ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი.
წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით, 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.