისა საქართველოში არ არის. რაც შეეხება ჰესისი ეკოლოგიურ ასპექტებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიური. ადამიანის მოქმედებას მითუმეტე ისეთ მასშტაბურ მშენებლობებს, როგორიცაა გიგანტური ჰესები, ქალაქები და სხვა სახის ინფრასტრუქტურული მშენებლობები თან ახლავს გარკვეული ნეგატიური შედეგები. კონკრეტულად კი ჰესის მშენებლობა იწვევს სხვადასხვა სახის ნეგატიურ შედეგებს, როგორებიცაა; ტერიტორიის წყლით დაფარვა, მიმდებარე ტერირორიაზე არსებული ფლორის წარმომადგენლების განადგურება, ასევე ფაუნის მიგრაცია და ადამიანთა გადასახლება დატბორვის ზონიდან (რომელიც მორალურად ყველაზე მძიმეა, რადგან ხუდონის ასაშენებლად აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის განსახლება). ჰესის მშენებლობა იწვევ ჰაერის ტენიანობის მომატებას, ყველაზე სახიფათო მაინც დამბის შესაძლო ნგრევა, რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალებს შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიებს, მაგრამ ეს ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება,
რადგან მისი განხორციელების ალბათობა ძალიან მცირეა. რაც შეეხება კონკრეტულად ხუდონ ჰესს მისი აშენების შემთხვევაში დაიტბორება 530 ჰექტარი მიწის ფართობი (სასოფლო-სამეურვეო, საძოვარი და სხვა სახის მიწის რესურსი) ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი მაგისტრალი, დასახლებული პუნქტები (ხაიშ). სასაფლაოები, და სხვა. ეს ისეთი თემაა, რომ მისი ობიექტურად ასახვა ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელი ამიტომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებიოთ ვესაუბრეთ მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ჩხობაძეს.
რა ძირითად პრობლემას შექმნის ხუდონის წყალსაცავი და რამდენად ადექვატურია საზღაური რომელიც სვანეთმა უნდა გაიღოს?
ამის შესახებ ძალიან მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სვანეთი უკვე საკმაოდ დაზარალებულია იმით, რომ თავის დროზე აშენდა ენგური. რა მოყვება ხუდონის მშენებლობას და დაგვჩება თუ არა პრობლემა ისევ პრობლემად არავინ არ იცის, რადგან პროგნოზირების და სცენარირების საშუალება არა გვაქვს. ერთი რაც ჩვენ ვიცით ის სარის რომ 140 კილომეტრის მონაკვეთზე ენგურიდან მოყოლებული შეიძლება ჩვენ დასახლებული პუნქტი არ გვქონდეს, ანუ ენგურის ხეობა ცარიელი გვჩება სანამ მესტიამდე ავალთ, რაც თავისთავად არის ის საზღაური რასაც ვიღებთ , ამით კი კუთხე აღარ იარსებებს, მაგრამ ჩვენ გვრჩება ორი დიდი ჰიდროტექნიკური ნაგებობა ენგურისა და ხუდონის სახით და რამდენად იქნება ეს იმის ადექვატური რაც უკვე დავკარგეთ ამის პროგნოზი ჯერ ნამდვილად არავის გაუკეთებია, ესე შეკითხვაც კი არავის არ დაუსვამს ჩვენდა სამწუხაროდ, რადგან ვფიქრობ, რომ მთლად ადქვატური ჩვენი მსხვერპლი შეიძლება არ იყოს.
რამდენად მნიშვნელოვანი სახეობები სახლობენ ხუდონჰესის მშენებლობის ადგილზე და თუ არიან ისეთები, რომლებიც სხვაგან არ გვხვდებიან. (ენდემური ჯიშები)?
ენგურის ხეობა თავისთავად იყო უნიკალური, სადაც ჩვენ გვხვდებოდა ისეთი რელიქტები, რომელიც დამახასიათებელი იყო მხოლოდ ამ ხეობისთვის. საერთოდ საქართველოში ყველა ხეობა არის უნიკალური, თვითონ ეთოსიც კი მეტყველებს ამაზე, რადგან მოსახლეობა პირდაპირ შერწყმულია იმ ხეობასთან სადაც ცხოვრობს, მათი ადათწესებიც კი. ამ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იქ გარკვეული ნაწილი უკვე სახეცვლილია, რადგან ჯვრის წყალსაცავი აშენდა. შესაბამისობა იმისა რომ ძალიან დიდი დანაკარგი გვექნება სუფთა ბიომრავალფეროვნების კუთხით ეს მთლათ ესე შეიძლება არ იყოს. ის სახეობები, რომლებიც ენგურის ქვედა დინებაში გვხვდებიან მათი ტოპონიმები რათქმაუნდა ზემო წელშიც არიან წარმოდგენილი, მაგრამ ლოკალურ ადგილებზე მაინც არის გამორჩეული ტყე და ქვეტყე, რომელიც საინტერესოა კვლევებისთვის, მაგრამ როდესაც ხუდონი შენდებოდა მისი დიდი ნაწილი განადგურდა, ამ თვალსაზრისით შეიძალება ჩვენ არ გვქონდეს ძალიან დიდი დანაკლისა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს საკითხი არის შესასწავლი.
რა გავლენას მოახდენს კლიმატზე ხუდონის წყალსაცავი, ხომ არ მოხდება ჰაერის ტენიანობის გაზრდა და სტიქიური მოვლენების გააქტიურება (მეწყერი, მიწისძვრა და სხვა)?
ენგურმა უკვე მოახდინა ტენიანობის გაზრდა ხეობაში. ხეობა იყო მშრალი ამას მოწმობს თვითონ ბიომრავალფეროვნების საფარი, რომელიც იქ არსებობს. ამიტომ დამატებითი სარკის გაჩენამ შეიძლება ტენიანობის პროცენტი გაზარდოს. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებისა არის ჰაერის ტენიანობის ზრდა. ტენიანობის საშუალო მომატებაა ყველგან, შესაბამისად აქ კიდევ დამატებით ამ მაჩვენებლის გაზრდამ შეიძლება პრობლემები შექმნას მეწყერსაშიში ტერიტორიების განვითარებისთვის, უნდა ითქვას რომ ენგურის ხეობის ფერდები, ისედაც მეწყერ საშიშ ზონას წარმოადგენს, ამაზე მეტყველებს ისიც რომ რამოდენიმე დღის წინ მეწყერ საშიში ზონიდან ხალხის გადასახლება მოუხდა ხელისუფლებას, შესაბამისად ეს მეწყრული პროცესები არ შეჩერდება, უფრო მეტად განვითარდბა. უბრალოდ მე არ მესმის იმ ადამიანების რომლებიც, ამბობენ რომ ისედაც არსებობს იქ ტენიაობა, იმიტომ რომ ზღვას აქვს დიდი გავლენა. ზღვას ათასწლეულების მანძილზე ქონდა გავლენა და იქ ჩამოყალიბებული ეკო-სისტემა იყო ამ თვალსაზრისი უკვე ჩამოყალიბება, როცა შენ დამატებით სარკეს ქმნი უკვე არღვევ არსებულ წონასწორობას შესაბამისად გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა, რომ მდგრადი განვითარების პრინციპებს არ უღალატოს?
იმ შემთხვევაში მოხდება ეს თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება.
ასევე ვესაუბრეთ თსუ-ს საქართველოს გეოგრაფიული და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის ხელმძღვანელს, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტს, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ნოდარ ელიზბარაშვილს.
რატომ ვერ მოხერხდა ჰესის მშენებლობის დასრულება საბჭოთა დროს?
ჰესის მშენებლობა დაიგეგმა გასული საუკუნის 80-იან წლებში. 1989 წელს მწვანეთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციებით, გააჩერეს ხუდონჰესის მშენებლობა, მაგრამ გაჩერების მთავარი მიზეზი ეს არიყო, მიზეზი იყო ის, რომ ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა. როდესაც 9 აპრილი მოხდა, აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენ საქმე გვქონდა ძალადობრივ სახელმწიფოსთან. დაიწყო საბჭოთა კავშირის რღვევა, რომლითაც შეჩერდა ქვეყნისთვის დამატებითი იაფი ენერგიის მარაგის შექმნის პერსპექტივა
რას ნიშნავ იაფი ელექტრო ენერგია და რასარგებელი მოაქვს მას ქვეყნებისათვის?
იაფი ელექტრო ენერგია ნიშნავს იმას რომ ყველაზე იაფი რაც კაცობრიობას შეუქმნია არის ჰიდროენერგია. მართალია ძვირი ჯდება მისი მშენებლობა, მაგრამ ძალიან სწრაფად ხდება ამ თანხების ამოღება, შემდეგ კი უზრუნველყოფილი ხარ იაფი ელექტრო ენერგიით. იაფი ელექტრო ენერგია ნიშნავს მწარმოებლებისთვის ნაკლებ დანახარჯს, რაც რეტაბელური წარმოების საწინდარია. გადავხედოთჱნორვეგიასა და შვედეთს, მათი სწრაფი გავითარება განაპირობა იაფმა ელექტროენერგიამ. აქ ჰიდრო რესურსების 90% ათვისებულია და ევროპაში ყველაზე იაფი ელექტრო ენერგია გააჩნიათ. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე ქვეყანა საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნებია.
ხდებოდა საქართველოში საბჭოთა პერიოდის დროს და რა მასშტაბებს აღწევდა ელექტრო ენერგიის გამომუშავება და მოხმარება?
საქართველოში მაშინ როდესაც საბჭოთა ეკონომიკის პიკი იყო, ქვეყანა მოიხმარდა 18 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას, საიდანაც 4 იმპორტირებული იყო, დარჩენილი 14-დან კი ნახევარი ჰიდრო, ხოლო მეორე ნახევარი თბო-ელექტრო სადგურებიდან მიღებული ენერგია იყო. დღეს კი 8 მილიარდ კილოვატ საათ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, ესე იგი თუკი ჩვენ ავედით კომუნისტური პერიოდის ეკონომიკურ დონეზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ უნდა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა და ეს რეალობაა, მაშინ ჩვენ დეფიციტში ვვარდებით. გამოდის, რომ ჩვენ ამის შესავსებად დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიის ყიდვა მოგვიწევს.
სვანეთის აღინშნული რეგიონი გამოირჩევა თუ არა ბიომრავალფეროვნებით?
სვანეთის ეს რეგიონი უმნიშვნელო ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტერიტორიას ყველა ჰიდროელექტრო სადგური ტბორავს ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეს გარემოზე განსასაზღვრია. გასული წლების ენერგეტიკულმა კრიზისმა და განუკითხაობამ გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ბუნებას, ყველა ერთად აღებულმა წყალსაცავმა. აქ კი ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია.
რას იტყოდით სეისმურობაზე, რომლითაც კავკასია აქტიურ რეგიონს წარმოადგენს?
თუ გადავხედავთ კავკასიონს აქ გადის ორი სეისმური ზოლი (რღვევის ხაზი) ჩრდილოეთი და სამხრეთი. უხეშად რომ მვთქვათ ამგვარი ზოლი პირდაპირ გადის ჟინვალის და ჯვრის წყალსაცავზე. სეისმურობით თუ ვიმსჯელებთ მაშინ არც ჟინვალის წყალსაცავი არ უნდა იყოს და არც ჯვარის. ჟინვალი, ყველამ კარგად იცის თბილისის თავზე მდებარეობს, ღმერთმა დაგვიფაროს და სეისმური თვალთაზრისით, რომ რამე მოხდეს თბილისი მიწასთან გასწორდება, მართალია წყლის გაშლა და მისი მასის შემცირება მოხდება, რადგან 20 კილომეტრი აშორებს თბილისამდე, მაგრამ ვერავინ იმის გარანტიას ვერ მოგვცემს რომ ის ერთიან ტალღად არ წამოვა. თუ გადავხედავთ სეისმურობას, აღმოვაჩენთ რომ კალიფორნიაში (აშშ) ამაზე ორჯერ დიდი კაშხლები შენდება და არანაკლები სეისმურობით გამოირჩევა ვიდრე საქართველო, მაგრამ ამ საფრთხისდა მიუხედავად კალიფორნიის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, არავის უთქვამს უარი. ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, ხოლო მათი მასშტაბები ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების შეჯერებით უნდა განისაზღვროს.
306 გრადუსი დაინტერესდა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა პოზიციით, რადგან ხუდონის აშენების/არაშენების შემთხვევაში, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე, მათ ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ კითხვით მივმართეთ ახალგაზრდა ჰიდროლოგს (მაგისტრს) ლევან ლეკიშვილს. მისი თქმით ხუდონის აშენება ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, რადგან ენერეტიკის განვითარებაზე არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ წყალსაცავის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები შესრულებულია არამიზანშეწონილია ჰესის აშენების ეჭვქვეშ დაყენება. ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ის არის რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს სახელმწიფომ და ჰესი არ უნდა ხმარდებოდეს რომელიმე კომპაიის ინტერესებს, რადგან შეუფასებელია ის დანაკარგი რაც ადგილობრივ მოსახლეობას ადგება.
25.12.13
ნიკა წითელაშვილი