• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ინდოეთის ქართველი მეფეები და დინასტიები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მე-14 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით დიდი მუსლიმური სისხლიანი ლაშქრობების, თემურ ლენგის და სპარსეთის შაჰების მიერ საქართველოში განუწყვეტელი ომების შედეგად ათიათასობით ტყვე აღმოჩნდა ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. ინდოეთში დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი ტყვეების მიმართ, მათ გურჯ მონებს – ღულამებს უწოდებდნენ. ინდოეთში სპარსეთიდან მათ შესახებ ბევრი ისეთი რამ სმენოდათ, რომ სურდათ საკუთარი სამხედრო ძლიერება ბედკრული საქართველოს ტყვედ ჩავარდნილი შვილებით გაეძლიერებინათ. ქართველები ახერხებდნენ იმას, რასაც ვერ ახერხებდა მონობაში აღმოჩენილი თითქმის ვერც ერთი ერის წარმომადგენელი – ისინი მათი დამმონებლების მეფეები და მმართველები ხდებოდნენ. მარტო ინდოეთში მეფობდა 18 ქართველი მეფე და 2 ქართული სამეფო დინასტია.

ინდოეთის მმართველი ქართული დინასტიები

ქართველი ღულამის – უსუფ (იუსუფ) ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია 200 წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა მთელი სუბკონტინენტის პოლიტიკურ ვითარებაზე. ადილ შაჰთა სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი კიდევ ერთი ქართველი ღულამის, ქასიმ ბარიდის მიერ დაარსებული სამეფო დინასტია გახლდათ. მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობი რჩება, მაგრამ ეტყობა ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ისიც მონობაში აღმოჩნდა.

ქართველი ქასიმ ბარიდი და მისი დინასტია, რომელიც 130 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს

ფერიშთას ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ინდოეთში მონობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ხვაჯა შაჰაბუდ-დინ ალი ეზდიმ იგი საჩუქრად მიართვა სულთან მუჰამად შაჰ ბაჰმან მესამეს, რომელმაც თავის მხრივ ქასიმი გაამწესა თავის ქართველ მონებს შორის. სხვა ქართველი ღულამების მსგავსად, ქასიმმა ძალიან მალე მოიხვეჭა სახელი, როგორც გამორჩეულად მამაცმა და ნიჭიერმა პიროვნებამ, რომელიც ამავე დროს, ჩინებული კალიგრაფი და მუსიკოსი იყო. ქასიმი დიდი წარმატებით ართმევდა თავს სამხედრო საქმეს. მე-16 საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის, მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის ცნობით – “ქასიმმა თავი გამოიჩინა თავისი ვაჟკაცობით მეამბოხე მარათას წინაააღმდეგ ბრძოლებში, რომლის დასამარცხებლადაც იგი მიავლინეს პეიტუნსა და ჩაკუნს შორის მდებარე მხარეში.” გადამწყვეტ ბრძოლაში თვითონ ქასიმმა მოკლა მეამბოხეთა თავკაცი და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, სულთანმა მაჰმუდმა ქასიმს ნება დართო, ცოლად მოეყვანა მოკლული მარათველის ქალიშვილი და უხვად დააჯილდოვა მიწებით. 1490 წლისთვის ქასიმმა დიდი ზეგავლენა მოიპოვა სამეფო კარზე, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ წარჩინებულთა შორის. სწორედ ამ დროს განუდგა სულთანს ქართველი ღულამი – იუსუფ ადილ ხანი, რომელმაც ბიჯაპურში საკუთარი სახელმწიფო შექმნა. ქასიმ ბარიდმა კი შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ბიდარის სასულთნოს.

ქასიმი გარდაიცვალა 1504 წელს, მაგრამ ამ დროისთვის მან მოახერხა და საფუძველი ჩაუყარა ბარიდთა დინასტიას, რომელიც ჯამში 130 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთის სამეფოს – ბიდარს.

ბიდარის სასულთნო,  რომელსაც ქართული სამეფო დინასტია - ბარიდების დინასტია მართავდა

 

ბიდარის სასულთნოს ქართული სამეფო დინასტია – მმართველები:

1) ქასიმ ბარიდ I – 1489-1504 წწ.

2) ამირ ბარიდ I – 1504-1542 წწ.

3) ალი ბარიდ შაჰ I – 1542-1580 წწ.

4) იბრაჰიმ ბარიდ შაჰი – 1580-1587 წწ.

5) ქასიმ ბარიდ შაჰ II – 1587-1591 წწ.

6) ალი ბარიდ შაჰ II – 1591 წ.

7) ამირ ბარიდ შაჰ II – 1591 – 1601 წწ.

8) მირზა ალი ბარიდ შაჰ III – 1601-1609 წწ.

9) ამირ ბარიდ შაჰ III – 1609-1619 წწ.

ქართველი იუსუფ ადილ შაჰი და მისი დინასტია, რომელიც 200 წელი მართავდა ბიჯაპურის სასულთნოს

ქართველი იუსუფ ადილ შაჰი,  რომელმაც ინდოეთში დააარსა ადილ შაჰების დინასტია

 

მეფედქცეული ქართველი ღულამის, უსუფ ადილ შაჰის (1444-1511) შესახებ ისტორიულ ცნობებს გვაწვდიან იმდროინდელი ინდოელი ისტორიკოსები, მაგალითად, მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი, იგივე ფერიშთა და რაფი ედ დინ შირაზი.

ფერიშთას მიხედვით, საქართველოში ყარა-ყოინლუსა და აყ-ყოინლუს თურქმანთა თარეშის დროს ტყვედ მოხვდა ერთ–ერთი ქართველი ყრმა, რომელსაც სახელი გამოუცვალეს, უსუფი უწოდეს და მონად გაყიდეს. სპარსეთსი მან რამდენიმე წელი გაატარა, სახელიც შიიტურ ისლამზე მონათვლის დროს გამოუცვალეს. სპარსეთიდან იგი ინდოეთში წაიყვანეს და ბაჰამანის სასულთნოს დიდვეზირს, ეთნიკურად სპარსს, საჩუქრად მიართვეს. უსუფმა იმდენად გამოიჩინა თავი სიმამაცით, რომ ღავანმა ის ოფიციალურად იშვილა.

ცოტა ხანში მოხდა ამგვარი შემთხვევა. სულთანმა მუჰამედ შაჰ ბაჰმან მეორემ ვერაფრით დაძლია მიუვალ ციხე ვერაგურში გამაგრებული აჯანყებულთა არმია და მაშინ დიდვაზირმა ურჩია მას, რომ ეს საქმე იუსუფისთვის მიენდო. მეფე ასეც მოიქცა და იუსუფი თავისთან იხმო, გააცნეს მთელი ვითარება და მანაც დაიწყო გეგმის შემუშავება. ეს ციხე 20 თვის განმავლობაში მყარად იდგა და შაჰმა ვერაფერი დააკლო. იუსუფმა კი თავისი შემუშავებული გეგმით და წინამძღოლობით ციხე 2 კვირაში დასცა და აჯანყებულთა წინააღმდეგობა სრულად გატეხა. გაოგნებულმა მუჰამედ შაჰ ბაჰმანმა იუსუფი ბიჯაპურის განმგებლად დანიშნა.

ამ ამბის შემდეგ შურით აღივსნენ ინდოელი მთავრები, ვინაიდან უცხოელი მონების სამეფოში აღზევება არავის მოეწონა. ინდოელმა მთავრებმა იმდენი მოახერხეს, რომ იუსუფის მამობილი სიკვდილით დაასჯევინეს. გამჭრიახმა და დაკვირვებულმა იუსუფმა გულში ჩაიკლა ბრაზი და დაუყოვნებელ შურისგებას დაცდა ამჯობინა.

მალე სულთანი გარდაიცვალა და ტახტზე მისი 12 წლის ვაჟი მაჰმუდ შაჰ ბაჰმანი ავიდა. მაშინ კი მთლად დრო იხელთეს ქართველი იუსუფის მტერმა ინდუსმა ვეზირებმა და პატარა მეფეს ტვინის არევა დაუწყეს, განაწყვეს მტრულად იუსუფის წინააღმდეგ და გადააწყვეტინეს, რომ მოეწვია იგი და მაშინვე სიკვდილით დაესაჯა, ხოლო თუ არ გამოცხადდებოდა, სახელმწიფოს მტრად და მეამბოხედ გამოაცხადებდნენ. ორივე შემთხვევა ხელსაყრელი იყო კონკურენტის მოსაშორებლად. მაჰმუდი დაეთანხმა ვეზირებს და იხმეს იუსუფი სულთნის კარზე. ქართველი მიხვდა რასაც უპირებდნენ და ასე მოიქცა – სულთანს ეახლა, მაგრამ იმხელა ჯარი წაიყო თან, რომ დასჯის მაგივრად ხელმწიფემ დააჯილდოვა და ისე გაისტუმრა.

ამჯერად კი გადაურჩა იუსუფი სამეფო კარის ინტრიგებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, საშიშროება იყო, რომ მისთვის მკვლელები მიეგზავნათ და მოეშორებინათ ან სხვა გზით დაეღუპათ. ამიტომ 1489 წელს განუდგა სულთანს და თავი ბიჯაპურის დამოუკიდებელ ხელმწიფედ გამოაცხადა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში მან გაატარა ძალიან წარმატებული სასინაო და საგარეო, ასევე ეკონომიკური პოლიტიკა. დასუსტებული ბიჯაპური მისი რეფორმების შემდეგ სუბკონტინენტის უძლიერეს სამეფოდ ჩამოყალიბდა.

ბიჯაპურის სასულთნო,  რომელსაც 200 წელი მართავდა ქართული სამეფო დინასტია

მისი თანამედროვე ისტორიკოსი მუჰამედ ქასიმ ჰინდუ შაჰი ასე ახასიათებს მას: “ბრძენი ხელმწიფე, ადამიანის ბუნების კარგი მცოდნე. მშვენიერი აღნაგობის, მჭევრმეტყველი და განსწავლული. სახელგანთქმული გულუხვობითა და ვაჟკაცობით, ის მუდამ აფრთხილებდა თავის მოხელეებს, რომ ემოქმედათ სამართლიანად და პატიოსნად და პირადად აძლევდა მაგალითს.”

1502 წელს ბიჯაპურში ჩასული იტალიელი მოგზაური ლუდოვიკო დი ვართემა აღნიშნავდა, რომ იუსუფ ადილ შაჰი ძალიან ძლიერი, მდიდარი და გულუხვი ხელმწიფეა, რომ შაჰის ჯარის უმეტეს ნაწილს “თეთრკანიანი ჯარისკაცები” შეადგენდნენ (რომელიც შესაძლოა ყოფილიყვნენ ქართული ან ჩერქეზული წარმომავლობის, სწორედ ეს ორი ხალხი იყვნენ თეთრკანიანი მამლუქები აზიაში და აფრიკაში) რომლებიც აშკარად გამოირჩეოდნენ სამეფოს ადგილობრივი, მოყავისფრო კანის მქონე მოსახლეობისგან. იუსუფი 1511 წელს გარდაიცვალა 67 წლის ასაკში. დასაფლავებულია ქალაქ შაჰპურში ცნობილი სუფიას – ჩანდაჰ ჰუსეინის აკლდამაში. მისი შთამომავლობა 200 წლის განმავლობაში მართავდა ინდოეთს.

ადილ შაჰის დინასტია:

1) იუსუფ ადილ შაჰი – 1490-1510 წწ.

2) ისმაილ ადილ შაჰი – 1510-1534 წწ.

3) მალლუ ადილ შაჰი – 1534 წ.

4) იბრაჰიმ ადილ შაჰ I – 1534-1558 წწ.

5) ალი ადილ შაჰ I – 1558-1579 წწ.

6) იბრაჰიმ ადილ შაჰ II – 1580-1627 წწ.

7) მოჰამედ ადილ შაჰი – 1627-1657 წწ.

8) ალი ადილ შაჰ II – 1657-1672 წწ.

9) სიკანდარ ადილ შაჰი – 1672-1686 წწ.

სალაბათ ხან II – კიდევ ერთი ქართველი მონა, რომელიც ინდოეთის მმართველად იქცა

სალაბათ ხანი - ინდოეთის მმართველი დიდვეზირი

 

უკვე ვისაუბრეთ 18 ქართველ მეფეზე, რომელიც ინდოეთს მართავდა. ისინი 2 ქართული სამეფო დინასტიის წარმომადგენელნი იყვნენ, მაგრამ ეს მე-19 ადამიანი იყო ფაქტობრივი მმართველი, რომელმაც ვერ შეძლო დაეარსებინა საკუთარი დინასტია და მიეღო მეფის წოდება. საუბარია სალაბათ ხანზე. ის სავარაუდოდ დაიბადა 1519 წელს. დაბადების წელი ვიცით იქიდან, რომ 1589 წელს ის მოხსენიებულია, როგორც “70 წლის მოხუცი.” სამწუხაროდ მის ახალგაზრდობაზე და ნამდვილ სახელსა და გვარზე არ შემორჩა ინფორმაცია, მაგრამ ვიცით, რომ ერთი პერიოდი მას შიჰაბ ხანს უწოდებდნენ. ისტორიკოს ფერიშთას თანახმად სალაბათ ხანი იყო შაჰ თამაზის სამეფო მონა (შაჰ-ყული), რომელიც სეფიანთა შაჰმა საჩუქრად გამოუგზავნა აჰმადნაგარის სულთანს. ცნობილია, რომ 1540-1553 წლებში საქართველოში შემოსევების შედეგად შაჰ თამაზმა ათასობით ქართველი ტყვე წაიყვანა სპარსეთში. სალაბათ ხანიც ერთ-ერთი მათგანი იყო.

სრულად 

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

“ჟვანიას მეუღლემ მითხრა, ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ზურას დიდი თანხა მისცეს და ამ თანხის ამოღება მინდაო”

12 years ago
“10 წელში ქუთაისელები ქუთაისში აღარ იცხოვრებენ, ისევე როგორც თბილისელები აღარ იცხოვრებენ თბილისში…” – რატომ გაიზარდა მოთხოვნა ქალაქგარე მიწებზე

“10 წელში ქუთაისელები ქუთაისში აღარ იცხოვრებენ, ისევე როგორც თბილისელები აღარ იცხოვრებენ თბილისში…” – რატომ გაიზარდა მოთხოვნა ქალაქგარე მიწებზე

7 months ago
არტისტები ვართ ეს ქართველები

არტისტები ვართ ეს ქართველები

11 years ago
ქართველების 99%-ი უცხოელ ტურისტებს სიხარულით იღებს

გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტთა რიცხვი 43%-ით გაიზარდა

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by