• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არასამთავრობოები: „სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს“

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
არასამთავრობოები: „სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

d9d43b7228b19b02b75b229d63c2d800არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და კვლავ უსამართლო საარჩევნო სისტემა დატოვა.

განცხადების ტექსტს “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მივიჩნევთ, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას.

სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტი არ ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარებას.

მოქმედი საარჩევნო სისტემა მრავალი წელია არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების კრიტიკის ობიექტია, რადგანაც:
• საკრებულოს არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში;
• არსებული სისტემით ხდება ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვა, რადგანაც გამარჯვებული შეიძლება გახდეს კანდიდატი, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა;
• არ არის უზრუნველყოფილი ერთი ხმის თანაბარი წონის პრინციპი, რადგანაც სიდიდით განსხვავებული საარჩევნო ოლქები საკრებულოში თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებს ირჩევენ.
• არსებული სისტემა მმართველ გუნდს არჩევნებში უსამართლოდ დიდ უპირატესობას აძლევს.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, ინტერფრაქციულ ჯგუფს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შევთავაზეთ რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო, კერძოდ: მერისა და გამგებლების არჩევა თანაბარი, 50%-იანი ბარიერით და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აღნიშნული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ზემოაღნიშნული სისტემური ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნებს მხარს უჭერდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური გაერთიანება, რის შესახებაც ერთობლივი პეტიცია იქნა გავრცელებული.

საარჩევნო სისტემაში ამ პრინციპების მიხედვით ცვლილებას ითხოვდნენ დღეს მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიებიც 2011 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ისინი ოპოზიციაში იმყოფებოდნენ.

მიუხედავად ჩვენს მიერ შეთავაზებული არაერთი წინადადებისა, სამწუხაროდ, ინტერფრაქციულ ჯგუფში მმართველი კოალიციის მიერ არ მოხდა არც ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გაზიარება. მეტიც, ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც ერთი წონადი არგუმენტი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემური ცვლილებების საწინააღმდეგოდ. მმართველი კოალიციის მიერ მომზადებული ცვლილებები კი ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული სისტემური ნაკლოვანებების აღმოფხვრას. უფრო მეტიც, შემოთავაზებული ცვლილებებით დადგენილია განსხვავებული საარჩევნო ბარიერი გამგებლისა და მერის არჩევნებისთვის, რაც სრულიად გაუგებარი ინიციატივაა და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების მოსახლეობის არჩევანს არათანაბარ პირობებში აყენებს. უფრო მეტიც, უქმდება კანონის მოქმედი ნორმა და საინიციატივო ჯგუფებს აღარ ექნებათ უფლება მერობისა/გამგებლის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინონ, რითიც ხდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფა.

სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არ ცდილობენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შეჯერებას. მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს საქართველოში სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას და მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

05.02.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ვილჰელმ კრული – საყდრისის მაღარო მსოფლიოში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა

12 years ago

სამეწარმეო მიზნებისთვის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება

13 years ago
6 ნოემბერს საქართველოს ოლჰამ ალიევი ეწვევა

ილჰამ ალიევი: „ევროპა არ არის საკუთარი ღირებულებების ერთგული”

11 years ago
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

2 weeks ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by