• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერობის კანდიდატებს, ლიფტების მომსახურებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობას, ორი ინიციატივით სთავაზობს

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, მაღალსართულიან კორპუსებში, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენითი სამუშაოების მიმართ, ახალი სამართლებრივი რეგულაციების ამოქმედებას და ლიფტების მომსახურებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობას მოითხოვენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა ბარათაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის რაიონის გამგეობები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად, თანადაფინანსებით უზრუნველყოფენ ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენას. ლიფტების აღდგენის სამუშაოები ხორციელდება ამხანაგობების მიერ შერჩეული კომპანიების მიერ, ხოლო კომპანიები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ, თბილისის მერიასთან დაახლოებული ჯგუფების ხელშია და „ლიფტების საქმიდან“ შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა, ხარჯვითი ნაწილი, კორუფციულ ნიშნებს ატარებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2013 წლის ბიუჯეტიდან მრავალსართულიან აცხოვრებელ სახლებში, ლიფტების შეკეთებისთვის თანადაფინანსებით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 635 800 ლარი, ხოლო 2014 წლისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის, გათვალისწინებულ იქნა 30 000 000 ლარი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დედაქალაქში, მთაწმინდის რაიონის გარდა, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენის პროცესში, სულ ჩართულია 51 ინდ/მეწარმის სტატუსით მოქმედი ჯგუფი და 66 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ლიფტების შეკეთების თანადაფინანსება კი განხორციელდება ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისში, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, კურუფციულ ნიშნებს ატარებდეს. ჯგუფები, რომლეთა ვალდებულებაცაა მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართული მუშაობა უზრუნველყოს, ფაქტობრივად, უმოქმედონი არიან. კერძოდ, უცვლელია პრობლემური საკითხების ჩამონათვალი:

  • აღნიშნული კომპანიები, პრაქტიკულად, უმოქმედო ლიფტებით ხალხს ძარცვავენ, რადგან მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ე.წ. „ჩაყლაპულ“ 5 და 10 თეთრებზე;
  • ლიფტით სარგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ერთ მოქალაქეს, 20-30 თეთრი უჯდება, რაც 2-3 სულიანი ოჯახისათვის, თვეში 25-30 ლარს შეადგენს;
  • ხშირია მგზავრობის დროს, ლიფტების ავარიული გაჩერება, სამაშველო სამსახურის გამოძახება. ავარიულ მდგომარეობაში არსებული ლიფტები, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქცია არ ეკისრება;
  • არ ხდება ლიფტების გამართულ მუშაობაზე პასუხისმეგბელ კომპანიებზე ნებართვების ან ლიცენზიების გაცემა, რითაც ამხანაგობები, თბილისის მერიის წახალისებით, სრულ ლოიალობას გამოხატავს პრობლემის მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ავარიული და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენის საკითხის შემდგომი გამჭვირვალობისთვის, თბილისის მერიას და საკრებულოს რეკომენდაციით მიმართავს და მოითხოვს ახალი სამართლებრივი რეგულაციების შექმნას, რითაც, კონტროლს დაექვემდებარება ნინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გადაწყვეტილებები ლიფტების აღდგენის პროცესში ჩართული კომპანიების მიმართ, მოხდება კომპანიების ობიექტური წესით შერჩევა და მათ საქმიანობას მეცემა ანგარიშვალდებულების სახე. მოცემული მდგომარეობით, არ გამოვრიცხავთ, ადგილი ქონდეს მოქმედი კომპანიების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებასაც, რადგან არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, თუ რა შემოსავლებს ფლობენ ისინი, მოშლილია იმის კონტროლიც, თუ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენჯერ ივსება ლიფტის ყულაბები, რამდენია მისი შემოსავალი და ხდება თუ არა ამ შემოსავლების შესაბამისად, კომპანიების მხრიდან ბიუჯეტში გადასახადების გადახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მიმართავენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმართელობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატებსაც და მხარდაჭრას, ორგანიზაციის ორ წინადადებაზე სთხოვენ:

საჭიროა შემოღებულ იქნას ნებართვები ან ლიცენზიები კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტების გამართულ მუშაობას. კომპანიებს უნდა მოეთხოვოთ „ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა“, რაც შეამცირებს ფატალური შედეგების ალბათობასაც.

თბილისში, ევროპული გამოცდილების მსგავსად, შემოღებულ იქნეს ლიფტებით მომსახურების სრულიად ახალი სისტემა. კერძოდ, მოსახლეობას საშუალება მიეცეს მგზავრობისას ლიფტით მომსახურების საფასური გადაიხადოს მეტრომანის ბარათებით. მსგავსი სისტემა უფრო მოსახერხებელი გახდება მოქალაქეებისთვის და ხელს შეუწყობს პრობლემის გადაჭრას.

16.05.14

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გია ყანჩელის საიუბილეო თარიღს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მთელი წლის მანძილზე კონცერტების სერიას მიუძღვნის

11 years ago
„ჩემო თვალებციმციმა გოგო… ჩემო მაიკო“ – ცნობილია ბაღდათში გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობა

„ჩემო თვალებციმციმა გოგო… ჩემო მაიკო“ – ცნობილია ბაღდათში გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობა

3 years ago

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარედ მარიკა გოგოლაძე აირჩიეს

9 years ago
სოფელ ძალისში ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

სოფელ ძალისში ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by