“მაგთის” გაფრთხილება აბონენტებს – კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ უპასუხონ საერთაშორისო ნომრიდან მიღებულ ტექსტურ შეტყობინებებს.
“მაგთიკომმა” საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 12-ნიშნა ნომერზე გადარეკვის შემთხვევაში, ბალანსიდან თანხის ჩამოჭრა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თაღლითების ჯგუფი აბონენტებს აზარალებს და მათი პირადი ბალანსიდან თანხას ითვისებს.
22.01.14