• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სახვით ხელოვნებას აქვს უზარმაზარი სივრცე, სადაც ყველაფერია შესაძლებელი“ – გიორგი მახარაშვილი

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“სახვით ხელოვნებას აქვს უზარმაზარი სივრცე, სადაც ყველაფერია შესაძლებელი“ – გიორგი მახარაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„პირველ ყოვლისა, ხელოვნება ჩემთვის არის  მეტყველება, ერთგვარი ‘’ ვიზუალური ხმა“.  ჩემს შემთხვევაში ეს არის სახვითი ხელოვნება, რომელიც ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს – აქვს უზარმაზარი სივრცე, სადაც ყველაფერია შესაძლებელი“ – ასე  აღწერა ხელოვანმა, გიორგი მახარაშვილმა მოცემულობა, რომელიც მისი ნაწილია.

ის მხატვარია. ხატავს გრძნობებს, ემოციებს, პიროვნების სისუსტეებსა და მის ძლიერ მხარეებს – ყველაფერს, რაც ჩვენთვის ყოველდღიურობაა, იქნება ეს ცნობიერი თუ ჩვენთვის ჯერ კიდევ აუხსნელი. საკუთარ ნამუშევრებზე, მათ შინაარსსა და მნიშვნელობაზე, გიორგი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

რას გამოხატავთ თქვენი ნამუშევრებით?

ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ, ვაჩვენო ის სულიერი და ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის, სიმბოლოს ან მითოლოგიური არსების შიგნით, ხანდახან არაკონკრეტული პერსონაჟის ან რაიმე ძველი ნაგებობის შიგნით.  მსურს, ვაჩვენო ფიქრის ვიზუალური ძეგლი, ის შინაარსობრივი ინფორმაცია, რომელიც ხანდახან ლეგენდის ფორმით ან რწმენის ფორმით მეტაფორულად თუ ზოგადი ცხოვრების გამოცდილებით ჩამოგვიყალიბდა გონებაში  – ის ფასეულობები, რომლებსაც მნიშვნელობას ვანიჭებთ  იდეის დონეზე ან ინფორმაციის დონეზე ჩამჯდარია ჩვენს ცნობიერებაში.

რა გაძლევთ შთაგონებას?

უამრავი მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება, მომცეს შთაგონება. როცა კონცენტრირებული ხარ რაიმე იდეის შექმნაზე, მეტად უკვირდები იმ უხილავ შინაარსებს, რომლებიდანაც შეიძლება, საინტერესო ვიზუალი დაიბადოს.  ეს შეიძლება, იყოს ნაწარმოები, საუბარი ან ადგილი, სადაც ვიმყოფები.

როგორია თქვენი მხატვრული ხედვა?

ჩემი მხატვრული ხედვით მსურს, გავხადო ფიქრი ვიზუალური, რომელშიც თავმოყრილი იქნება ის სულიერი კავშირები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებთ, სხვადასხვა ვიზუალურ ხედვაში გვაერთიანებს.. ასევე, არ მინდა, იყოს ეს რაიმე კონკრეტული პიროვნება ან ხედვა.  მსურს, ჩემი ნამუშევრები იყოს ვიზუალურად რეალური, თუმცა, შინაარსობრივად მერყეობდეს რეალურსა და ამოუცნობს შორის, მთელი თავისი შინაგანი პროცესების ერთობლიობით

ხელოვნების სხვა მიმართულებითაც თუ ხართ დაინტერესებული?

ხელოვნებაში უამრავი სფეროა, უფრო მეტად იმ შინაარსობრივ გამოხატვას ვუკვირდები, რომელიც ამართლებს ფორმას, როგორც არის გამოხატული ესა თუ ის ნაწარმოებია თუ ნამუშევარი.  ფერწერის გარდა, საინტერესოდ მიმაჩნია ქანდაკება მონუმენტური მხატვრობა, კედლის მხატვრობა, რომელთანაც უშუალო შეხება მქონია.

რა მასალას ანიჭებთ უპირატესობას ტილოს დაწერისას?

ძირითადად, ვმუშაობ ზეთის საღებავით, რადგან ის ყველაზე მეტ სიღრმეს იძლევა, რაც ჩემს ამოცანებს ყველაზე მეტად ეხმაურება.. თუმცა, ასევე, ვაკეთებ ექსპერიმენტებს, რაშიც ვიყენებ როგორც აკრილს, ასევე, სხვადასხვა ფაქტურას.

რას გასწავლით მხატვრობა – რამდენად  დიდ როლს თამაშობს ნიჭი მხატვრობაში?

მე ვფიქრობ, ხელოვნების ყველა დარგი საჭიროებს ბევრ ფიქრს, მეტ დაკვირვებას და სხვანაირ გააზრებას, გარდა იმისა, რომ გვანვითარებს კონკრეტულ სფეროში   ტექნიკურად, ასევე გვავითარებს პიროვნულად. რაც მეტ ხანს ხარ ამ სფეროში, მით მეტ პარალელს ხედავ ცხოვრებასთან, რასთან გაქვს საქმე – როგორია შენი მდგომარეობა ცხოვრებაში მსგავსად, როცა ნამუშევარს უყურებ შორიდან და გინდა – მთლიანი სურათი აღიქვა მთელი სისავსით.

ნიჭი მნიშვნელოვანია – ვფიქრობ, სათავეა ამ სამყაროში ჩასაძიებლად .. თუმცა, ყველაფერს ნიჭს ვერ მივაწერდი. ასევე მნიშვნელოვანია ამ იარაღის სწორად მიმართვა, განვითარება, ამოყვანა – რათა დავინახოთ, რა იმალება მასში (ჩვენში).. დიდი ხანია, ვასწავლი სამხატვრო აკადემიაში, სადაც უამრავი ნიჭიერი სტუდენტი გადის ამ პროცესებს. სწავლობენ, ეუფლებიან ტექნიკურ მხარეებს მხატვრობის, ყველაზე ხშირი – რასაც ვამბობ, ის არის, რომ: ‘’ხატვა არის ფიქრი’’.  ფიქრი ავითარებს  ტექნიკასაც და პიროვნებასაც, შემდგომ ის ვნება – რომელიც მასშია, მიეცემა ხელს. ნიჭი  და მხატვრის მოუსვენრობა, რომ უნდა აკეთოს, ქმნის ერთიანობას – რომელიც ერთად მუშაობს.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

მუხთარლის საქმეს თუ პროკურატურა გამოიძიებს, საქმეს დამოუკიდებლობას შესძენს – თამარ ხულორდავა

9 years ago
ფრანსუა ოლანდი: “მინდა მხარდაჭერა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ხელს აწერთ ასოცირების ხელშეკრულებს”

ფრანსუა ოლანდი: “მინდა მხარდაჭერა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ხელს აწერთ ასოცირების ხელშეკრულებს”

12 years ago
საქართველო გახდა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი 2016-2018 წლების ვადით

საქართველო გახდა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი 2016-2018 წლების ვადით

11 years ago

განათლების სამინისტრო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს იკვლევს

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by