• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გახსნა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1391855258_irakli-garibashvili-3საქართველოსა და ლიტვას 20 წელზე მეტია, დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებთ და ამ პერიოდში ჩვენ თანამშრომლობის მტკიცე საფუძველი შევქმენით; დღევანდელი შეხვედრა ისტორიული მოვლენაა, – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ვილნიუსში.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„საქართველო მზად არის, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი ჩვენ შორის ენერგორესურსების, ასევე ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საქმეში. ამ სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა. სასიხარულოა, რომ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 54 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველო მზად არის, ძალ-ღონე არ დაიშუროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, რომლებიც ადგილს დაიმკვიდრებენ საერთაშორისო არენაზე და ამ გზით გახდებიან საქართველოსა და ლიტვის მეგობრობის დესპანები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს დისკუსიებს ვიწრო სპეციალიზაციის კონკრეტულ საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული გზები და საჭიროებისამებრ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

“დაბრკოლებების გადალახვა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრა ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის სასურველ შედეგებსა და ორმხრივ სარგებელს მოიტანს. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებასა და გააქტიურებას“, – მიმართა პრემიერმა მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს.

საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრის გახსნაში ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტველ კოლეგა, ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ლიტვის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობასა და სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ლიტვის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტისას მოეწერა. დოკუმენტი ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში თანაშრომლობის გააქტიურებას, ასევე კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ბორჯომში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

ბორჯომში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

11 years ago
მიტროპოლიტი ნიკოლოზი საყდრისში  ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ და მობილიზებისკენ მოუწოდებს

მიტროპოლიტი ნიკოლოზი საყდრისში ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ და მობილიზებისკენ მოუწოდებს

12 years ago
დავით ზალკალიანი პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა

დავით ზალკალიანი პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს შეხვდა

8 years ago

9 თვეში სასამართლოებმა 43 ადამიანი გაამართლეს

13 years ago

ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით,...

მეტის ნახვაDetails
„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს 10/24/2026
  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by