• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პირველი ეკლესიები და სარწმუნოებრივი რიტუალების შენობების ისტორია საქართველოში

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
პირველი ეკლესიები და სარწმუნოებრივი რიტუალების შენობების ისტორია საქართველოში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 IV-VII საუკუნეები უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული კულტურის ისტორიაში. თუმცა იმდროინდელი – ადრეული შუა საუკუნეების – ქართული ნივთიერი კულტურის მაღალი დონის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი ხუროთმოძღვრებაა, არა მარტო გადარჩენილ ძეგლთა სიმრავლის, არამედ მათი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების გამოც. ქრისტიანულმა რელიგიამ ხუროთმოძღვრებს სრულიად გარკვეული ამოცანა დაუსახა – სარწმუნოებრივი რიტუალის ჩასატარებლად უნდა შექმნილიყო საგანგებო შენობა, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა.

ახალი ამოცანის გადაწყვეტა, ცხადია, ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. წერილობითი წყაროებისა და უძველეს ეკლესიათა შემორჩენილი ნიმუშების შესწავლა მოწმობს, რომ თავდაპირველად ღვთისმსახურების დროს მლოცველები გარეთ იდგნენ, ეკლესიაში კი – მხოლოდ მღვდელი შედიოდა. პირველი ეკლესიები მინიატურული სამლოცველოები იყო, რომლებიც თანდათან იქცა მეტ-ნაკლებად ტევად ნაგებობებად, V საუკუნის ბოლოს კი უკვე საკმაოდ დიდი ტაძრების შენებაც დაიწყეს. როგორც ცნობილია, ადრეულ ქრისტიანულ ხანაში დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა: წაგრძელებული უგუმბათო შენობა ბაზილიკა და ცენტრული ჯვრისებრი შენობა, რომლის ცენტრი წრიული ან მრავალწახნაგაა (ჩვეულებრივ, რვაწახნაგა); ის ყოველთვის გუმბათით არ იყო გადახურული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ორი სახეობა შენობათა ორ განსხვავებულ ფუნქციას შეესაბამებოდა: ბაზილიკები ჩვეულებრივი ეკლესიები იყო, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა წარმოებდა, ცენტრული შენობები კი – წმინდანის საფლავთან დაკავშირებული მემორიალური სამლოცველოები.

ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურაშიც ვხვდებით ამ ორ სახეობას – წაგრძელებულ უგუმბათო ნაგებობებსა და ცენტრულ ნაგებობებს, მაგრამ მათ შორის არ არსებობს ზემოთ აღნიშნული ფუნქციური სხვაობა. გარდა ამისა, საქართველოში უცნობი იყო ცენტრული შენობის ისეთი წრიული ან მრავალწახნაგა გეგმა, როგორიც დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება. ქარელრთული ცენტრული ტაძრის ბირთვს, როგორც წესი, წარმოადგენს კვადრატი, რომელზედაც აღმართულია გუმბათი და რომლის გარშემოც ვითარდება ჯვრისებრი გეგმა. კვადრატზე დამყარებული გუმბათის თემა უკავშირდება, ერთი მხრივ, ანალოგიურ კომპოზიციას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ძველ ხუროთმოძღვრებაში, მეორე მხრივ, ქართული ხალხური არქიტექტურის ტრადიციებს, კერძოდ, საცხოვრებელი „დარბაზის“ ტიპს, რომელიც ქრისტიანობის გავრცელებამდე ბევრად უფრო ადრე შეიქმნა. სამნავიანი ბაზილიკის ტრადიციულ ტიპს ნერგავდა ოფიციალური ეკლესია, რადგანაც ეკლესიას დასაწყისში ესაჭიროებოდა უკვე აღიარებული, ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ხელდასხმული ნიმუშები.ქართველ ოსტატთა მიერ ბაზილიკის აგების პირველი ცდები ამჟღავნებს ახალ ამოცანათა გადაჭრის სიძნელეს, მოწმობს, როგორ „ებრძოდა“ ეს ახალი თემა ცენტრული გეგმის გავლენას. რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველოში ტრადიციულ სამნავიან ბაზილიკათა შეფარდება გუმბათოვან ეკლესიებთან ისეთი არ არის, როგორიც, მაგალითად, სირიაშია, სადაც ბაზილიკათა რაოდენობა ბევრად სჭარბობს ცენტრული ტაძრების რაოდენობას. საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან სვეტებით კი არა, არამედ კედლებითაა გაყოფილი. არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია სამი დამოუკიდებელი სამლოცველო. ეკლესიის ეს ფორმა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უცნობია, VII საუკუნიდან მოყოლებული გარკვეულ ევოლუციას განიცდის. ამ ტიპის ეკლესიებს X საუკუნემდე აშენებდნენ, ისევე, როგორც ბაზილიკას. გარდა ამისა, საქართველოში იმთავითვე გავრცელდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი, უმარტივესი სახე – ერთნავიანი ეკლესია, რომელიც არსებობდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ყველა ეტაპზე. სოფლის მცირე სამლოცველოთა უმეტესობა ამ ტიპს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესიებიც.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება“ – ლევან დავითაშვილი

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება“ – ლევან დავითაშვილი

8 years ago
სებ-ი ლარის სიმბოლოს შესარჩევ კონკურსს აცხადებს

5-ლარიანის მონეტის დიზაინის ესკიზზე ეროვნული ბანკი კონკურსს აცხადებს

8 years ago
საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა

9 years ago
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3993 ლარი გახდა

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by