• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებებს ასაჯაროებს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

small_63278314prokuraturisshenoba(5)პროკურატურა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებებს ასაჯაროებს. პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა გაესაჯაროებინა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები. აღნიშნულ საქმეზე ბოლო პერიოდში პროკურატურის მისამართით მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან. ყოფილი ხელისუფლება მოტივირებულია ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერი გზებით და მეთოდებით მოახდინოს პროკურატურის დისკრედიტაცია, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და დაეხმაროს ბრალდებულ ბაჩანა და დათა ახალაიებს, რათა გამართლებული იყვნენ წარდგენილ ბრალდებებში.
მიუხედავად იმისა, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული და ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელიც მოგვცემს სრულ სურათს თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი, რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა გვამს, აჩვენებს მათი მიყენების ხერხს, ლოკალიზაციას და ხანდაზმულობას, როგორც ზემოთ განვაცხადეთ, აუცილებლად ჩავთვალეთ საზოგადოებას გავაცნოთ საქმის ახალი დეტალები.

2014 წლის 24 თებერვალს, შალვა თათუხაშვილს პროკურატურიდან ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი და განუმარტა, რომ ის მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ე.წ “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე, ვინაიდან იმ დროისთვის მას შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

იმავე დღეს, შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან, ძმასთან და მეგობართან ერთად გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში. ის, რომ მოწმე თათუხაშვილი არ იმყოფებოდა მარტო და საკუთარი ნებით მივიდა თბილისის პროკურატურაში, დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირებით. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ორი ადვოკატის თანდასწრებით თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. “ნავთლუღის სპეცოპერაციის” ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა. ის რომ ჩვენება ადვოკატების თანდასწრებით იქნა მიღებული, დასტურდება ასევე ორივე ადვოკატისგან მიღებული ჩვენებით, რომელსაც სხვა მასალებთან ერთად წარმოგიდგენთ. დაკითხვისას თათუხაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ჩვენების გამო შესაძლებელი იყო ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნათ რისიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეშინოდა. მან პროკურატურას მიღებული ჩვენების სანაცვლოდ მოსთხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, სახელისა და გვარის შეცვლა და შესაბამისად, ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა პირველ ეტაპზე მოწმე თათუხაშვილს დათანხმდა ჩაერთო ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში და ამ მიზნით, შალვა თათუხაშვილისთვის მოხდა კონსპირაციული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე დაენიშნა პირადი დაცვა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოწმე თათუხაშვილმა ადვოკატებთან ერთად, უვნებელმა დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა, რაც დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალით. ამავე ფირზე ჩანს, რომ მოწმე თათუხაშვილს გარეთ ძმასთან და მეგობართან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდებოდა. ასევე, ფირზე ფიქსირდება ისიც, რომ თათუხაშვილი მივიდა ძმასთან და გააფრთხილა მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ მოწმე ჯდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაცვისთვის გამოყოფილ ოპერატიულ ავტომობილში და მიემართება კონსპირაციული ბინისკენ. ეს ფაქტიც, ისევე როგორც ყველაფერი ზემოთ ნათქვამი, აღბეჭდილია აქვე წარმოდგენილ ვიდეოფირზე და საგულისხმოა ისიც, რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს, რომელთა თანდასწრებითაც ყველა მოქმედება განხორციელდა, არ გაუპროტესტებიათ.

25 თებერვალს, თათუხაშვილმა პირადი ნივთების აღების მიზნით, დაცვას მის საცხოვრებელ სახლში მიყვანა მოსთხოვა, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მედიაში გავრცელდა მოწმე თათუხაშვილის მამის გოგი თათუხაშვილის განცხადება, რომ მისი შვილი პროკურატურას ჰყავდა გატაცებული და იყო დაკარგული, თუმცა ოჯახის არც ერთ წევრს შალვა თათუხაშვილის ძებნაზე სამართალდამცავი უწყებების დაინტერესების მიუხედავად, არ მიუმართავს.

18 მარტს, ისანი-სამგორის პოლიციაში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბიდან შევიდა შეტყობინება, რომ ორი ნასვამი ახალგაზრდა არაადექვატურად იქცეოდა და პერსონალს აწუხებდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც ადგილზე მისულ რაიონულ პოლიციას დახვდა, სწორედ შალვა თათუხაშვილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მოწმე თათუხაშვილი მეგობარ და თანასოფლელ გიორგი.ა-სთან ერთად, ტაქსით გამთენიისას, 18 მარტს ღამის გასართობ დაწესებულებაში მივიდა, რასაც ახლომდებარე შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაარკვია, რომ შალვა თათუხაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული, ის დაუყოვნებლივ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს. შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირების საშუალებით დგინდება, რომ შალვა თათუხაშვილი გადაადგილდებოდა მარტო, ყოველგვარი ფიზიკური ზეწოლის გარეშე. შენობის შიგნით დაფიქსირებულ ფირზე კი აღბეჭდილია ისიც, რომ მოწმე თათუხაშვილი ასევე მარტო მოძრაობდა პროკურატურის შენობაში და იმ დროისათვის და არც მანამდე მასზე არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდებოდა. ქალაქის პროკურატურაში მოწმე თათუხაშვილისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და დაკითხვა მოხდა. მან დაადასტურა 24 თებერვალს მიცემული ჩვენება და ასევე მისცა განმარტება, თუ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა გაუჩინარების შემდეგ. მან განაცხადა, რომ ეშინოდა ახალაიების ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი ანგარიშსწორების და იმალებოდა ტყეში. დაკითხვის დასრულების შემდეგ, თბილისის პროკურატურის შენობის შიგნით განთავსებული ვიდეოთვალიდან ამოღებულ ფირზე ჩანს, რომ მოწმე საკუთარი ნებით და აბსოლუტურად უვნებელი ტოვებს შენობას და აქვე ისიც ჩანს, რომ გამომძიებელთან და პროკურორთან უკვე ახლო ურთიერთობაში მყოფი შალვა თათუხაშვილი, მის თანმხლებ პირებს გზასაც კი უთმობს და კარში პირველებს თავაზიანად ატარებს. ამ ფაქტს პროკურატურა იმის გამო აღნიშნავს ხაზგასმით, რომ ახალაიების ოჯახის წევრები და თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, თითქოს სწორედ ამ დღეს აწამეს აწგარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი, ვიდეოფირზე დაფიქსირებული ფაქტი კი საპირისპიროს ადასტურებს. მოწმის წამების შემთხვევაში შალვა თათუხაშვილი ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და მითუმეტეს არ ექნებოდა ახლო და თავაზიანი ურთიერთობა გამომძიებლებთან. შენობიდან გამოსული შალვა თათუხაშვილი პირდაპირ მეუღლის სახლში მივიდა, რაც ასევე დასტურდება ქუჩის ვიდეოთვალებიდან უწყვეტ რეჟიმში ამოღებული ვიდეოფირით. თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურიდან ე.წ. სოკარის ბენზინგასამართ სადგურამდე იარა ფეხით, შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და ჟვანიას მოედანზე მივიდა. ამის შემდეგ მეუღლის ტელეფონიდან შალვა თათუხაშვილი დაუკავშირდა გამომძიებელ ძნელაშვილს და განუცხადა, რომ ახალი ტელეფონის აღებამდე მასთან დაკავშირებას პროკურატურა ამ ნომერზე შეძლებდა, მოგვიანებით თათუხაშვილი ურეკავს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელს ძმის ტელეფონიდან და იგივე შინაარსის ტექსტს ეუბნება. საგულისხმოა ის, რომ ოჯახის წევრები და ადვოკატები, ვინც შალვა თათუხაშვილის გაუჩინარების ამბავზე განცხადებებს აკეთებდნენ, შალვა თათუხაშვილის ოჯახში გამოჩენის შემდეგ აღარ გამოსულან და არ უთქვამთ, რომ ე.წ. გაუჩინარებული მოწმე გამოჩნდა.

20 მარტს, შალვა თათუხაშვილს ისევ ქუჩის ვიდეოთვალი აფიქსირებს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკვე ჩვენს მიერ ხსენებულ ღამის გასართობ დაწესებულებასთან, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

21 მარტს, შალვა თთუხაშვილი მიდის თელეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში და აცხადებს, რომ დაკარგა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, რასაც ადასტურებს თათუხაშვილის მიერ დაწერილი განცხადებაც. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების მეორე დღეს მოწმე თათუხაშვილის მამა გოგი თათუხაშვილი სოციალური ქსელით აქვეყნებს სწორედ ამ დაკარგული მოწმობის ფოტოს, რასაც ტირაჟირებას უკეთებს ახალაიას მეუღლე.
მთავარი პროკურატურა შეეცადა, გამოძიების ამ ეტაპზე საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებზე გაეცა პასუხი და თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეოფირები და დოკუმენტაცია. რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების – “ნაციონალური მოძრაობის” და ახალაიების ოჯახის წევრების განცხადებებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს გასცდა ყოველგვარ ზნეობრივ ზღვარს. მთავარი პროკურატურა ფიქრობს, რომ მოწმე თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტით პოლიტიკური სპეკულირება ხდება, ე.წ “ნავთლუღის სპეცოპერაციის” და სანდრო გირგვლიანის საქმეების გადასაფარად. პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სანდრო გირგვლიანის საქმის ისე წარმოჩინებას ცდილობენ, თითქოსდა გირგვლიანზე ძალადობა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი არა, მისმა მეგობარმა ბუხაიძემ განახორციელა, რაც სრული სიცრუეა.

რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ შალვა თათუხაშვილის ჩვენება ერთადერთია ე.წ. “ნავთლუღის საქმეში”, მოგახსენებთ, რომ საქმეში არსებობს სხვა პირების არაერთი მამხილებელი ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია თათუხაშვილის ჩვენებასთან და ადასტურებს ახალაიას ბრალეულობას ამ საქმეში. აღნიშნულ ჩვენებებს შალვა თათუხაშვილის ჩვენებასთან ერთად მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს, რადგან საზოგადოება დარწმუნდეს, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, მოქმედი სამართალდამცავები იარაღის მუქარის ქვეშ არ იღებენ ჩვენებებს.

მთავარი პროკურატურა მოუწოდებს ყველა მხარეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებების და სიცრუის ტირაჟირებისგან”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

03.04.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026

საინტერესო

პატრიარქი – სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია – სიმაღლე, უბრალოებაში – სიდიადე, გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება

ილია მეორე – მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს

7 years ago

„გაწვევა არის სამართლებრივი აქტი და მინისტრის ბრძანება მას ვერ გააუქმებს“ – დავით თევზაძე

10 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

პატრიარქი საპრეზიდენტო კანდიდატებზე – უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს

8 years ago

საქართველოში მომხმარებელი ონლაინ მაღაზიებს არ ენდობა

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by