• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში… ნუ იჩქარებთ…”

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რჩევები
A A
“ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში… ნუ იჩქარებთ…”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიწვეული ასისტენტ-პროფესორი, ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ეხმაურება  სასკოლო მზაობას და მის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“პირველ კლასში რა ასაკში უნდა შევიდეს ბავშვი, ეს დამოკიდებულია არა იმაზე, წერა-კითხვა როგორ იცის, არამედ რამდენად არის მზად იმ ხისტი წესრიგისთვის, რაც მოეთხოვება სკოლაში, განსაკუთრებით ქართულ სკოლაში, სადაც არანაირი რბილი გადასვლები საფეხურიდან საფეხურზე არ ხდება.

ჩემი დაკვირვებით ქართულ და ამერიკულ სკოლებზე, ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბაღი-სკოლის კავშირი თბილისშიც კი არ არსებობს. ეს ორი საფეხური უბრალოდ არ ურთიერთობს ერთმანეთთან.

არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს და მომავალ მასწავლებლებს რამდენიმე თვით ადრე, არ ახვედრებს სკოლა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ბავშვებს ერთმანეთს გამოცდილების გასაზიარებლად. სკოლას არ აქვს მორგებული სივრცეები და მეთოდები ჰიპერაქტიური, აუტისტური სპექტრის ან ქცევის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მერხთან ათ წუთზე მეტი ვერ ჩერდებიან, არ აქვს გამართული სასადილო ან კვების მოდელი, რომელიც მორგებულია 5-6 წლის ბავშვზე.

კერძო სკოლების მაგალითებს ნუ მომიყვანთ, ეგ გამონაკლისებია და თანაც ჩემს შვილებს ჯამში 5 საუკეთესო კერძო სკოლა აქვთ გამოვლილი თბილისში და არც ერთს არ ჰქონდა ბოლომდე გამართული სისტემა.

საქართველოს საჯარო სკოლებში ასევე არ არსებობს მოსამზადებელი კლასი 5 წლის ბავშვებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, ვისაც ბაღში არ უვლია და პირდაპირ სკოლაში შედის. ასევე არ არსებობს რაიმე სახელმწიფო სერვისი, რაც ამერიკაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, რომელიც გაზაფხულზე ამოწმებს, რამდენადაა ბავშვი მზად მოსამზადებელ კლასში შესასვლელად აგვისტოში, რა უნარების განვითარება სჭირდება, რამდენად დამოუკიდებელია, როგორ ურთიერთობს ჯგუფთან, როგორ ესმის უფროსის ახსნა და ა.შ. სინამდვილეში, საერთოდ არაა საჩქარო სკოლაში შეყვანა. არაფერს ეგ ერთი წელი არ მატებს და უკეთესიც კია, თუ სკოლის დასრულებისას 18 წლის იქნება და უნივერსიტეტში ზრდასრული შევა. იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ ისეთი აბდაუბდა პროგრამა გვაქვს, რომ თქვენი უნიჭიერესი შვილი მაინც მთქნარებით მოკვდება პირველ კლასში, ან მოუწევს რუტინულ სამუშაოებზე მთელი დროის დახარჯვა, განვითარების ნაცვლად, რადგან არ არსებობს დიფერენცირებული მიდგომა დაწყებით კლასებში, არათუ საჯარო, კერძო სკოლებშიც კი. იმავე დროს, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ხშირად აქვთ ქცევის პრობლემები, რადგან უჭირთ წესების ბრმად მიღება და ყველა უფროსის მორჩილება. მათ თვალში ავტორიტეტი უნდა მოიპოვოს უფროსმა, რაც ქართულ სკოლაში უგულებელყოფილია. ამიტომ პირიქით, თუ თქვენი შვილი ვეფხისტყაოსანს ციტირებს და გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის კომუნიკაციების და ფიზიკური განვითარების ასპექტებს, სკოლაში შეყვანა არ იჩქაროთ ვადაზე ადრე, შეყვანისას კი სკოლას მოსთხოვოთ დიფერენცირებული მიდგომა, რაც სტანდარტში ისედაც გვიწერია.

ამ ყველაფერს ჰაერზე არ გეუბნებით. მე თვითონ დავუშვი იგივე შეცდომა, როცა ოქტომბრის ჰიპერაქტიური ბავშვი შევიყვანე კერძო სკოლაში და მერე 3 წელი მისი ქცევის დალაგებას გადავყევი, სანამ ამერიკაში არ გადმოვედით საცხოვრებლად. აქ ვნახე, რას ნიშნავს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური მზაობა სკოლისთვის და რატომ არ არის ხუთი წლის ასაკში საოცარი ფაქტების ცოდნა არსებითი სკოლაში შეყვანისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. ნუ იჩქარებთ. იმდენი ონლაინ რესურსია, იმდენი წიგნია ახლა, იმდენი აქტივობა, სადაც შეიძლება გონებრივად განვითარდეს ბავშვი. დააკვირდით, რამდენად არის მზად, უცებ ამხელა ხმაურიან და მომთხოვნ სივრცეში გადავიდეს. სკოლებს კი მოსთხოვეთ, უზრუნველყოს ნიჭიერი ბავშვის საჭიროებებიც”, – წერს ნანა დიხამინჯია.

ShareTweet

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

დუშეთში წყვილის მიერ ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დუშეთში წყვილის მიერ ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

6 years ago
გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

9 years ago
ევროპული თამაშების ფინალში ხუთი ქართველი სამბისტია

ევროპული თამაშების ფინალში ხუთი ქართველი სამბისტია

7 years ago
4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა – 14 თვიანი დუმილის შემდეგ მსჯავრდებული აპალარაკდა

4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა – 14 თვიანი დუმილის შემდეგ მსჯავრდებული აპალარაკდა

1 year ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by