• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო დაფინანსებაც აშშ-სგან“ – ალექსანდრე თვალჭრელიძე

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
„ვფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო დაფინანსებაც აშშ-სგან“  – ალექსანდრე თვალჭრელიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed-2წინა კვირა საკმაოდ დატვირთული იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის  აშშ-ში ვიზიტს  და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დიდი რეზონანსი მოყვა, განსხვავებული მოსაზრებები ისმოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდანა. ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ”თბილისი თაიმსს” ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.

როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? საპარლამენტო უმცირესობა აცხადებდა, რომ ეს იყო ზედაპირული  და კონკრეტიკას მოკლებული გამოსვლა ხოლო უმრავლესობის წევრები დადებითად აფასებდნენ პრეზიდენტის პირველ გამოსვლას, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად ზუსტად იყო დასმული აქცენტები?

უმცირესობის კრიტიკის მოსმენა უკვე აღარ შეიძლება, მათ არავისი არაფერი არ მოსოწონთ, ისინი შეჩვეულნი არიან მტაცებლურ ტონს. მეჩვენება, რომ მმართველობის ახალი სტილი ფუძნდება. ბატონმა გიორგიმ ზუსტად მოხაზა საკუთარი უფლება-მოსილების ჩარჩოები და არავითარი მცდელობა აღარ  არის ამ ჩარჩოების გადამეტებისა, ეს არის ახალი ხილი ქართული პოლიტიკისა, წინა პრეზიდენტები, ზვიად გამსახურდია, ედვარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი ცდილობდნენ გადაემეტებინათ საკუთარი უფელბა-მოსილებებისთვის, ახლა კი ამის მცდელობაც არ არის. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ზუსტად მოხაზა ის ვექტორები რაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ის აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ამიტომ ვერავითარ კონკრეტიკაში ვერ შევიდოდა, მას შეუძლია დახაზოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები, რაც გააკეთა კიდეც. პრიორიტეტები კი შემდეგია: ევროპისკენ სწრაფვა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთთან მიმართებაში, ურთულეს პრობლემებზე აზრის გამოტანა. მეჩვენება, რომ პრეზიდენტს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პუტინის ადმინისტრაციის პერიოდში ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მთავარია მივიდეთ იმ პრეიოდამდე, როცა პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში, აი მაშინ კი მავთულხლართებისა და სხვა პრობლემების მოგვარება იქნება შესაძლებელი. ჩემი აზრით, მავთულხლართების მიმართ გადამეტებული ისტერიაა შექმნილი,საქმე იმაშია, რომ ისინი უბრუნდებიან იმ საზღვრებს, რომელიც სტალინმა მოხაზა, მეჩვენება, რომ ამ პრობლემების  მოგვარება მარტივად იქნება შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში, რადგან ეს ყველაფერი რუსეთმა გააკეთა მხოლოდ ერთი მიზეზით, მათ სჭირდებოდათ აფხაზეთის ოფშერული ზონა, სადაც უნდა ყოფილიყო მილიარდი ბარელი ნავთობი, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა რადგან ნავთობი არის უფრო სამხრეთით, ფოთის ტრავერზე, ამიტომ ეკონომიკური ინტერესი აფხაზეთისადმი თანდათან შესუსტდება და ყველაფერი დაუბრუნდება თავის ადგილზე.

მარგველაშვილი შეეხო ასევე ეკონომიკის საკითხებსაც, მან თქვა, რომ ბიზნეს-სექტორზე ზეწოლა მოიხსნა, თუმცა იყო შეფერხებები, ინვესტიციებიც გარკვეულწილად შეფერხდა, რამაც  ეკონომიკური უკუსვლა გამოიწვია.  რა შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით გვითხრათ, რამ გამოიწვია ინვესტიციების კლება და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ კუთხით?

ეს ყველაფერი გამოიწვია კოჰაბიტაციამ. ორხელისუფლებიანობის პერიოდში ინვესტორები, რა თქმა უნდა, თავს იკავებდნენ ინვესტიციების გაკეთებისგან. შარშან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის თანადაფინანსების 6 მილიარდიანი ფონდის დაფუძნება, რაც გამოიწვევს ინვესტიციების შემოდინებას. ინვესტორებს დრო სჭირდებათ, მთავარია, რომ მზაობა არის და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს როგორ შეაფასებდით, რამდენად გამართულად მუშაობს ის, რა ხარვეზებია მათ მუშაობაში და რა უნდა გაეკეთებინათ ლარის კურსის რყევისა, მათი წინ გადადაგმული ნაბიჯები რაში მდგომარეობს?

მთავარი ხარვეზი არის მათი გამოუცდელობა, ეკონომიკური გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ეკონომისტებით, რომლებმაც კარგად იციან ეკონომიკა, თუმცა სახელმწიფოს მართვაში ჯერ გამოცდილება არ აქვთ. ეს გამოსწორებადი ხარვეზებია და ვფიქრობ მალე გამოსწორდება. რაც შეეხება წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ეს არის თანადაფინანსების ფონდის დაარსება, სოფლის მეურნეობის გამოყვანა ჩიხიდან, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის მცდელობა. ერთერთი წარმატებული ნაბიჯი კი არის ასევე ჰუდონჰესის მშენებლობა, ამ პროექტს მოწინააღმდეგე არ უნდა ყავდეს თუ გვინდა, რომ არ ჩავბნელდეთ და ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. თავის დროზე ენგურჰესიც არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ რადგანაც ის აშენდა აუცილებელია ამ კასკადის შექმნა, ის ეკოლოგიური ხიფათები, რომლების შეიძლებოდა შექმნილიყო უკვე შექმნილია, ჰუდონჰესი კი არაფერს დაუმატებს, ტყუილია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ამ ჰესის აშენება შეცვლის ჰავას.  მისი აშენების შემდეგ კი საჭიროა აშენდეს ჰაიშჰესი. ყველა ადამიანი, ლიდერები თუ არასამთავრობოები, რომლებიც ჰუდონჰესის აშენების წინააღმდეგნი არიან ასრულებენ რუსეთისა და  საქართველოს  სხვა მტრების დაკვეთას, რომელთაც არ სურთ, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ჩვენ სხვა რესურსი არ გაგვაჩნია.

ღარიბაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ორი წლის განმავლობაში ასეთი რანგის ვიზიტი პირველია ახალი მთავრობისთვის. როგორ შეაფასებდით ამ ყველაფერს, რამდენად გაართვა თავი ღარიბაშვილმა აღნიშნულ ვიზიტს? როგორ ფიქრობთ რა შენიშვნები შეიძლებოდა მიეღო ბარაკ ობამასგან ჩვენს პრემიერს?

ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. ღარიბაშვილმა მიიღო ყველაფერი ის, რისი მიღებაც შეიძლებოდა ამ ვიზიტისგან, მიიღო აბსოლიტური ცალსახა მხარდაჭერა აშშ-სგან, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცისაკენ მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ რაღაც პრიორიტეტები. ვფიქრობ ღარიბაშვილმა მიიღო ასევე დაფინანსებაც აშშ-სგან. არამგონია  მას ობამასგან რაიმე დიდი შენიშვნები მიეღო.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ–ის  პრეზიდენტი ბარაკობამა შეუერთდა, აშშ-ს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ობამას ამ გადაწყვეტილებას ძალიან დადებითი რეზონანსი მოყვა, რას მოუტანს ქვეყნის იმიჯს ეს შეხვედრა?

ეს შეხვედრა მოუტანს საქართველოს სტაბილურ ვექტორს, მხარდაჭერას აშშ-სგან.  რა თქმა უნდა, ამერიკა რუსეთს, საქართველოს გამო, ომს არ  გამოუცხადებს, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური ბერკეტები რუსეთის წინაარმდეგ, მხედველობაში მაქვს ე.წ ნავთობის იარაღი, ნავთობზე ფასის დაკლება რუსეთის დაშლას ნიშნავს. გამოიყენებს თუ არა ობამა ამას ეს მეორე საკითია, ალბათ გამოიყენებს კიდეც, როდესაც მოთმინების ფიალა აევსება.

უკრაინის საკითსაც მინდა შევეხო, სამ თვიანი სისხლიანი  ბრძოლის შემდეგ ამ ქვეყნისთვი ახალი ეპოქა იწყება, რა გარდატეხა მოხდა უკრაინაში, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ ყირიმს დათმობ რუსეთი?

არა მგონია რუსეთმა დათმოს ყირიმი, მან შეიძლება გამოიყენოს ბინძური მეთოდები უკრაინასთან. უკრაინელები მიხვდებიან თუ რა მოხდა, უკრაინაში მოხდა ის, რაც 1992 წელს  საქართველოში მოხდა კომუნისტური ელიტის პოლიტიკური სარბიელიდან განდევნა. დღემდე უკრაინას მართავდნენ პოსტკომუნისტური ლიდერები, იუშენკოს ჩათვლით, ის იყო პრემიერ- მინისტრი კუჩმას პრეზიდენტობის დროს, ამიტომ ისიც პოსტკომუნისტური ლიდერია, როგორც იულია ტიმოშენკო და სხვები. ჩვენ 22 წლით გავასწარით მათ. იმედია უკრაინაში დემოკრატიული წესებით განვითარდება მოვლენები. არჩევნები მაისში იქნება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ყველაფერი ჩაჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი უკრაინაში წყდებოდა, უკრაინა ახალ ცხოვრებას იწყებს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მოვლენამ საქართველოზე, რას უნდა ველოდეთ?   

მე მგონია, რომ ეს არის ქართველების გადამეტებული შეშფოთება და შიშია, მოვლენები განვითარდება  ისე როგორც საჭიროა, ნელნელა ყველაფერი ჩადგება კონსტიტუციურ ჩარჩოში, ჩვენ მხოლოდ უნდა ველოდოთ ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.

28.02.14

ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

„ვიზალიბერალიზაციის პროცესი რიგის სამიტზე უნდა დაგვესრულებინა“ – სერგი კაპანაძე

„პარტია არჩევნებს კონკრეტული ხედვით იგებს და არა ციფრებით“ – სერგი კაპანაძე

10 years ago
მოპედით გადაადგილებისთვის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება – გომელაური

მოპედით გადაადგილებისთვის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება – გომელაური

5 years ago
კორცხელი #53 – საარჩევნო მუშტი-კრივი

კორცხელი #53 – საარჩევნო მუშტი-კრივი

10 years ago

პრაღის თეატრში მარტოხელებისთვის “სიყვარულის რიგზე” ბილეთების გაყიდვა დაიწყო

13 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by