იტალიის სახელმწიფო ჯილდო მშვიდობისა და კულტურის დარგში ქართველ პოეტ დავით მაღრაძეს გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია კალაბრიის რეგიონში მდებარე ქალაქ შილაში გაიმართა.
საღამოს გამოჩენილი იტალიელი ლიტერატორები და კრიტიკოსები ესწრებოდნენ. მაღრაძის პოემებზე საუბრის შემდეგ, სურვილი გამოთქვეს, პოეტის მომდევნო ნაწარმოები სწორედ კალაბრიის რეგიონში გამოიცეს.
ქართულ დელეგაციას ქალაქ შილას მერმაც უმასპინძლა.
14.03.14