• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ეღირება ზაფხულში დასვენება? – ტურისტული კომპანიების პროგნოზი

12 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

voyage-autour-du-mondeსაქართველოში მალე ცხელი ტურისტული სეზონი გაიხსნება, ”თბილისი თაიმსი” კი შეეცადა გაერკვია თუ რომელი კურორტებია ზაფხულში მოთხოვნადი  და რა დაუჯდებათ ესა თუ ის ტური დასვენების მსურველებს.

გამოიკითხა ბაზარზე არსებული 7 ტურისტული კომპანია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ როგორც შარშან, ასევე წელს პოპულარულია თურქეთის, ეგვიპტისა და დუბაის ტურები, რაც შეეხება შიდა ტურებს, პოპულარობას არ კარგავს კახეთის, იმერეთისა და აჭარის ტურები. ტურისტული კომპანიები ტურისტების ნაკადს ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ელოდებიან, რაც შეეხება უკრაინას,  გამოკითხული 4კომპანია აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად უკრაინელი ტურისტების რიცხვი  არ შემცირდება, შესაბამისად 3 კომპანიის ვარაუდით უკაინელი ტურისტების ნაკადმა შესაძლოა იკლოს.

ბლიც-გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება:

მოგზაურთა კლუბი:  ” საქართველოს კურორტებზე ტურისტული სეზონი პირველი ივნისიდან გაიხსნება, როგორც ქართველებში ასევე უცხოელებში ყველაზე პოპულარული ტურებია – კახეთის, იმერეთისა და აჭარის.  ქართველების მხრიდან კი ყველაზე მოთხოვნადია – თურქეთის ეგვიპტისა და დუბაის ტურები. შიდა ტურების მინიმალური ფასი ერთ ადამიანზე არის – 100$, რაც შეეხება გარე ტურებს, თურქეთის მიმართულებით 10 დღიანი ტურის მინიმალური ღირებულება ერთ ადამიანზე არის 1200$. ჩვენი სააგენტოს მომსახურებაში შედის ტურების დაგეგმვა, სასტუმროს დაჯავშნა, ტრაანსპორტირება, კვების უზრუნველყოფა, გიდის მომსახურება და ასევე ექსტრემალური ტურების დაგეგმვა. წელს ტურისტების ნაკადს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ველოდებით, წინა წელს ძირითადად  უკრაინელი ტურისტები ჭარბობდნენ, წელს კი ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე მოვლენების გამო მათი რიცხვი შემცირდება. გასულ წელს საზაფხულო ტურიზმი ძალიან აქტუალური იყო და წელსაც იგივე მოლოდინები გვაქვს.”

GO TOUR: „კომპანია ,,GO TOUR’’-ი მომხმარებელს სთავაზობს ტურებს, როგორც მსოფლიოს გარშემო, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა: ქვეყნის შიდა და გარე ტურები, კონფერენციებისა და  ღონისძიებების ორგანიზება, სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების დაჯავშნა, ავტოტრანსპორტით მომსახურება, ავია და რკინიგზის ბილეთების დაჯავშნა და სხვა მრავალი ტურისტული მომსახურება. შიდა ტურებში მოთხოვნადია ძირითადად – თბილისი-მცხეთა, ბოდბე-სიღნაღი, ყაზბეგი-ანანური, გორი-უფლისციხე, ვარძია-რაბათი, ერთ ან ორ დღიანზე. რაც შეეხება გაყვანას საზღვარგარეთ, აქ ძირითადად მომხმარებელი ითხოვს საზღვაო ტურებს – თურქეთი, ეგვიპტე, ასევე მოთხოვნადია იტალია და საფრანგეთი. ტურისტები გვყვავს ძირითადად – ყაზახეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან. ფასები იწყება ერთ ადამიანზე 350 დოლარიდან (სრული პაკეტი, ეგვიპტე-თურქეთი). ვფიქრობ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთან ტურისტების ნაკადის შემოსვლას არ შეამცირებს.“

იტა ჯორჯია:  ”საქართველოში ტურისტული სეზონი 15 მაისიდან გაიხსნება,  შიდა ტურებიდან ყველაზე მოთხოვნადია – ბათუმის, ბორჯომისა და ანაკლიის ტურები, პოპულარულია ასევე ღვინის ტურები, როგორც ადგილობრივებში ასევე უცხოელებში.  გარე ტურებიდან კი – თურქეთის, ეგვიპტისა და დუბაის ტურები. ფასები დამოკიდებულია სასტუმროსა და ავია ბილეთის ღირებულებაზე. წელს საქართველოში ტურისტულ  ნაკადს ველოდებით ძირითადად რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან, ვფიქრობთ მიმდინარე მოვლენები ხელს არ შეუშლის უკრაინელი ტურისტების შემოსვლას. შარშან ძალიან აქტუალური იყო ზაფხულის ტურები და წელსაც იგივე მოლოდინი გვაქვს.”

Lucky way : “ტურისტული სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება, საქართველოში ყველაზე მეტად მოთხოვნადია – კახეთის, იმერეთის, სამცხესა და აჭარის. ტურებს ითხოვენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტები, ქართველებში კი ყველაზე პოპულარული საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის კურორტებია. შიდა ტურებზე ერთი დღის მინიმალური ფასი ერთ ადამიანზე არის 35 ლარი, ხოლო გარე ტურებზე 200 $, ფასი იზრდება სასტუმროსა და დამატებითი მომსახურებების მიხედვით. ჩვენს მოსმახურებაში შედის სასტუმროს დაჯავშნა, კვება, გიდის მოსმახურება, ტრანსპორტირება. წელს ტურისტების ნაკადს ველოდებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, შარშან უკრაინელი ტურისტების რიცხვი ძალიან დიდი იყო, წელს კი ალბათ შემცირდება. წელს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები გვაქვს, შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს ველოდებით.”

როიალ ჰოლიდეი: ” საქართველოში ტურისტული სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება, ჩვენი კომპანია მხოლოდ შიდა ტურებზე მუშაობს, ყველაზე მოთხოვნადი კი კახეთის იმერეთისა და აჭარის კურორტებია, ტურის მინიმალური ღირებულება ერთ ადამიანზე არის 100$, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სასტუმროს, კვებას, ტრანსპორტირებას, გიდისა და დამათებით სხვა მომსახურებებსას მოთხოვნის მიხედვით, ფასიც მოთხოვნის შესაბამისად იზრდება. ტურისტულ ნაკადს კი ძირითადად უკრაინიდან ველოდებით, ვფიქრობთ მიმდინარე მოვლენების გამო უკრიანელი ტურისტების რიცხვი უფრო გაიზრდება რადგანაც ყველა ცდილობს ქვეყნიდან გასვლას.  „როიალ ჰოლიდეი“ ახალი კომპანიაა ბაზარზე, ამიტომაც შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო ველოდებით ტურისტების გააქტიურებას.”

კალიფსო თრეველი: ” საქართველოში ტურისტული სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება, ყველაზე მოთხოვნადი კი შავი ზღვისპირა კურორტები და კახეთის ტურებია, რაც შეეხება გარე ტურებს აქტუალურობას არ კარგავს ეგვიპტე, თურქეთი, ემირატები და მალდივის კუნძულები. გარე ტურებზე ფასები 200$-დან იწყება ერთ ადამიანზე და დამოკიდებულია სასტუმროსა და სხვა სახის მომსახურებაზე. ტურისტების ნაკადს კი ველოდებით ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინელი ტურისტების რიცხვმა იკლო. შარშან ზაფხულის ტურები ძალიან პოპულარული იყო და წელსაც იგივე მოლოდინები გვაქვს.

გუდ თრეველი: ”ჩვენ უკვე ხშირი ტემპებით ვყიდით საზაფხულო ტურებს, გარე ტურებიდან ყველაზე მოთოვნადია ეგვიპტე, ისრაელი, თურქეთი, კაბადოკია, შიდა ტურებიდან კი – საირმე და კახეთის ღვინის ტურები. მინიმალური ფასი გარე ტურზე ერთი ადამიანისთვის არის 400$, მომსახურებაში შედის სასტუმრო, კვება, ტრანსპორტირება და გიდის მომსახურება. საქართველოში ტურისტულ ნაკადს ძირითადად ველოდებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან. შარშანდელი საზაფხულო ტურისტული სეზონი ძალიან პოპულარული იყო და წელსაც იგივეს ველოდებით.“

”თბილისი თაიმსი” დაუკავშირდა კომპანია ”ინტერკონტინენტალს”, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეიკავეს.

07.05.14

ნინა პირტახია

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024
„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ –  ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი
კატეგორიის გარეშე

„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ – ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი

10/08/2023
ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს
კატეგორიის გარეშე

ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს

09/03/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In