• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასამართლო თამარ ჩერგოლეიშვილის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვას იწყებს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, სარჩელი შეიტანეს.

ორგანიზაცია საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მეუღლისგან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას მოითხოვს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და სამოქალაქო დავას მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ორგანიზაციის 2014 წლის 6 თებერვლის წერილობით მიმართვას, მოეხდინა ორგანიზაციის მიმართ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებების უარყოფა, უარით უპასუხა. პოლიტიკოსის მეუღლემ, სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, შემდგომ კი ერთ–ერთი ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს და ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწოდა. ამასთან, საჯარო სივრცეში გაავრცელა ფოტო, რომელზედაც ორგანიზაციის ერთ–ერთი თანადამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის გვერდით ტრიბუნასთან დგას. თამარ ჩერგოლეიშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რასაც მოჰყვა საჯარო სივრცეში გაკეთებული არაერთი განცხადება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა გამოქვეყნებულ კვლევას: „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები“– მოჰყვა, სადაც საუბარი შეეხო მოპასუხის მეუღლის, გიგა ბოკერიას ოჯახთან დაკავშირებული ფირმების მოგების მაჩვენებლებს.

ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილს, კვლევის ავტორების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, საზოგადოება მიზანმიმართულ შეცდომაში შეჰყავდა, ადგილი ჰქონდა მცდარი ცნობების გავრცელებას, ხოლო თუკი სახელისუფლებო პარტიასთან ფარული დავალებების რაიმე სახის მტკიცებულება არსებობდა, პოლიტიკოსის მეუღლეს საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გაეხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, თინათინ ნიბლოშვილის ფოტოს გამოქვეყნებაც, რომელიც ტრიბუნასთან, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

ორგანიზაციამ მოპასუხის ბრალდებას უპასუხა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულ იყო 2012 წლის 21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე. რა დროსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი დამოუკიდებელ უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო განცხადებები, ლახავს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას, ორგანიზაციის კორპორაციულ ინტერესებს, პროფესიული თავისუფლების პრინციპებს და გავლენას ახდენს ყველა სხვა მესამე პირთან ნდობის გაჩენაში

შესაბამისად, ორგანიზაციის პროფესიული ავტორიტეტი ვერ იქნება რეალიზებული, თუკი მოპასუხის საჯარო განცხადებები არ იქნება გაქარწყლებული. მოცემულ დავაშიც, “ახალგაზრდა ადვოკატების” ყველაზე მაღალი სამართლებრივი სიკეთის დაცვა გამოიხატება იმ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფაში. თამარ ჩერგოლეიშვილის გამონათქვამები არ ყოფილა კომენტარი, აზრი, ვარაუდი, მოსაზრება, შეფასება. პოლიტიკოსის მეუღლემ მოახდინა განზრახ ზიანის მიმყენებელი და ორგანიზაციის სახელის გამტეხი განცხადებების გავრცელება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს, დავის დასაბუთებისთვის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც წარუდგინეს. ორგანიზაციის ინტერესებს, სასამართლო სხდომაზე, სადამფუძნებლო საბჭო – არჩილ კაიკაციშვილი, მარიკა არევაძე და თინათინ ნიბლოშვილი დაიცავს.

28.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026

საინტერესო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა

11 years ago
ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა – პაპუაშვილი

ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა – პაპუაშვილი

3 years ago
Adjara Group Hospitality -იმ, EBRD-მა და საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერეს 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას

Adjara Group Hospitality -იმ, EBRD-მა და საქართველოს ბანკმა ხელი მოაწერეს 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას

12 years ago
ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს – სალომე ზურაბიშვილი

ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს – სალომე ზურაბიშვილი

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by